9 ფსიქოლოგიური კითხვა, რომლებიც ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ

469
9 ფსიქოლოგიური კითხვა, რომლებიც ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ
9 ფსიქოლოგიური კითხვა, რომლებიც ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ
ვნახოთ 9 ფსიქოლოგიური კითხვა, რომელიც თანამოსაუბრესთან საინტერესო დიალოგის წარმართვის წინაპირობაა. ეს არის კითხვები, რომლებიც სიღრმისეულ პასუხებს მოითხოვს და ადამიანების გამოცნობაში გეხმარებათ. თუმცა გახსოვდეთ, ისინი არ დაუსვათ იმ ადამიანს, რომლის დაკარგვისაც გეშინიათ, რადგანაც პასუხებმა, შესაძლოა, მასზე აზრი მნიშვნელოვნად შეგაცვლევინოთ.

1. გახსნიდი კონვერტს, სადაც შენი სიკვდილის თარიღი წერია? – ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის ინტერესს მისი ბედისწერისადმი და ზოგადად, მის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ.

2. სხვა ადამიანი რომ იყო, იქნებოდი შენნაირი ადამიანის მეგობარი? – ამ კითხვაზე პასუხით განსაზღვრავთ იმას, თუ რამდენად თავდაჯერებულია თანამოსაუბრე, გაიგებთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ასევე იმას, თუ რამდენად საინეტერესო ადამიანია ის.

3. ადამიანების საზომი შკალა რომ არსებობდეს, რის მიხედვით გაზომავდი იმას, თუ რამდენად კარგია ესა თუ ის პიროვნება – საზოგადოებაში მისი სტატუსის მიხედვით, მისი ბედნიერების ხარისხით მიხედვით, სიმდიდრის მიხედვით, კეთილდღეობის მიხედვით და ა.შ? – ამ კითხვაზე პასუხით ადამიანის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს გაიგებთ.

4. რა განგასხვავებს სხვა ადამიანებისგან? – ამ კითხვაზე პასუხით პიროვნების თავდაჯერებულობის შესახებ შეიტყობთ, ასევე გაიგებთ მისი იუმორის შესახებ. ამ კითხვაზე პასუხით მიხვდებით, თუ რამდენად უნიკალურია ის.

5. თუ იცი, რომ საყვარელი ადამიანი ვერასოდეს გაიგებს შენი ღალატის შესახებ, ეტყოდი ამაზე ოდესმე? – კითხვაზე პასუხი ადამიანის მორალურ სტანდარტებს გაჩვენებთ. ასევე გაჩვენებთ მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანების მიმართ.

6. ოდესმე გქონია განცდა, რომ რომელიმე მომენტი შენს ცხოვრებაში ადრეც ხშირად ყოფილა? – ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა გაჩვენოთ, თუ როგორ ცხოვრობს თქვენი თანამოსაუბრე და არის თუ არა მისთვის ცხოვრება მნიშვნელოვანი.

7. ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე სხვადასხვა პლანეტაზე რომ ცხოვრობდნენ, როგორი იქნებოდა ცხოვრება ამ პლანეტებზე? – ამ კითხვაზე პასუხით მიხვდებით სტერეოტიპულად აზროვნებს თქვენი თანამოსაურე, თუ ლოგიკას მიჰყვება.

8. თუ დანაშაულს ჩაიდენ იმის გამო, რომ მშიერი ბავშვი დააპურო, ცუდი ადამიანი, კრიმინალი ხარ, თუ ეს დანაშაულად არ ითვლება? – ამ კითხვაზე პასუხიც თანამოსაუბრის მორალურ სტანდარტებს გაჩვენებთ და მკაფიოდ დაგანახებთ მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ.

9. ბედნიერება რომ ფული იყოს, რა იქნებოდა შენი სამსახური? – ამ კითხვაზე პასუხით ადამიანის ოცნებების შესახებ შეიტყობთ.