6 ყველაზე სასტიკი მეფე საქართველოს ისტორიაში: დასჯისა და შურისძიების დაუნდობელი მეთოდები

1197

“ძა­ლი­ან ხში­რად, ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, რომ მეფე მკაც­რი და ძლი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თის საქ­ცი­ე­ლი სი­სას­ტი­კე­ში გა­და­დი­ო­და”, – ამ­ბო­ბენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი და რამ­დე­ნი­მე მე­ფის სას­ტიკ ქმე­დე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ზო­გი­ერ­თის ქმე­დე­ბა პი­რა­დი, ზო­გის კი ქვეყ­ნის დაც­ვი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის მო­ტი­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, – დას­ძე­ნენ ისი­ნი.

გი­ორ­გი მე­ო­რე, იგი­ვე ავ-გი­ორ­გი – კა­ხე­თის მეფე, რო­მე­ლიც 1511-1513 წლებ­ში მე­ფობ­და.

მისი მამა ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლი, ჭკვი­ა­ნი მეფე და კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი გახ­ლდათ, თუმ­ცა ალექ­სან­დრე პირ­ველს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ოჯახ­ში. ავ-გი­ორ­გის მა­მას­თან და უმ­ცროს ძმას­თან, დი­მიტ­რის­თან, რო­მელ­საც თა­ვის მე­ტო­ქედ თვლი­და, უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ გა­მე­ფე­ბამ­დე ჰქონ­და.

1511 წელს თავს და­ეს­ხა სა­ფურ­ცლი­ის ჭა­ლა­ში მყოფ ალექ­სან­დრე I-სა და დი­მიტ­რის. მამა მოკ­ლა, ძმას კი თვა­ლე­ბი დას­თხა­რა და ოჯახ­თან ერ­თად კა­ხე­თი­დან გა­ა­ძე­ვა. ამის გამო მას ავ-გი­ორ­გი უწო­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სწო­რედ ამ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ქვეყ­ნის დაც­ვი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის ჩა­დე­ნილ გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბებს სი­სას­ტი­კედ მი­იჩ­ნე­ვენ, რო­მე­ლიც მტრე­ბი­სა და ორ­გუ­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. და­ვით მე­ო­თხე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის მებ­რძოლ მე­ფედ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ორ­გუ­ლებ­სა და მო­წი­ნაღ­მდე­გე­ებს არ ინ­დობ­და და მათ სა­თა­ნა­დოდ სჯი­და.

XI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს კლდე­კა­რის სა­ე­რის­თა­ვო წინ აღუდ­გა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ბრძო­ლას ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. 1093 წელს ლი­პა­რიტ ერის­თა­ვი გა­ნუდ­გა მე­ფეს. და­ვით­მა შე­ი­პყრო იგი და ცოდ­ვე­ბის მო­ნა­ნი­ე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორც ჩანს, ლი­პა­რიტ­მა ფიცი გა­ტე­ხა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფეს კვლავ გა­უ­ორ­გულ­და. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა 1094 წელს ისევ შე­ი­პყრო და 2 წლის პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ბი­ზან­ტი­ა­ში გა­ა­ძე­ვა, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. ამის შემ­დეგ კლდე­კა­რის სა­ე­რის­თა­ვოს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა რატი ლი­პა­რი­ტის ძე, რო­მე­ლიც წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მსგავ­სად სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა უკი­დუ­რეს ზო­მას მი­მარ­თა, 1103 წელს რატი ლი­პა­რი­ტის ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კლდე­კა­რის სა­ე­რის­თა­ვო გა­ა­უქ­მა და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს შე­უ­ერ­თა.

