25 ნაკლებადცნობილი ფაქტები ბიოლოგიური განსხვავებების შესახებ ქალებსა და კაცებს შორის

113

25 ნაკლებადცნობილი ფაქტები ბიოლოგიური განსხვავებების შესახებ ქალებსა და კაცებს შორის.

გენური დაცვა
ჩვილების უმეტესობა, რომლებიც იბადებიან თანდაყოლილი დეფექტით არიან კაცები. თუკი გენური დეფექტი აქვს ქალს, მას მაინც აქვს X-ქრომოსომის კიდევ ერთი კოპია.

ვენების დიამეტრი
როგორც წესია კაცებს ვენები უფრო მეტი აქვთ.

აუტიზმი – კაცური დაავადება
იმის შანსი რომ მამრობითი სქესის ბავშვი იქნება აუტისტი 4-ჯერ მეტია, ვიდრე მდედრის.

განსხვავებული შუბლები
ქალებს როგორც წესია აქვთ უფრო მაღალი შუბლი. კაცებს როგორც წესია აქვთ უფრო დაქანებული შუბლი.

წონა
კაცებს როგორც წესია ცხიმი უგროვდებათ ორგანოებს შორის. ქალს ის უგროვდება უფრო მუცლის გარშემო, ამიტომაც ლიპოსაქცია ქალებზე უფრო მარტივად კეთდება.

წამწამების სიგრძე
უცნაურია, მაგრამ კაცების წამწამების სიგრძე უფრო მეტია.

თითების სიგრძე
ქალის საჩვენებელი თითი როგორც წესია უფრო გრძელია, ვიდრე არათითი. კაცების შემთხვევაში ეს პირიქითაა.

მიტოქონდრიული დაავადებები
მხოლოდ ქალებს შეუძლიათ გადასცენ მიტოქონდრიული დაავადებები თავიანთ შთამომავლობას.

ენაბლუობა
იმის შანსი, რომ კაცები იქნებიან ენაბლუები 3-დან 10-ჯერ მეტია.

სმენის დაკარგვა
მართალია ორივე სქესის წარმომადგენლები ერთნაირი სიხშირით კარგავენ სმენას, მაგრამ კაცებს უჭირთ მაღალი ხმების გაგონება, ხოლო ქალებს კი უფრო დაბალი ხმების გაგონება.

ფერთგრძნობა
ქალები უფრო კარგად განასხვავებენ სხვადასხვა ფერების ელფერს, ვიდრე კაცები.

სისხლის მიმოქცევა
სისხლის მიმოქცევა უფრო თანაბრად ნაწილდება კაცების ორგანიზმში. ქალების შემთხვევაში სისხლის მიმოქცევა მიმდინარეობს უფრო ძირითადი ორგანოების გარშემო.

თირკმლის მუშაობა
დაახლოებით 1000 გენი არის დაკავშირებული თირკმელთან, რომლებიც განუსხვავდებიან ქალებსა და კაცებს, სწორედ ამიტომ ორივე სქესი განსხვავებული სიჩქარით “ამუშავებს” ალკოჰოლსა და წამალს.

სახის ფორმა
ქალებს როგორც წესია აქვთ უფრო ფართე სახე, ვიდრე კაცებს.

თავისქალის ფორმა
კეფის ძვალი კაცებს უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ქალებს.

ყბა
კაცის ყბის ძვალი უფრო მძიმეა, ვიდრე ქალის.

IQ
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კაცებს ახასიათებთ IQ-ს უფრო სტანდარტული გადახრები. პრესამ ეს თემა მაშინვე აიტაცა და ამით ახსნა ის ფაქტი, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების და გენიოსების უმეტესობა არიან კაცები.

სუნთქვა
ქალები როგორც წესია თავიანთი ენერგიის უმეტესობაბულობენ აერობული სუნთქვისგან, ხოლო კაცები კი ანაერობული სუნთქვისგან.

თვალების ფორმა
ქალების თვალების ზედა მხარე უფრო ბასრია, ვიდრე კაცების.

მხედველობა
ქალებს აქვთ უფრო განვითარებული პერიფერიული მხედველობა, ვიდრე კაცებს. ითვლება, რომ ამას არ აქვს ევოლუციური წარმომავლობა (მონადირეები შემგროვებლების წინააღმდეგ).

გულის სიმპტომები
გულის შეტევების დროს კაცები განიცდიან “კლასიკურ” სიმპტომებს, როგორებიცაა ტკივილი გულის და ყბების არეში. ქალებს ახასიათებთ უფრო სხვაგვარი სიმპტომები.

სისხლის შემადგენლობა
ქალის სისხლი შეიცავს უფრო მეტ სისხლს და 20%-ით ნაკლებ ერითროციტებს.

გონებრივი სამუშაოს თვისებები
მართალია ქალის ტვინი უფრო კარგად ერგება ბევრ სხვა დავალებას, მაგრამ კაცის ტვინი უფრო ორიენტირებულია გარშემო სივრცის შესწავლაზე.

დაავადებები
ქალებს როგორც წესია უფრო ადვილად უვითარდებათ ძვალკუნთოვანი სისტემების დაავადებები, განსაკუთრებით კი ორსულობის პერიოდში.

სიკვდილის მიზეზები
კაცები უფრო დიდი რაოდენობა იღუპება ყველა სხვა დაავადების შედეგად, სარძევე ჯირკვლის კიბოს, რეპროდუქციული სისტემების დარღვევის და კეთილთვისებიან კიბოს გარდა.