5 რჩევა, თუ გსურთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვოთ

246

შეყვარება ნაწილობრივ ადვილი და ამავე დროს რთული პროცესია. გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, ნამდვილი სიყვარულის პოვნაში.

1. არ შეგეშინდეთ გულის ტკენის

რა შეიძლება ყველაზე საშინელება დაგემართოთ? სევდამ მოგიცვათ? ეს მხოლოდ დროებითია და სამუდამოდ არ გაგრძელდება. ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც მიიღებთ ამად ნამდვილად ღირს.

2. არ დააწესოთ ზედმეტად მაღალი სტანდარტები

არ ჰკრათ ხელი იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი უკეთ გაცნობა სურთ. დროთა განმავლობაში ყველა ამჟღავნებს საკუთარ თავს. არ მისცეთ თქვენს შიშს საშუალება, უარი თქვათ ისეთ ადამიანებზე, რომლებზეც მხოლოდ ზედაპირული შეხედულებები გაქვთ.

3. ყველაფერს სხვების მაგალითთან ნუ დააკავშირებთ

ყველა ადამიანის გამოცდილება ურთიერთობაში ინდივიდუალურია. ნუ შეხედავთ სამყაროს სხვისი გადმოსახედიდან. ის, რაც სხვასთან არ ამართლებს, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთანაც მარცხს განიცდის. რჩევები მიიღეთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ მათ განხორციელებას გადაწყვეტთ.

4. მიენდეთ თქვენს გულს

გულის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი ბევრად უფრო დასამახსოვრებელი, ემოციური და საინტერესოა. ცხოვრება სწორედ ასეთი მომენტებისგან შედგება. ზოგჯერ საჭიროა, რომ გონების მიერ ნაკარნახევი უკანა მხარეს გადაწიოთ და მხოლოდ გულს მიენდოთ,

5. არ იფიქროთ ბევრი

რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილების მიღება მცირე დროში ბევრად უფრო რთულია თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტი ფიქრი ყველაფერს აფუჭებს. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ არაფრის მომცემ ფიქრებსა და ეჭვებში გაფლანგოთ დრო.