6 გზა, რომლითაც თანამშრომლებს პატივისცემას დაანახებთ

257

ბიზნესის დაწყებისას მისთვის საჭირო ნებისმიერ დეტალს საკუთარ თავზე ვიღებთ ხოლმე. მენეჯერების დაქირავების შემთხვევაში კი მეტი დრო გვრჩება, ვიფიქროთ ამ ბიზნესის ზრდასა და გაფართოებაზე. არ არის მარტივი, საკუთარი წამოწყება სხვას ანდო, თუმცა, როდესაც პასუხისმგებლიან და ძლიერად მომუშავე, კომპეტენტურ ხალხთან გიწევთ თანამშრომლობა, ცუდის მოლოდინიც, შესაბამისად, მცირდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აუცილებელია, გუნდის წევრებს დაანახოთ, რომ პატივს სცემთ და შრომას უფასებთ.

წარმოგიდგენთ ექვს გზას, რომლითაც ამას მოახერხებთ:

იზეიმეთ პატარა გამარჯვებაც კი

მცირე მასშტაბის მოგება და მისი აღნიშვნა გუნდის წევრებს მოტივაციას უმაღლებს. არაფერი არ ახარებთ მათ ისე, როგორც ლიდერი, რომელიც სასიკეთო დეტალებს აუცილებლად ამჩნევს. მცირე გამარჯვებები სწორედ ისაა, რაც თანამშრომლებს დიდი გამარჯვებისკენ უბიძგებს და შთაგონებას აძლევს.

განუსაზღვრეთ მათ თქვენი კარიერული გეგმები

წარმატებული კომპანიების ლიდერები ფიქრობენ, რომ თანამშრომლების პატივისცემა მათთვის გეგმებისთვის ფარდის ახდითა და მომავალი გზის ჩვენებით იწყება. უფროსის მოვალეობაა, მიაღებინოს თითოეულ გუნდის წევრს მონაწილეობა კომპანიის ზრდასა და განვითარებაში, რათა შემდგომ, გამარჯვება ერთად იზეიმონ.

გამოიყენეთ შეთავაზებაზე დაფუძნებული სტიმულები

ფული ყველაფერი არ არის, თუმცა, გამორჩეულად მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისას, შეგიძლიათ, დამატებითი თანხითაც წაახალისოთ – ნუ დაგავიწყდებათ, ეს არც ერთ თანამშრომელს ვნებს. ფულის გარდა, მოიფიქრეთ ისეთი რამ, რითაც შეძლებთ თანამშრომლის მიერ გაწეული შრომის დაფასებასა და წახალისებას.

გადაანაწილეთ კომპანიის მოგება თანამშრომლებზეც

ნუ დაგავიწყდებათ, რომ კომპანიის შენებაში უდიდესი წვლილი აქვთ გუნდის წევრებს. იმისათვის, რომ თქვენი მადლიერება მათ დაანახოთ, აუცილებელია, კომპანიის მოგება მათზეც გადაანაწილოთ. ამ ყველაფრის შედეგად, ისინი იგრძნობენ, რომ კომპანიის ნაწილი არიან და მას ეკუთვნიან, შესაბამისად, მომდევნო საქმიანობასაც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

მიეცით მათ მეტი ანაზღაურებადი არასამუშაო დღე

თანამშრომლებიც ადამიანები არიან და ხშირად, შვებულების რამდენიმე კვირა არ ჰყოფნით, თავი დააღწიონ მთელი წლის რუტინას. მათთვის მეტი ანაზღაურებადი არასამუშაო დღის მიცემაზე ლიდერები ორი რამის გამო იკავებენ თავს: 1. ეს მათ გააზარმაცებთ, 2. სამუშაოს ამით ბევრი რამ დააკლდება. რეალურად კი ამგვარი ქმედება მათში ახალი სახის მოტივაციას გამოიწვევს, რომ დაბრუნებისთანავე მეტი გულისყურით მოეკიდონ საქმეს.

აღნიშნეთ და დააფასეთ თანამშრომლების შრომა კომპანიის შეხვედრებზე

არაფერი ისე არ ავსებს მოტივაციით ადამიანს, როგორც საჯაროდ ქება. სხვის თვალში მოპოვებული ავტორიტეტით ადამიანს ეძლევა შთაგონება, იმუშაოს მეტი და გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. იმისათვის, რომ ამას მიაღწიოთ, აუცილებელია მათ მიერ გამოწვეული სასიკეთო ცვლილებების აღნიშვნა კომპანიის მასშტაბურ შეხვედრებსა და თათბირებზე.