9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ

141

სწორედ უთქვამთ: ქალები ვენერადან არიან, ხოლო კაცები – მარსიდანო. ისინი სხვანაირად ფიქრობენ, სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებენ და თქვენ წარმოიდგინეთ, სიბერესაც განსხვავებულად ხვდებიან.

დიდი ტვინი

image

საშუალოდ, ტვინის მოცულობა კაცებში 8-13% მეტი და 150 გრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ქალების. ამასთან, კაცებს ჰიპოკამპი უფრო დიდი აქვთ – ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თხემის წილების ქვეშ. პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის მიღებასა და დამახსოვრებაზე.

მიუხედავად ტვინის შედარებით პატარა მოცულობისა, ქალები მას უფრო ეფექტურად იყენებენ ნეირონებს შორის უფრო მეტად განვითარებული კავშირის წყალობით. ასე რომ, ქალებს ტვინის ნახევარსფეროებს შორის უფრო ძლიერი კავშირი აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევთ რამდენიმე საქმე ერთად აკეთონ. ამიტომაც არის, რომ ერთდროულად საუბარი და მანქანის მართვა ქალბატონებისთვის უმარტივესი საქმეა. კაცებს კი ეს არ შეუძლიათ – ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ახდენენ კონცენტრირებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ მათ განსხვავებულად სძინავთ. მამაკაცის ტვინის ელექტრული აქტივობა 70%-ით ეცემა ძილის დროს (ხშირ შემთხვევაში სამსახურში უფრო მეტად დატვირთულია, ასე რომ, კარგად უნდა დაისვენოს), ქალებისა – კი მხოლოდ 10% –ით, სავარაუდოდ იმიტომ რომ უფრო დიდ ყურადღებას იჩენს სახლისა და ბავშვების მიმართ.

აგრესია

image

ამ ყველაფერს ტესტოსტერონის მაღალი დონე იწვევს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ნუშისებრი ჯირკვალზე – ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. ძირითადად ეს ეხება 17-დან 28 წლამდე მამაკაცებს, როდესაც ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლში თავის მაქსიმუმს აღწევს. გარდა ამისა, უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ტესტოსტერონის დონე მოქმედებს პირად თვისებებსა და ქცევაზე – მათ ვისაც მოჭარბებულად აქვთ ეს ჰორმონი უფრო თავნებები, კომუნიკაბელურები და თავდაჯერებულები არიან. ამასთან, უფრო მეტად არიან განწყობილნი დომინირებისა დ ათვითგამოხატვისკენ, ვიდრე ისინი ვისაც ამ ჰორმონის შემცველობის დონე სისხლში შედარებით დაბალი აქვთ.

თუმცა, მექანიზმი პირიქითაც მუშაობს. ნიპისინგის (კანადა) უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აგრესიული ქმედებები სისხლში ტესტოსტერონის დონეს ზრდის.

სიმელოტე (ალოპეცია areata)

image

ბედის ირონიით, ის ჰორმონი, რომელიც მამაკაცებს უფრო მამაკაცურს ხდის, ასევე გამელოტებამდეც მიჰყავს. ამასთან, აჩქარებს თმის ზრდას სხეულის სხვა ნაწილებზე –მკერდზე, იღლიებსა და ზურგზე. კერძოდ, ძირითადი მიზეზი თავად ჰორმონი კი არ არის, არამედ მისი გარდაქმნა დიჰიდროტესტოსტერონად. მისი სიჭარბე ასუსტებს თმის ფულიკულებს, რომელიც ან კვდება ან იმ ზომამდე მცირდება, როგორიც ახალშობილებს აქვთ. სტრესი ამ პროცესს აჩქარებს, რომლის დროსაც ადრენალინის წარმოების აქტივაცია ხდება, რომელიც ტესტოსტერონების იგივე ოჯახს მიკუთვნება.

სქელი კანი

მამაკაცის კანი, საშუალოდ 0, 2 მმ. უფრო სქელია, ვიდრე ქალის და თითქმის 10-ჯერ უფრო ნაკლებად მგრძნობიარე. ინგლისელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ამ მხრივ ყველაზე მგრძნობიარე კაციც კი ვერ გაუტოლდება ყველაზე უგრძნობ ქალს.

