6 სასარგებლო რჩევა ცხოვრების უკეთ წასამართად

239

თუ თქვენ არ შეიცვლებითმაშინ მუდამ გექნებათ მხოლოდ ისრაც გაქვთ“, — ამბობს კორპორაცია «Jim Rohn International»-ის დამაარსებელი ჯიმ რონი.

მისივე თქმითეკონომიური სიძნელეები იწყება მაშინროდესაც იწყებთ ცხოვრებას პრინციპით: „ვაკეთო ნაკლები დამივიღო მეტი.“ 

ცხოვრების უკეთ წასამართად სასარგებლო რჩევები ამერიკელი ბიზნესმენისგან

1. იყავით პროდუქტიული


პირველი ნაბიჯი პროდუქტიულობაა. მერწმუნეთ, ბედნიერი ვერ იქნებით, თუ პროდუქტიული არ გახდებით. მნიშვნელოვანია, შექმნათ ამ სამყაროში რაიმე ღირებული. თავს აუცილებლად უკეთ იგრძნობთ, როცა პროდუქტიული გახდებით. ცხოვრებაც ღირებული და მნიშვნელოვანი გახდება.

2. დააფასეთ ურთიერთობები


შემდეგი ნაბიჯი კარგი მეგობრების ყოლაა. ჩამოაყალიბეთ მყარი ურთიერთობები თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან, რომლებმაც იციან ვინ ხართ და ასეთს გაფასებენ.. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ცხოვრებას „მე“ და „მხოლოდ მე“ გადმოსახედიდან. ამიტომაც, ასეთი ადამიანები, საბოლოოდ, მარტონი და უბედურები რჩებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ერთგული მეგობრების შეძენა და გრძელვადიანი, მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება. ადამიანები რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ, საბოლოოდ მარტოობით იხდიან სასჯელს.უბრალოდ ეცადეთ საქმე ისეთ ადამიანებთან დაიჭიროთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას პოზიტიური ენერგიით ავსებენ.

3. დააფასეთ თქვენი „ფესვები


უნდა იცოდეთ თქვენი კულტურა, მემკვიდრეობა, ენა და ისტორია. ეს ყველაფერი აყალიბებს საზოგადოებრივ და პიროვნულ თვითშეგნებას. აუცილებელია იცოდეთ თქვენი წინაპრების და მათი ღვაწლის შესახებ!

4.სულიერი ჯანმრთელობა


არ დაგავიწყდეთ თქვენს სულიერ მხარესაც მიხედოთ. არა აქვს მნიშვნელობა რის გჯერათ, აუცილებელია კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს სულიერებასა და რწმენაზე. არ დატოვოთ ეს რწმენა შეუსწავლელი. ეს არის ძლიერი ქვეყნის, ოჯახის და საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი.

5. აშენეთ შიდა წრე


შექმენით თქვენი საკუთარი წრე და ეცადეთ შთააგონოთ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რამოდენიმე მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრებიც შთაგაგონებენ თქვენ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების ძლიერი შიდა წრის ყოლა, დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს.
არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ფრთხილად იქცევით და როგორ ხვდებით თითოეულ შესაძლებლობას, თუ პრობლემას – ყოველთვის შეიძლება დამარცხდეთ! და როცა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდება, მშვენიერია ვიცოდეთ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან და ძალას მოგვცემენ. სხვა შემთხვევაში, ცხოვრება მხოლოდ ცივი და მარტოსული ადგილი იქნება. ხშირად ადამიანები ამ სიმართლეს ძალიან გვიან ამჩნევენ!

6. დათესეთ მარცვლები


ბოლოს მაინც ღმერთამდე მივდივართ. არ ვამბობ რომ ექსპერტი ვარ ამ საკითხში, მაგრამ არსებობს აზრი რომელიც მსურს გაგიზიაროთ. დააკვირდით, ღმერთი ამბობს „თუ მარცვალს დასთესთ, მე ხეს შევქმნი.“ რა საოცარი წესრიგია! ღმერთი არ ელის თქვენგან შექმნათ ხე, ის მხოლოდ მარცვლის თესვისკენ მოგვიწოდებს. ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომლის საფუძველზეც პიროვნული განვითარება და თვითგანათლება მუშაობს. თუ მარცვალს დასთესთ, ღმერთი მოგცემთ დანარჩენს… ღვთის წყალობით არსებობს ეს მშვენიერი სამყარო, თუმცა საჭიროა ჩვენი წვლილიც, რათა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს!

ჯიმ რონიწიგნიდან “ჩემი ფილოსოფია წარმატებული ცხოვრებისთვის.