6 ქვეყანა, სადაც 2019 წელს არ უნდა იმოგზაუროთ – გთავაზობთ საუკეთესო ალტერნატივას

292

6 ქვეყანა, სადაც 2019 წელს არ უნდა იმოგზაუროთ – გთავაზობთ საუკეთესო ალტერნატივას

1. ეგვიპტე და მაროკო

ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს რომ ეგვიპტეშიმოგზაურობა იქამდე გადადონ, სანამ ამ ქვეყანაში დაძაბულობის დონე არ შემცირდება.

ალტერნატიულ მიმართულებად კი აფრიკულ კონტინენტზე შეიძლება მაროკო განვიხილოთ, რომელიც კვლევების მიხედვით, მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყანად ითვლება.

2. ესპანეთი და სლოვენია

ესპანეთი დიდი ხანია ტურისტების საყვარელ ქვეყანად იქცა, მაგრამ ის ასევე იზიდავს არალეგალურ მიგრანტებს, რომლებსაც შეუძლიათ დასვენება გაგიფუჭონ.

თუ მაინცდამაინც ევროპაში გსურთ მოგზაურობა, მაშინ ყურადღება უნდა დაუთმოთ სლოვენიას.ის 2019 წლისთვის ტურიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში შედის. პლიაჟები კომფორტის დონის მიხედვით სულაც არ ჩამოუვარდება ესპანურს. ფასები კი საგრძნობლად უფრო დაბალია.

3. ესტონეთი და ფინეთი

მართალია, ესტონეთში სერიოზული უსიამოვნებები არ გელოდებათ, თუმცა, კვლევების მიხედვით, ის სულაც არ არის მოგზაურობისთვის იდეალური ქვეყანა. ტურისტები აქ ძალიან ადვილად შეიძლება შეეჩეხონ ჯიბის ქურდებს.

ფინეთი ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიის სათავეშია და თავგადასავლების სხვადასხვა სახეობები ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის უამრავია.

4. მექსიკა და კუბა

მექსიკაში მოგზაურობისას, უნდა გახსოვდეთ, რომ ქვეყნის უმეტესი ნაწილი არ არის რეკომენდებული ტურისტებისთვის.

თუ სურვილი გაგიჩნდათ სამოგზაუროდ ოკეანის იქით გაემგზავროთ, მაშინ შესანიშნავ ვარიანტად უსაფრთხოებისა და დასვენების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით შეიძლება იყოს კუბა.ტურისტების უსაფრთხოების დონე აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია კარიბის რეგიონში.

5. ტაილანდი და ვიეტნამი

ტაილანდი, სამწუხაროდ, ჯერ არ შედის მოგზაურობებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში. განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყო აქ მოტობაიკერებთან, რადგან ისინი არ იცავენ უსაფრთხოების წესებს.

მეზობელი ვიეტნამი – უფრო მშვიდი ადგილია ტურისტებისთვის. შესანიშნავი პლიაჟები, მომაჯადოვებული მთის პეიზაჟები და კულტურის უძველესი ძეგლები ყველაზე პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებენ ამ მეგობრულ ქვეყანაზე.

6. თურქეთი და ირანი

თურქეთში მოგზაურობა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო ტურისტებისთვის. მაგალითად, ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში, რომლებიც სირიასა და ერაყს ესაზღვრება, სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეხვალთ.

მეზობელი ირანი, ექსპერტების მონაცემთა მიხედვით, 2019 წელს, ყველაზე ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენს მოგზაურობისთვის. უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეობა, დაბალი ფასები და უგემრიელესი სპარსული სამზარეულო მილიონობით ტურისტს იზიდავს.