6 არაჩვეულებრივი წიგნი მოგზაურობაზე

191
OLYMPUS DIGITAL CAMERA

როცა სამოგზაუროდ არ მიდიხართ, მაგრამ ახალი შთაბეჭდილებები გსურთ, ან პირიქით, მიდიხართ და შთაგონებას ეძებთ…

1 „ჰავანა – პარადოქსების დედაქალაქი“
მარკ კურლანსკი

„ჰავანაში წინააღდეგობები ეს ცხოვრების სტილია. მოკლედ, თითქმის ყველა თანხმდება, რომ მეორე ასეთი ქალაქი მსოფლიოში არ არსებობს“ – წერს ამერიკელი მწერალი და ზუსტად იცის, რაზეც საუბრობს. სამეცნიერო პოპულარული წიგნების ცნობილი ავტორი 30 წლის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა კუბას, იწერდა ცვლილებებს, ინტერესდებოდა მისი ისტორიით, ესაუბრებოდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი დაუცხრომელი დაკვირვების, კირკიტის და გამჭრიახობის წყალობით, წიგნის კითხვისას ჰავანის ცხოვრების ნამდვილ რიტმს შევიგრძნობთ. ის სავსეა საინტერესო დეტალებით მზიან ქალაქზე.


2 „1 წელი პროვანსში“
პიტერ მეილი

ეს წიგნი ნამდვილი ჰედონიზმის და ფრანგული კოლორიტული პროვინციის მიმართ სიყვარულის გამომხატველი ჰიმნია. საინტერესოა, რომ პიტერი ეროვნებით ინგლისელია და არა ფრანგი, მაგრამ სწორედ მან გააცნო მთელ მსოფლიოს პროვანსი, სადაც ახლა ტურისტული ბუმი სუფევს. მეილის მშვენიერი წიგნი საფრანგეთის რეგიონის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს. ის იმდენად სიყვარულითაა დაწერილი, რომ დადებითი ემოციით მკითხველი მაშინვე იმუხტება. „1 წელი პროვანსში“ იდეალური ხერხია ამ ადგილის რიტმი შეიგრძნოთ.


3 „კომპასი“
მატიას ენარი

მუსიკოლოგი ფრანც რიტერი მძიმედაა ავად – ის ვენაში, თავის სახლში წევს და განვლილ ცხოვრებას იხსენებს. ფრანცის ორი მთავარი ვნება იდუმალი რიჟა გოგონა სარა და აღმოსავლეთში მოგზაურობა იყო. ჰალუცინაციები და მოგონებები ერთმანეთს ცვლიან და მკითხველსაც ფიქრთა კორიანტელში ამოგზაურებენ. აღმოსავლეთის ქალაქები წიგნში მთელი თავისი დიდებულებით ცოცხლდებიან. რომანი აუცილებლად ჩაგითრევთ.


4 “სტამბული. მოგონებების ქალაქი“
ორჰან ფამუქი


თუ სტამბულის შეყვარება ჯერ არ მოგისწრიათ, თურქი მწერლის ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თავის დროზე, ორჰან ფამუქს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც მიანიჭეს. ის სიყვარულითა და ლირიული სევდით გვიყვება ისტორიას თურქეთის დედაქალაქზე, მის ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ბედნიერებასა და ნაღველზე. „სტამბულის“ წაკითხვის შემდეგ მის მონახულებას აუცილებლად გადაწყვეტთ.


5 „გზაზე“
ჯეკ კერუაკი

ორი ასოციალური მეგობარი ამერიკაში მოგზაურობს და არაჯანსაღ, თუმცა შთამაგონებელ ცხოვრების წესს ეწევა. ერთმა იცის როგორ იცხოვროს, მეორემ იცის როგორ წეროს. „სინამდვილეში, ეს არის ისტორია ორ კათოლიკე მეგობარზე, რომლებიც ქვეყანაში დახეტიალობენ და ღმერთს ეძებენ“. ამ საკულტო ნაწარმოების კითხვისას მოამზადეთ ბლოკნოტი, რადგანაც ციტატების ჩაწერა აუცილებლად მოგინდებათ.


6 „3 ფინჯანი ჩაი“
გრეგ მორტენსონი

არაჩვეულებრივი ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძლია რიგით ადამიანს, რომელსაც სითამამის გარდა არაფერი აბადია, მსოფლიო შეცვალოს. წიგნის ავტორი მუშაობდა ექთნად, ათენებდა მანქანაში, გადაიტანა საყვარელი დის სიკვდილი და მიზნად დაისახა ყველაზე საშიში მთა დაელაშქრა. ექსპედიციაში, მხოლოდ და მხოლოდ, ადგილობრივი მაცხოვრებლების წყალობით გადარჩა. ცივილიზაციისგან მოწყვეტილ სოფელში მოხვედრისას აანალიზებს, რომ ბავშვები ოცნებობენ, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა სკოლაში ისწავლონ და გადაწყვიტავს სასწავლო პროცესი დააორგანიზოს.