5 გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

384

თანამედროვე ცხოვრების ტემპი საკმაოდ სტრესულია. ამიტომ, დამღლელი კვირის ბოლოს რელაქსაცია ყველას აუცილებლად გვჭირდება. პარალელურად კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც უნდა მოვასწროთ. ამის საუკეთესო საშუალება გამაჯანსაღებელი პროცედურებია, რომლებიც თან რელაქსაციაში გვეხმარება და თან ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც სასიკეთოა. მათ შორის არის რამდენიმე ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნო პროცედურა:

1. წყალქვეშა მასაჟი

ფოტო: Giphy

წყალქვეშა მასაჟი სტრესული კვირის ბოლოს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. მისი ძირითადი კომპონენტი, როგორც მიხვდით, წყალია, რომელიც გვირილისა და ევკალიპტის ექსტრაქტებითა და ზღვის მარილით არის გაჯერებული. ამ ყველაფერს დამამშვიდებელი, სურნელოვანი ეფექტი აქვს და რაც ყველაზე მთავარია, მოცემული საშუალება ჭარბი წონის წინააღმდეგაც გამოიყენება.

2. გოგირდის აბანოები

ფოტო: Giphy

გოგირდის აბანოები საქართველოში უცნობი ნამდვილად არ არის. თუმცა იცოდით, რომ ის კუჭ-ნაწლავის, გულისა და სისხლძარღვების დაავადებებთან გასამკლავებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა? ამას გარდა მიწისქვეშა წყლები აძლიერებს იმუნიტეტსაც და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

3. მშრალი გაჭიმვა

სტრესის დასაძლევად, არც მეტი არც ნაკლები, შეგიძლიათ მშრალი დაჭიმვის ხერხსაც მიმართოთ: სხვა ხერხებთან შედარებით მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კუნთების სპაზმის მოხსნაში გეხმარებათ და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას აუმჯობესებს. გამოდის, მისი რამდენიმე ერთი პროცედურაც კი მომავალი კვირის დავალებებთან შესაჭიდებლად სრულად ახალი ენერგიით აგავსებთ.

მთავარი ექიმი – მშრალი გაჭიმვა

➡ დაჭიმვა ერთ-ერთი სამკურნალო მეთოდია, რომელიც გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების სამკურნალოდ, ან უბრალოდ გასაუმჯობესებლად. კვირას, 19:20 და 20:00 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში გავა მთავარი ექიმის ორი გადაცემა. ?ბალნეოლოგური კურორტი -თბილისი SPA

Posted by მთავარი ექიმი on სამშაბათი, 18 დეკემბერი, 2018

4. შარკოს შხაპი

ფოტო: Giphy

ბავშვობაში სარწყავი მილებით ალბათ ყველას გიწუწავიათ. შარკოს შხაპსაც დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს: თქვენი გაგრილებისა და რელაქსაციის. თუმცა, “წუწაობისგან” განსხვავებით მას უამრავი სამკურნალო თვისება ახასიათებს: ცენტრალური ნერვული სისტემის გაჯანსაღება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწყობრში მოყვანა, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგება, ტვინისა და ხერხემლის ფუნქციონირების გაუმჯობესება და სხვა. ამასთან, ის ქრონიკულ დაღლილობასაც ხსნის და შესაბამისად თქვენთვის ენერგიული კვირის გარანტიაა.

და ბოლოს

5. ტალახის მასაჟი ცხელი ქვებით

ფოტო: Mariam Sargsyan

ვულკანური ცხელი ქვები და ტალახი დაძაბული კუნთების მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. ამ პროცედურას ძირითადად გაწმენდითი ეფექტი აქვს, თუმცა ამავდროულად სისხლ-ძარღვებსაც ავარჯიშებს და რაც მთავარია გამოიყენება სტრესის მოსახსნელად.

მთავარი ექიმი – ტალახისა და ცხელი ქვების მასაჟი

➡ ვულკანური ცხელი ქვების და ტალახის საუკეთესო კომბინაცია, რომელიც, უზრუნველყოფს: ყველა დაძაბული კუნთის მოდუნებას, აქვს გაწმენდითი ეფექტი და ასევე, ავარჯიშებს სისხლ-ძარღვებს. რაც მთავარია, საუკეთესო საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. კვირას, 19:20 და 20:00 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში გავა მთავარი ექიმის ორი გადაცემა. ?ბალნეოლოგური კურორტი -თბილისი SPA

Posted by მთავარი ექიმი on სამშაბათი, 18 დეკემბერი, 2018