7 მიზეზი – რატომ უნდა მიირთვათ უფრო მეტი ბანანი?

61
7 მიზეზი - რატომ უნდა მიირთვათ უფრო მეტი ბანანი?
7 მიზეზი - რატომ უნდა მიირთვათ უფრო მეტი ბანანი?

ბანანი არა მარტო გემრიელია, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა. ვნახოთ შვიდი მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც უფრო მეტი ბანანი უნდა მიირთვათ.

1. ბანანი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, სასარგებლო ნივთიერებებს – ის ვიტამინებისა და ნუტრიენტების ბუნებრივი წყაროა. შეიცავს კალიუმს, B6 ვიტამინს, ცილებს, C ვიტამინს და ა.შ.

2. ბანანის მირთმევის შემდეგ ხდებით უფრო ენერგიულები – ის ორგანიზმს ამარაგებს კალიუმით, ანტიოქსიდანეტებით და გეხმარებათ, რომ მუდამ ტონუსში იყოთ. დაიწყეთ დილა ბანანის მირთმევით და ნახავთ, რომ მთელი დღე ენერგიულად იგრძნობთ თავს.

3. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს – ბანანის რეგულარულად მირთმევის შედეგად სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამავდროულად, ის აუმჯობებსებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას.

4. ბანანი შესაძლოა წონაში დაკლებაშიც დაგეხმაროთ – დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენ ადამიანებს ე.წ. ბანანის დიეტას, რადგანაც ის ამცირებს ჭამის მადას. მისი მირთმევის შემდეგ თავს დანაყრებულად გრძნობთ და ამავდროულად, ორგანიზმს ავსებს საჭირო ვიტამინებით.

5. ბანანის მირთმევა გიუმჯობესებთ განწყობას – მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმში აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები და ადამიანი პოზიტიურ განწყობაზე დგება.

6. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხს – ბანანის მირთმევის შედეგად ორგანიზმი მარაგდება კალიუმით, რაც გულის სიჯანსაღეს განაპირობებს.

7. ამცირებს კუჭის წყლულის გაჩენის შანსს და ხსნის გულძმარვას – ის დაგეხმარებათ ბალანსის აღდეგნაში, ხოლო მისი მირთმევის შემდეგ კუჭის გაღიზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.