5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

373
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. თქვენი გულმოდგინება და შრომისუნარიანობა კოლეგების გაოცებას გამოიწვევს. ეს დღე მოულოდნელობებითაა სავსე. სიზმარი ოთხი დღის შემდეგ აგიხდებათ.

კურო
სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. არსებობს ფულის დაკარგვის ან დაუგეგმავი ხარჯვის რისკი. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მომგებიანი შეკვეთა ხელიდან გაუშვათ. ეცადეთ, დაგროვილი საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ და დღესვე დაასრულოთ. პრობლემები შინაგანი თავისუფლების მოპოვებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარი სიყვარულს დაუთმეთ. ხელსაყრელი დროა ქორწინებისთვის. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც ღრმა და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. თამამად იარეთ ბედთან შესახვედრად.

ტყუპები
მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც დილიდან განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში თათბირი ან საქმიანი შეხვედრა არ დანიშნოთ. ემოციური დაძაბულობის გამო, კოლეგებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან წყლის პროცედურები უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული და ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

ლომი
ეს დღე ზნეობრივ განწმენდას, ლოცვასა და მონანიებას განასახიერებს. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფთა მიმართა გამოვლენილი აგრესია, წყენა და დომინირების სურვილი თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.

ქალწული
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან შემცირებულია, ამიტომ დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დანიშნავთ. ემოციური ფონის გამო, კოლეგებთან და პარტნიორებთან შეთანხმება გაგიჭირდებათ. არსებობს ფინანსური ზარალის ან გაუთვალისწინებელი ხარჯის ალბათობა.

სასწორი
ცოდნის მიღებისა და ზნეობრივი განწმენდის დღეა. ეცადეთ, ყველანაირი აგრესია გამორიცხოთ. ამ დღეს ერიდეთ ავეჯის გადაადგილებას, სარისკო ავანტიურებს, დოკუმენტებზე ხელის მოწერას, ავტომობილის სწრაფად ტარებას, ხისა და ყვავილების მოჭრას. გირჩევთ, ეკლესიაში წახვიდეთ ან მთელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი
ამ დღეს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ ავადმყოფობა თავისით არ გაქრება. კრიზისი რომ დაძლიოთ კიდეც, მოსალოდნელია მძიმე გართულებები. აკონტროლეთ საკუთარი ფიქრები, რომლებიც თქვენს მოქმედებას მართავს.

მშვილდოსანი
ეს დღე ხასიათის ცვლილებასა და ილუზიებს უკავშირდება. ვარსკვლავების არაკეთილსაიმედო განლაგება მუშაობაში მოსალოდნელი შეცდომებისა და ფინანსური ზარალის შესახებ გაფრთხილებთ. შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. გამორიცხული არაა, რომ თქვენი სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მდგომარეობა სერიოზულად შეირყევა. ნუ ინერვიულებთ, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეცადეთ, საკუთარ შესაძლებლობებს კრიტიკულად შეხედოთ და ახალ გარემოებებს შეეგუოთ.

თხის რქა
ამ დღეს ერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, სარისკო ქმედებებსა და ნებისმიერ ცდუნებას. მიუტევეთ, აჩუქეთ და მიიღეთ საჩუქრები და თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით. ეს დღე ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად უნდა გაატაროთ.

მერწყული
ხელსაყრელი დღეა წარსულის გააზრებისთვის. სულიერი და ზნეობრივი განწმენდა ოჯახში სიმშვიდესა და კეთილდღეობას მოგიტანთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

თევზები
ამ დღეს გიჭირთ საკუთარი პოზიციის თანამოაზრეებამდე მიტანა. ეცადეთ, სინდისთან კომპრომისზე არ წახვიდეთ. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით და განვლილ ცხოვრებას კარგად გაიაზრებთ. ერიდეთ ხმაურიან თავყრილობებსა და სპირტიან სასმელებს.