სი­ცო­ცხლის ბო­ლოს მე­ფემ და­წე­რა პო­ე­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი “გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი”, სა­დაც და­ვით მე­ო­თხე თავს ადა­რებს უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვის ჩამ­დენთ და გა­მოთ­ქვამს აზრს, რომ არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც მის სულს არ ამ­ძი­მებ­დეს. ის­ტო­რი­კო­სე­ბის თქმით, ამ ნა­წარ­მო­ებ­ში და­ვით­მა, რო­გორც ქრის­ტი­ან­მა მე­ფემ, თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი მო­ი­ნა­ნია და თქვა, რომ მეც თქვე­ნის­თა­ნა რი­გი­თი მოკ­ვდა­ვი ვარ და ღვთის წი­ნა­შე მეც ბევ­რი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცოდ­ვა მი­მი­ძღვის, მაგ­რამ მე ეს გა­ვა­კე­თე არა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არა­მედ ჩემი ქვეყ­ნი­სათ­ვი­სო”, – ამ­ბო­ბენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სას­ტი­კი ქმე­დე­ბით ასა­ხე­ლე­ბენ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ვაჟს, დე­მეტ­რე პირ­ველს, რო­მელ­მაც ზო­გი­ერთ ის­ტო­რი­კოსს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, სა­კუ­თა­რი შვი­ლი მო­ა­წამ­ვლი­ნა. დე­მეტ­რე პირ­ველს სა­კუ­თა­რი შვი­ლი, და­ვით მე­ხუ­თე აუ­ჯანყდა, ამი­ტომ დე­მეტ­რეს სა­მე­ფო ტახ­ტის და­ვი­თის­თვის დათ­მო­ბა მო­უ­წია. კერ­ძოდ, 1130 წელს დე­მეტ­რე I-ის უფ­როს­მა შვილ­მა და­ვით­მა იმის ში­შით, რომ დე­მეტ­რე I-ს უმ­ცრო­სი შვი­ლი გი­ორ­გი არ გა­ე­მე­ფე­ბი­ნა, შეთ­ქმუ­ლე­ბა მო­ა­წყო მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ფემ შე­ი­პყრო შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­თა­ვე­ე­ბი და­ვით დე­მეტ­რეს ძე და იო­ა­ნე აბუ­ლე­თის­ძე. შემ­დგომ­ში დე­მეტ­რე I-მა ივა­ნე აბუ­ლე­თის­ძე მო­აკ­ვლე­ვი­ნა, ხოლო მისი შვი­ლი სა­პყრო­ბი­ლე­ში და­ამ­წყვდია.

1154 წელს, და­ვით­მა კვლავ მო­ა­წყო შეთ­ქმუ­ლე­ბა, თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი და მე­ფის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე დი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­წე­ო­ბით დე­მეტ­რე I იძუ­ლე­ბით ბე­რად შე­ა­ყე­ნა და სა­მე­ფო ტახ­ტი თვი­თონ და­ი­კა­ვა. და­ვი­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (იგი მხო­ლოდ 6 თვეს მე­ფობ­და და ის­ტო­რი­კო­სე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მა­მამ შვი­ლი მო­ა­წამ­ვლი­ნა) დე­მეტ­რე პირ­ვე­ლი ბე­რო­ბი­დან გა­დად­გა და ტახ­ტი და­იბ­რუ­ნა. ამის შემ­დეგ ტახ­ტი ეკუთ­ვნო­და და­ვით მე­ხუ­თის შვილს, დემ­ნა ბა­ტო­ნიშ­ვილს, მაგ­რამ ტახ­ტზე დე­მეტ­რე პირ­ველ­მა თა­ვი­სი უმ­ცრო­სი ვაჟი გი­ორ­გი მე­სა­მე გა­ა­მე­ფა, რო­მელ­საც ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი თა­მა­რი ჰყავ­და. გი­ორ­გი მე­სა­მის წი­ნა­აღ­მდეგ დემ­ნა უფ­ლის­წუ­ლის სი­მამ­რი, იო­ა­ნე ორ­ბე­ლი გა­მო­ვი­და. მე­ფემ აჯან­ყე­ბა ჩა­ახ­შო, თა­ვად დემ­ნა უფ­ლის­წუ­ლი და­ა­სა­ჭუ­რი­სეს, რის გა­მოც ის და­ი­ღუ­პა.

გი­ორ­გი მე­ხუ­თე ბრწყინ­ვა­ლე – სა­ქარ­თვე­ლოს მეფე 1314-1346 წლებ­ში.

მან თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მონ­ღოლ­თა მომ­ხრე ერის­თა­ვე­ბი და ქარ­თვე­ლი თავ­კა­ცე­ბი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა. ის­ტო­რი­კო­სე­ბის თქმით, მე­ფემ ეს ნა­ბი­ჯი მხო­ლოდ ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სათ­ვის გა­დად­გა. ეს იყო მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რად­გან გი­ორ­გი მე­ფემ მონ­ღო­ლე­ბის მომ­ხმა­რე ერის­თა­ვე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­კა­ცე­ბი დარ­ბა­ზო­ბა­ზე მო­ტყუ­ე­ბით მი­იწ­ვია.

გი­ორ­გი მე­ხუ­თემ მო­ღა­ლა­ტე დი­დე­ბუ­ლე­ბი ცი­ვის მთა­ზე მი­იწ­ვია და ამო­წყვი­ტა. მეფე გი­ორ­გიმ იცო­და, რომ თუ ასეთ გა­დამ­ჭრელ ზო­მებს არ მი­ი­ღებ­და, ქვე­ყა­ნა­ში იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბო­და, რაც მთე­ლი ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სუ­ფევ­და. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, კა­ხე­თის ცი­ვის, ცივ­გომ­ბო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მარ­მა­რი­ლოს კვად­რე­ბით აგე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი ნან­გრე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, აქ იყო სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია. ანუ მე­ფემ მო­ღა­ლა­ტე­ნი თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­იწ­ვია. მა­თაც მი­ი­ღეს მიწ­ვე­ვა, ვი­ნა­ი­დან ვერ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, თუ რა მო­ე­ლო­დათ.

