Nike უშვებს ბოტასს, რომელსაც სმარტფონით გააკონტროლებთ

105

ფილმის “უკან მომავალში” მოყვარულების ოცნება ასრულდა – Nike უშვებს ბოტასს, რომლის შესაკრავად გარჯა აღარ მოგიწევთ. მოდელი, სახელწოდებით Nike Adapt BB სმარტფონთან იქნება დაკავშირებული და მისი მართვა აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. ფეხსაცმელი “დაიმახსოვრებს” სირბილისა თუ დასვენების რეჟიმს, რაც მის მფლობელს მეტ კომფორტს შეუქმნის. ბრენდის განცხადებით, ბოტასებს დასჭირდებათ დამუხტვა.

პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “ნაიკი” მაღალტექნოლოგიურ ფეხსაცმელს შეეჭიდა. 2016 წელს, ბრენდმა ისეთივე ბოტასის შეზღუდული სერია გამოუშვა, რომელიც მარტი მაკფლაის აცვია ფილმში “უკან მომავალში 2”.

ახალი ბოტასი ბაზარზე 17 თებერვლიდან გამოვა და მისი ფასი $350-დან დაიწყება.