6 ყველაზე ლამაზი წიგნის მაღაზია მსოფლიოში

368

წიგნები ბერვ ადამიანს უყვარს, რადგანაც მათი გადაშლით ერთბაშად სხვა სამყაროში ვინაცვლებთ. წიგნების საყიდლებიც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა. წარმოგიდგენთ მსოფლიოს რამდენიმე, ყველაზე შთამბეჭდავ მაღაზიას, სადაც სეირნობა არასდროს მოგბეზრდებათ.

#1 Boekhandel Dominicanen

მაასტრიხი, ჰოლანდია

წიგნის მაღაზია უნიკალურ, 700წლოვან ეკლესიაშია განთავსებული.

#2 Shakespeare and Company

პარიზი, საფრანგეთი

მსოფლიოს ყველაზე ისტორიული მაღაზია ინგლისური ლიტერატურის მოყვარულთათვის სამოთხეა.

#3 Livraria Lello

პორტო, პორტუგალია

ამბობენ, რომ როულინგმა “ჰარი პოტერის” წერისას ამ მაღაზიისგან მიიღო შთაგონება.

#4 Book and Bed

ტოკიო, იაპონია

ჰოსტელის ტიპის წიგნის მაღაზია, სადაც წიგნის თაროებს შორის ძილი შეგიძლიათ.

#5 El Ateneo Grand Splendid

ბუენოს-აირესი, არგენტინა

ოპერის თეატრი წიგნის მაღაზიად გადაკეთდა და ეფექტი გაოგნებულს დაგტოვებთ.

#6 El Pendulo

მეხიკო, მექსიკა

საოცარი ადგილი კიდევ უფრო საოცარი თაროებით.