3 რამ, რასაც ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობაში ვერასოდეს აიტანენ

140
3 რამ, რასაც ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობაში ვერასოდეს აიტანენ
3 რამ, რასაც ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობაში ვერასოდეს აიტანენ

რას ვერ აიტანენ ზოდიაქოს ნიშნები პარტნიორთან ურთიერთობაში: 

ვერძი

პირველი – ვერ იტანთ, როცა ადამიანი გაურკვეველ მინიშნებებს გაძლევთ. 
მეორე – ბრაზდებით, როცა თქვენს შეტყობინებებს არ პასუხობენ. 
მესამე – ვერ აიტანთ პარტნიორს, რომელსაც ცვალებადი განწყობა აქვს. 

კურო

პირველი – არაფერი გაქვთ საერთო მანიპულატორ ადამიანთან. 
მეორე – ვერ იტანთ, როცა პარტნიორები ერთმანეთზე ეჭვიანობენ. 
მესამე – ღიზიანდებით, როცა პარტნიორი თქვენს პირად სივრცეში იჭრება. 

ტყუპი

პირველი – გული გწყდებათ, როცა ხვდებით, რომ ახლობელი რაღაცას გიმალავთ. 
მეორე – თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ, როცა გებულობთ, რომ პარტნიორი გატყუებდათ. 
მესამე – არ იქნებით იმ ადამიანის გვერდით, ვინც ალკოჰოლთან მეგობრობს. 

კირჩხიბი

პირველი – გული გტკივათ, როცა პარტნიორი საერთო გეგმების განხორცილებაზე უარს გეუბნებათ. 
მეორე – ვერ იტანთ ლოდინს, როცა ადამიანი ძალიან აგვიანებს. 
მესამე – ღიზიანდებით, როცა პარტნიორი თქვენს სტატუსს ოფიციალურად არ აღიარებს. 

ლომი

პირველი – არ გინდათ, როდისმე პარტნიორის ღალატის შესახებ გაიგოთ. 
მეორე – კატეგორიულად არ გსურთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს. 
მესამე – ვერ აიტანთ პარტნიორს, რომელიც მუდმივად წვეულებებზე დაგათრევთ. 

ქალწული

პირველი – არ იქნებთ იმ ადამიანის გვერდით, ვინც ზარმაცია. 
მეორე – ვერ იტანთ პარტნიორს, რომელსაც მიზანი და აწყობილი ცხოვრება არა აქვს. 
მესამე – გაღიზიანებთ ბინძური (მეტყველებით და ჰიგიენით) ადამიანები.

სასწორი

პირველი – ვერ იტანთ ფეთქებად და მოუთმენელ ადამიანებს. 
მეორე – ითრგუნებით, როცა გარშემო მყოფები ნეგატივსა და პესიმიზმს აფრქვევენ. 
მესამე – გაღიზიანებთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც თქვენს კონტროლს ცდილობენ. 

მორიელი

პირველი – ვერ აიტანთ მომაბეზრებელ პარტნიორს. 
მეორე – ვერ მოითმენთ, როცა საყვარელი ადამიანი საკუთარებად გთვლით და მბრძანებლურად გექცევათ. 
მესამე – გაღიზიანებთ, როცა ვიღაც პრობლემის მოსაგვარებლად აგრესიას მიმართავს. 

მშვილდოსანი

პირველი – ყველაზე მეტად უპატივცემულობა გაღიზიანებთ გარშემო მყოფებში. 
მეორე – დაშორდებით ადამიანს, რომელიც არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს და ბოდიშს არ იხდის. 
მესამე – ვერ იტანთ, როცა ახლობლები საკუთარ უსიამოვნებაში გარშემო მყოფებს ადანაშაულებენ. 

თხის რქა

პირველი – გაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ინფორმაციულ ერაში თანამედროვე ტექნოლოგიებს არ აღიარებენ. 
მეორე – თქვენ და პირფერები მტრები ხართ. 
მესამე – ატანა არ გაქვთ იმ ადამიანების, რომლებიც ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებენ სოციალურ ქსელებს. 

მერწყული

პირველი – ვერ აღიქვამთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გაკონტროლებას ცდილობენ. 
მეორე – ცდილობთ, გაეცალოთ ფსიქოლოგიურ მანიპულატორებს. 
მესამე – სამუდამოდ ამოშლით თქვენი ცხოვრებიდან ადამიანს, რომელიც მიზანმიმართულად გატყუებთ. 

თევზები

პირველი – თავს უხერხულად გრძნობთ მბრძანებელი ადამიანების გარემოცვაში. 
მეორე – ვერ იტანთ ადამიანებს, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს სამყაროს განმგებლები არიან ან ასეთებად გრძნობენ თავს. 
მესამე – თქვენთვის მნიშვნელოვანია სერიოზულ ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ, ზედაპირულ ადამიანებს არ ეკარებით.