2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

221

ვაღიაროთ, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ჩვენთვის კარიერა და მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანის ცხოვრებაში პირველ ადგილს მაინც სიყვარული იკავებს. ყვითელი ღორი გვირჩევს წელს პირად სფეროში ინიციატივა გამოვიჩინოთ. 

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვერძს კარგი ამბები ელის წინ: წელს სიყვარულს აუცილებლად იპოვით, მაგრამ მოულოდნელად. ასე რომ ნუ მოახდენთ ყველა თაყვანისმცემლის იგნორს და ნუ ცდილობთ ორივე “ვარიანტის” შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ ღირსეულ პარტნიორს გამოტოვებთ. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას, რათა მუდმივად იყოთ ფორმაში. დაოჯახებულ ვერძს ელის ჰარმონიული პერიოდი თავის მეორე ნახევართან ერთად. ეს არის იდეალური პერიოდი ბავშვის გაჩენისთვის. 

კურო
რჩევა კუროს: საკუთარი თავი და ემოციები გააკონტროლეთ. ეს არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ პირად ცხოვრებაში წესრიგი დაამყაროთ. შეეცადეთ დაივიწყოთ მოკლევადიანი რომანების, ან ღალატის შესახებ და არ იყოთ ეჭვიანი. ქორწილის გადახდის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება პარტნიორთან ერთად დასასვენებლად სადმე შორს წახვიდეთ. არსებობს იმის რისკი, რომ ოჯახურ იდილიას ვინმე შეუშლის ხელს. დაოჯახებულმა კურომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან დისტანციის დაცვაა აუცილებელი. თქვენს გარშემო ბევრი შურიანი ადამიანია.

ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშანს წელს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. მთავარია, მან სწორი არჩევანი გააკეთოს. თუ ოჯახის შექმნას დააპირებთ, ღორი ნამდვილ იდილიას შეგიქმნით.

კირჩხიბი
ბევრი თაყვანისმცემელი კირჩხიბსაც ეყოლება, მაგრამ ჰორიზონტზე იდეალურ პარტნიორს ის დიდი ალბათობით ვერ დაინახავს. 2019 წელს ყველაფერი თქვენს ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას. აღსანიშნავია, რომ ღორი თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც გააკონტროლებს. რჩევა დაოჯახებულ კირჩხიბს: შეეცადეთ პარტნიორთან უფრო გულწრფელი იყოთ. იმოგზაურეთ, დაივიწყეთ პრობლემების შესახებ და აჩუქეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა იყოთ ბედნიერი. 

ლომი
ლომს ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაგრამ წელს მას გაუჩნდება სურვილი გააბას გრძელვადიანი რომანი. იყავით გულწრფელი, უსმინეთ არა ნათესავებს, არამედ საკუთარ ინტუიციას. დაოჯახებულ ლომს პარტნიორი მეორედ შეუყვარდება. ზოდიაქოს ამ ნიშნის მეორე ნახევარს ლომის რომანტიკულობა გააოცებს.

ქალწული
ქალწული მუდმივად იდეალური პარტნიორის ძიებაშია. თუ ის ამ პროცესის შესახებ ცოტა ხნით მაინც დაივიწყებს, აუცილებლად იპოვის ღირსეულ ადამიანს. ამასთან, ასტროლოგები გირჩევენ სიფრთხილე გამოიჩინოთ. რჩევა დაოჯახებულ ქალწულს: დაუთმეთ დროის მაქსიმუმი ოჯახს და არ გაცვალოთ ის მოკლევადიან რომანზე. შედეგად დაკარგავთ ოჯახს, შეყვარებული კი, დიდი ალბათობით გაიქცევა. 

სასწორი
ასტროლოგები გირჩევენ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და უფრო გამბედავი იყოთ. დაფიქრდით სამომავლო პერსპექტივებზე. ეს არის იდეალური დრო ოჯახის შესაქმნელად. იარეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ნუ ატარებთ თავისუფალი დროის მაქსიმუმს სახლში.

მორიელი
დაივიწყეთ ყოფილი პარტნიორების შესახებ. დიდი ალბათობით, წელს გაიცნობთ სიმპათიურ და შეძლებულ ადამიანს. ასტროლოგები გირჩევენ პრიორიტეტებს გადახედოთ და პირად ცხოვრებას დაუთმოთ დრო. დაემშვიდობეთ, ცოტა ხნით მაინც, შინაგან დემონებს, გამოიჩინეთ ტაქტის, მოთმინების უნარი. დრო იდეალურია მოგზაურობისთვის. 

მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშნის გარშემო ბევრი კონკურენტია, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც გაიმარჯვებს. შეეცადეთ იყოთ დიპლომატიური, ქარიზმატული და ცოტათი ცბიერიც კი. რჩევა დაოჯახებულ მშვილდოსანს: გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად, რათა ყურადღების ნაკლებობამ არ შეგაწუხოთ.

თხის რქა
თხის რქა მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის. ასეთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრება დალაგდება და ის ნამდვილ სიყვარულს იპოვის. სურვილის არსებობის შემთხვევაში, მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს იმიჯი, ან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდეს. 

მერწყული
თუ მერწყულს სურს იპოვოს ნამდვილი სიყვარული, მან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ბედისწერის ნიშნებს. სიყვარული თქვენს ცხოვრებაში ეტაპობრივად შემოვა. მაგალითად: მეგობრული ურთიერთობა ულამაზეს რომანში გადაიზრდება. მთავარია მომენტი არ გამოტოვოთ. რაც შეეხება დაოჯახებულ მერწყულს, მზად იყავით ეჭვიანობისთვის პარტნიორის მხრიდან. 

თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშანს რომანტიკა და ორმხრივი სიყვარული ელის წინ. ამასთან, თავიდან გეგონებათ, რომ ახალი ურთიერთობა უპერსპექტივოა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ამ ეჭვების შესახებ დაივიწყებთ. დაოჯახებულ თევზებს 2019 წელი ბევრ ახალ შთაბეჭდილებას ჰპირდება.