8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

174

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მძიმე დღე გელით. უსიამოვნო ცნობა ან არასასურველი შეხვედრა შეიძლება სტრესისა და ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. ქალებს ახალი გატაცება ელით, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდება. თქვენი რჩეული იმედებს ვერ გაგიმართლებთ. ვარსკვლავები მამაკაც ვერძებს გადაჭარბებული თავდაჯერებისგან დაიცავენ.

კურო
თავი შეიკავეთ შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან ავადმყოფობის, ტრავმებისა და კონფლიქტური სიტუაციების რისკი ძალიან მაღალია. ეცადეთ, ყველა საქმე მოაწესრიგოთ. უფროსობასთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. გარშემომყოფები თქვენს პრინციპულობასა და ხასიათის სიმტკიცეს აუცილებლად დააფასებენ.

ტყუპები
ყველა მიმართულებით წარუმატებელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისგან. წინდახედულება და საღი აზრი დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.

კირჩხიბი
მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. მეორე ნახევარი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობებისთვის, თუმცა შემთხვევით კავშირებს უნდა ერიდოთ.

ლომი
ამ დღეს ნებისმიერ შეთავაზებას ფრთხილად უნდა მოეკიდოთ. თქვენი გულუხვობა ან მიმნდობლობა შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელია სიყვარულისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს.

ქალწული
ფინანსური საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა. ნაკლებად იაქტიურეთ, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვათ და ფინანსურად არ დაზარალდეთ. თავდადებული მუშაობის მიუხედავად, დღის პირველ ნახევარში უფროსთან უთანხმოება გელით. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. დღის მეორე ნახევარში მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ.

სასწორი
ყველაზე შეუფერებელი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. ამ დღეს უჩვეულოდ უკმაყოფილო და გაღიზიანებული ხართ, თუმცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.

მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდეს და ამაში თავად იქნებით დამნაშავე. ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული. ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.

მშვილდოსანი
ყოველმხრივ წარმატებული დღეა. ყველაზე შესაფერისი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად და ახალი საქმის დასაწყებად. წინდახედულება და საღი აზრი დაგეხმარებათ ყველა წინააღმდეგობის გადალახვაში. ეცადეთ ავანტიურაში არ გაერიოთ.

თხის რქა
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრისთვის. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს. უარი თქვით ყველაფერზე, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით, განსაკუთრებით სპირტიან სასმელებს ერიდეთ.

მერწყული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ძალა და შემოქმედებითი პოტენციალი იმატებს. მდიდარი წარმოსახვის უნარი, მოზღვავებული ენერგია და ახლისკენ სწრაფვა საინტერესო პროექტების შედგენას და მოღვაწეობის სფეროს შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობებისთვის.

თევზები
შესაძლოა, ამ დღეს ოჯახში სიტუაციის მოგვარება შეძლოთ, თუმცა წყენა კიდევ დიდხანს გემახსოვრებათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა უსიამოვნებებს დაგავიწყებთ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.