7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

402

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც პრობლემები გელით, ამიტომ საკუთარი მოვალეობების შესრულებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გამორიცხეთ ყველანაირი რისკი, თორემ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. უარი თქვით საკუთარი უპირატესობის ხაზგასმის სურვილზე და ხელიდან არ გაუშვათ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც მხოლოდ გულახდილი საუბრით მოგვარდება.

კურო
ვენერას მფარველობის წყალობით, თავს მარადიულ შეყვარებულად გრძნობთ. მარტოხელა კუროებს ეს სიყვარული წარმატებასა და ბედნიერებას მოუტანს, დაქორწინებულებს კი – ოჯახურ ჰარმონიას.

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში მომუშავე ტყუპებისთვის. შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ, ბანქოში ფული მოიგოთ ან ძვირფასი ნივთი იპოვოთ.

კირჩხიბი
ოჯახში ნელ-ნელა მშვიდობა მყარდება, თუმცა წყენა უცებ არ ქრება და რაღაც დროის მანძილზე თან გაგყვებათ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ უსიამოვნებები დაგავიწყოთ, ახალი, საინტერესო ნაცნობობა კი მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.

ლომი
კარგად დაგეგმილი მოქმედებები აუცილებლად შედეგს მოგიტანთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მეგობრებთან, მეზობლებთან და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობაში. გამორიცხული არაა, რომ მათ შორის, არაკეთილმოსურნეც ერიოს. ამ დღეს სასარგებლოა სპორტული ვარჯიშები, მოგზაურობა და აქტიური დასვენება. პარტნიორის მხრიდან გამოჩენილმა ეჭვიანობამ ან უყურადღებობამ შეიძლება პირად ცხოვრებაში გაუგებრობა გამოიწვიოს.

ქალწული
ყველა იმედგაცრუება და წყენა უკან დარჩა. თქვენ ისევ იგრძნობთ ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას. სახლში თუ სამსახურში ერიდეთ ყველანაირი ურთიერთობის გარკვევას, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო დღეა კარიერული წინსვლისთვის. მერკურის მფარველობის წყალობით, ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სასწორი
წარმატებული დღეა კომერციულ სფეროში მომუშავე სასწორებისთვის. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუ უკვე დაქორწინებული ხართ, შესაძლოა, არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას უნდა დაემშვიდობოთ.

მორიელი
თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა მუშაობის საბოლოო შედეგზე დადებითად აისახება და წარმატებას მოგიტანთ. ოჯახური პრობლემები ისევ პირველ პლანზე გადაინაცვლებს და თქვენგან ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ამას უნდა შეეგუოთ. ამ დღეს დასვენება მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში ან სრულ მარტოობაში ჯობს.

მშვილდოსანი
ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზების დღეა. სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართ თქვენი პრინციპული და უკომპრომისო დამოკიდებულება რამდენადმე შერბილდება, რაც უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობას გააუმჯობესებს. გამორიცხული არაა, რომ დიდი ხნის ოცნება აგისრულდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბედი ცხოვრების უეცარ ცვლილებას გიმზადებთ, ამიტომ მუშაობის ან დასვენების მიმართულებით გრძელვადიანი გეგმების შედგენა არ ღირს. დაგროვილი საქმეები მოაწესრიგეთ და საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
საუკეთესო დღეა კარიერული წინსვლისთვის. პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით, თუმცა მატერიალური საკითხების გადაჭრა რთული იქნება – მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, რაც შენაძენს ან ძველ ვალდებულებებს უკავშირდება. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ.

მერწყული
თავდაცვისა და საკუთარი პრინციპების დაცვის დღეა. უფროსობასთან ურთიერთობაში სასურველია, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. ამ დღეებში საკუთარი პოზიციების გამაგრებას შეძლებთ და მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განეწყობით.

თევზები
ეს დღე პირად ცხოვრებაში უსიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. უმჯობესია, ინტიმური შეხვედრები სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტი ან იმედგაცრუება. ეცადეთ, მაქსიმალური ტაქტი და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. ცხოვრება თავად გიკარნახებთ რთული სიტუაციიდან გამოსავალს. გირჩევთ, ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმოთ და ეს დღე სახლში გაატაროთ. ამჟამად ყველაზე მეტად სიმშვიდე და დაფიქრება გჭირდებათ.