ლაქტაცია კაცებში

image

როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მამაკაცის ორგანიზმსაც შეუძლია რძის გამომუშავება. რამდენადაც უკვე ცნობილია, ძუძუთი კვებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი პროლაქტინია, რომელიც ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა ქალების ფეხმძიმობის პერიოდში. მამაკაცის ორგანიზმისთვის ეს ასევე უცხო არ არის, თუმცა, იმ დონეს ვერ აღწევს, რომ რძე გამოიმუშავოს. მაგრამ ფიზიოლოგ ჯად დაიმონდის კვლევების თანახმად, რომელიც 1995 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში “discovery, ” პროლაქტინის დონე შესაძლოა გაიზარდოს ჰორმონალური დარღვევებით, შიმშილობით ან ძუძუს თავის სტიმულირებით. ამას გარდა, მამის მიერ ბავშვის ძუძუთი გამოკვების არც თუ ისე ცოტა ფაქტი დაფიქსირებულა. მაგალითისთვის, 2002 წელს სააგენტო Francepress –მა 38 წლის შრი-ლანკის მაცხოვრებლის შესახებ ამცნო საზოგადოებას, რომელმაც ძუძუთი თავისი ორი ბავშვი გამოკვება, მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაეცვალა.

ცხიმები

მამაკაცის ორგანიზმის ქსოვილში ცხიმის შემცველობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალისაში: ძლიერი სქესი – წონის 12%, სუსტი სქესი – წონის 26%. ამ განსხვავებას -14% ქლები ორსულობის პერიოდისთვის “ინახავენ”.

სისხლის მიმოქცევა

image

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც იტანენ მამაკაცები ფიზიკურ დატვირთვას უფრო მეტად, მდგომარეობს მათი სისხლის მიმოქცევის განსაკუთრებულობაში. საშუალოდ, სისხლის მოცულობა მამაკაცებში შეადგენს 5-6 ლიტრს, მაშინ როდესაც ქალებში – მხოლოდ 4 4.5 ლიტრია. მამაკაცის სისხლი უფრო მდიდარია ჰემოგლობინითა და ერიტროციტებით, რაც აუმჯობესებს ჟანგბადის ცირკულაციას. ამიტომ, ერთი ლიტრი ჟანგბადის გადასაცემად ქალს ჭირდება 7 ლიტრი სისხლი, კაცს კი – 6.

სუსტი იმუნიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სქესი ჰქვიათ, მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება ინფექციური დაავადებებისადმი, ვიდრე ქალებს. ამაში დამნაშავე ის ტესტოსტერონია, რომელიც ბუნებამ ანთების საწინააღმდეგო ეფექტით დააჯილდოვა. ტესტოსტერონი გენების მუშაობას აძლიერებს, ამცირებს ანთებას, რის გამოც ორგანიზმი ნაკლები რაოდენობის ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შედეგად, მამაკაცები არა მხოლოდ სუსტი იმუნიტეტით გამოირჩევიან, არამედ უფრო ცუდად იტანენ ვაქცინაციას. ამის შესახებ თავის კვლევაში გადმოგვცა სტენდფორდის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა მარკ დევიდსონმა. მან შეადარა 53 ქალისა და 34 კაცის ანალიზები გრიპის ვაქცინაციამდე და მის შემდეგ. ამის შედეგად მეცნიერმა გაარკვია, რომ ვაქცინაციის საპასუხოდ ქალებში უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდა, ვიდრე კაცებში, ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ სისხლში უფრო მეტი ანთებითი ცილა იყო.

უფრო ნელა ბერდებიან

image

როგორც ახლანდელმა კვლევებმა ცხადყო, კაცები ქალებზე ნელა ბერდებიან. ყოველწლიურად ისინი უფრა ნაკლებ კალოგენს კარგავენ, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. მათი კანი უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს სიმკვრივეს და ნაოჭების მიმართ რეზისტენტულობით გამოირჩევა. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ მამაკაცები დიდ ყურადღებას არ უთმობენ კანის მოვლას, რომელიც ამასთან, მუდმივად ზიანდება პარსვის პროცესში, ამ განსაკუთრებულობის ეფექტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.