თე­ი­მუ­რაზ პირ­ვე­ლი – კა­ხე­თის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე.

მისი მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში ის­ტო­რი­კო­სე­ბი გა­მო­ყო­ფენ თე­ი­მუ­რაზ I-ისა და გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შო­რის 1626 წელს ბა­ზა­ლეთ­თან მომ­ხდარ ბრძო­ლას, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ბრძო­ლა­აა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ამ დღეს ბა­ზა­ლეთ­თან ქარ­თველ­მა ქარ­თვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა.

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის მის­წრა­ფე­ბამ ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და თა­ვად­თა და­მორ­ჩი­ლე­ბი­სა­კენ, თა­ვა­დე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათ შეძ­ლეს მტრო­ბა ჩა­მო­ეგ­დოთ გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე­სა და თე­ი­მუ­რაზ I-ს შო­რის, რო­მელ­საც არ მოს­წონ­და დიდი მო­უ­რა­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა ოს­მა­ლე­თის სულ­თან­თან და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მეფე-მთავ­რებ­თან. ქარ­თლში მომ­ხდა­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ირა­ნის შაჰ­მა აბას I-მა სცა­და და თე­ი­მუ­რაზ I-ს შე­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ამ გა­რე­მო­ე­ბამ კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა ურ­თი­ერ­თო­ბა თე­ი­მუ­რაზ­სა და სა­ა­კა­ძეს შო­რის. ბა­ზა­ლე­თის ბრძო­ლა­ში გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე და­მარ­ცხდა და ქვეყ­ნი­დან გა­და­იხ­ვე­წა.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი თე­ი­მუ­რაზ პირ­ვე­ლის, რო­გორც მე­ფის ქმე­დე­ბებს პო­ლი­ტი­კურ უმ­წიფ­რო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, რა­საც იმით ხსნი­ან, რომ მას თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში ამო­უ­წყვი­ტეს შვი­ლე­ბი, დე­და­მი­სი ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი კი აწა­მეს.

ერეკ­ლე მე­ო­რე – ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე 1762-1798 წლებ­ში.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი ერეკ­ლეს მე­ო­რის სას­ტიკ ქმე­დე­ბად 1765 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სას­ტი­კად დას­ჯას მი­იჩ­ნე­ვენ.

შეთ­ქმუ­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და მე­ფის მოკ­ვლას და ქარ­თლში ვახ­ტანგ მე­ექ­ვსის უკა­ნო­ნო ვა­ჟის, პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გა­მე­ფე­ბას. შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი (აბ­დუ­ლა-ბე­გის ძე), ქარ­თლის თა­ვა­დე­ბი: სახ­ლთუ­ხუ­ცე­სი დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი, მისი შვი­ლი ალექ­სან­დრე, ელიზ­ბარ თაქთა­ქიშ­ვი­ლი, გლა­ხა ცი­ციშ­ვი­ლი, დი­ა­სა­მი­ძე და სხვე­ბი. შეთ­ქმუ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ვინ­მე მარ­კო­ზაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში (მარ­კო­ზაშ­ვი­ლის დარ­ბა­ზი), სა­დაც ცხოვ­რობ­და პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. შეთ­ქმუ­ლე­ბა გას­ცა სამ­შვილ­დელ­მა გლეხ­მა და­თუ­ნა ფე­ი­ქარ­მა, რო­მელ­მაც ეს ამ­ბა­ვი აღ­სა­რე­ბის დროს გა­ან­დო მღვდელ ქრის­ტე­სი­ას. ერეკ­ლემ შეთ­ქმულ­ნი შე­ი­პყრო, სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა და თვი­თონ მომ­ჩი­ვა­ნის როლ­ში გა­მო­ვი­და. შეთ­ქმუ­ლე­ბი სას­ტი­კად და­სა­ჯეს: პა­ა­ტა და და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლებს თავი მოჰ­კვე­თეს, ელიზ­ბარ თაქთა­ქიშ­ვი­ლი ცე­ცხლში დაწ­ვეს; სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა­დას­ხვა სას­ჯე­ლი შე­უ­ფარ­დეს: ცი­ციშ­ვილს ენა მო­აჭ­რეს, დი­ა­სა­მი­ძეს ცალი თვა­ლი ამო­თხა­რეს, ალექ­სან­დრე ამი­ლახ­ვარს ცხვი­რი მოჰ­კვე­თეს და ფე­ხის ძარ­ღვე­ბი გა­და­უჭ­რეს და ა. შ.