7 მიზეზი თუ რატომ რატომ უნდა წავიდეთ კვიპროსზე

143

ხმელთაშუა ზღვა, მთები და სანაპირო – ესაა ის, რაზეც შემოდგომაზე ვოცნებობთ, კვიპროსზე კი მთელი წლის მანძილზეა ხელმისაწვდომი. წარმოგიდგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ესტუმროთ აფროდიტას კუნძულს.

#1 ასპროკრემოსის სანაპირო

ყველაზე ლამაზი და სუფთა სანაპირო კვიპროსში, რომლის სიახლოვესაც ნაციონალური პარკი მდებარეობს. აქვეა კვიპროსის მთავარი ღირსშესანიშნაობა: აფროდიტას აბანო.

#2 დაივინგი

აკამასი კუნძულზე საუკეთესო ადგილია დაივინგისთვის. პარკში ძალიან სუფთა წყალია.

#3 იალქნიანი ნავით სიარული

აქ იალქნიანი ნავის ტარების პრაქტიკის გავლა შეგიძლიათ. როცა ძალიან დაცხება, სანაპიროს აფრების მეშვეობით გასცდებით.

#4 კრუიზი საუზმით და მზის ჩასვლისას

დილა შეგიძლიათ იახტაზე დაიწყოთ და ცისფერი ლაგუნის თვალიერებით დატკბეთ. ასევე, საღამოს შეძლებთ მოშორდეთ დასახლებას და მზის ჩასვლას ღვინის ჭიქით უყუროთ.

#5 ხმელთაშუაზღვის სამზარეულო

აქაური კერძების გასინჯვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ვახშამს აქ სანთლების ფონზე მოგართმევენ.

#6 სპა – Thalassa Spa

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრში ძველრომაულ თერმულ აბანოში გეგონებათ თავი. აქ შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაციები და გამაჯანსაღებელი პროცედურები. სტუმრების განკარგულებაშია აუზი, საუნა, ჰიდრომასაჟის აუზი, ტრენაჟორები, ფიტნეს დარბაზი და სხვა. აქ ასევე ნატურალური კოსმეტიკის შეძენას შეძლებთ.

#7 ბარი Meltemi აუზში

აქ საყვარელ სასმელს პირდაპირ იქ მოგართმევენ სადაც ისვენებთ. მათ შორის, აუზში. ადგილი ინსტაგრამზე საკმაოდ პოპულარულია.