2018 წლის 10 ყველაზე გამორჩეული და სკანდალური ქორწილი!

405

ზოგიერთი დაგეგმილი, მაგრამ მაინც სკანდალური იყო, ზოგი – მოულოდნელი და შოკისმომგვრელი, თუმცა ეს ამ წყვილების არჩევანია და ისღა დაგვრჩენია, ბედნიერება ვუსურვოთ, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ…

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი
19 მაისი

ეს იყო წლის მთავარი ქორწილი არა მხოლოდ თავისი მასშტაბებით, არამედ ისტორიულადაც. ამერიკელი მსახიობი, ჩვეულებრივი, შერეული ოჯახის წარმომადგენელი, განქორწინებული, კათოლიკე და საქმროზე უფროსი – წარმოუდგენლად შეუფერებელი პატარძალი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის. გასულ საუკუნეში მეგან მარკლზე ქორწინებისთვის პრინც ჰარის სამეფო ტახტზე უარის თქმა მოუწევდა… მაგრამ 2018 წელს მეგანი ჰერცოგინია და დიდი ბრიტანეთის სიამაყე გახდა. 2018 მათი წელი იყო!

ივარ მაუნტბატენი და ჯეიმს კოილი
22 სექტემბერი

გასული წელი ნამდვილად რევოლუციური აღმოჩნდა მატრიმონიალური ტრადიციების მქონე ბრიტანეთის მონარქიისთვის. შემოდგომაზე 55 წლის ივარ მოუნტბატენმა, ელიზაბეტ მეორის ბიძაშვილმა, თავის პარტნიორზე ჯეიმს კოილზე იქორწინა. ეს პირველი ერთსქესიანთა ქორწინებაა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში. დედოფალმა თანხმობა განაცხადა ამ ქორწინებაზე, მაგრამ არც თავად და არც მისი შვილები და შვილიშვილები ცერემონიალზე არ მივიდნენ. სასიძო საკურთხევლამდე ყოფილმა ცოლმა, პენელოპა ტომპსონმა მიაცილა, რომელთანაც ლორდს სამი ქალიშვილი ჰყავს.

კვენტინ ტარანტინო და დანიელა პიკი
29 ნოემბერი

მან ეს გააკეთა! 55 წლის რეჟისორი, როგორც იქნა, დაემშვიდობა მარტოხელას ცხოვრებას. ამ სულით ხორცამდე ბერბიჭას საკურთხეველთან მიყვანა ისრაელელმა მომღერალმა დანიელა პიკმა შეძლო. შეყვარებულებმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს, როცა კვენტინმა თელ-ავივში თავისი ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“ ჩაიტანა.

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი
1-ლი დეკემბერი

გასული წლის ყველაზე კაშკაშა ქორწილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აგვისტოში 36 წლის ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა და 25 წლის ამერიკელი მომღერალი ნიკ ჯონასი მუმბაიში დაინიშნნენ, ზამთრის დასაწყისში, ასევე, ინდოეთში მათ რამდენიმე საქორწინო წვეულება გამართეს – ქრისტიანული და ინდუსური ტრადიციებით.

ვენსან კასელი და ტინა კუნაკი
23 აგვისტო

2-წლიანი რომანის შემდეგ 51 წლის ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი 21 წლის მოდელზე ტინა კუნაკიზე დაქორწინდა. ახალგაზრდა ცოლი, სულ რაღაც, 7 წლითაა უფროსი ვენსანის ქალიშვილზე, რომელიც მას ყოფილი მეუღლისგან, მონიკა ბელუჩისგან ჰყავს.
საინტერესოა, რომ კუნაკიმ დიდხანს არ იცოდა, რომ საქვეყნოდ ცნობილ მსახიობს ხვდებოდა, მისი არცერთი ფილმი არ ჰქონდა ნანახი!

კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი
18 სექტემბერი

გაჰყვა რა მილიარდერს ცოლად, სუპერმოდელი კარლი კლოსი არა მარტო ყველაზე მდიდარი ამერიკელების კლანის ნაწილი გახდა, არამედ პრეზიდენტის ოჯახსაც დაუნათესავდა. მისი ახალგაზრდა ქმრის უფროსი ძმა, 37 წლის ჯერარდ კუშნერი დონალდ ტრამპის მრჩეველიცაა და მისი სიძეც – კუშნერი დაქორწინებულია პრეზიდენტის ქალიშვილ ივანკაზე. კუშნერების ოჯახი ძალიან რელიგიურია და ივანკა ტრამპმა ქორწილამდე ინდუიზმი მიიღო. კარლი კლოსმაც შეიცვალა რელიგია.

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი
13 სექტემბერი

მომღერალმა და მოდელმა საიდუმლოდ მოაწერეს ხელი ნიუ-იორკის სასამართლოში. ბიბერის ქორწინების ამბავმა მისი ყოფილი საცოლე, მომღერალი სელენა გომესი ნერვულ შეტევამდე მიიყვანა. წყვილი მრავალწლიანი რომანის შემდეგ მარტში დაშორდა, უკვე სექტემბერში კი ჯასტინი ჰეილი ბოლდუინზე დაქორწინდა.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი
23 ივნისი

მსახიობებმა სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი, სადაც შეყვარებულ წყვილს განასახიერებდნენ. ეკრანული რომანი რეალურში გადაიზარდა! ხმები იმის შესახებ, რომ მსახიობები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, ოღონდ კიტმა და როუზმა ეს ინფორმაცია 2016 წელს დაადასტურეს.

მეთიუ ლუისი და ანჯელა ჯონსონი
28 მაისი

28 წლის მსახიობი, ჰარი პოტერში ნევილ ლონგბოტომის როლის შემსრულებელი, გაიზარდა, დავაჟკაცდა და თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა. მეთიუს რჩეული წვეულებების ორგანიზატორი ანჯელა ჯონსონია. შემოდგომაზე, 2-წლიანი რომანის შემდეგ, წყვილმა იტალიაში, ქალაქ პორტოფინოში იქორწინა.

რიკი მარტინი და ჯოან იოსეფი
10 იანვარი

2018 წლის დასაწყისში 46 წლის რიკი მარტინმა და 33 წლის მხატვარმა ჯოან იოსეფმა ურთიერთობა დაარეგისტრირეს. დაადასტურა რა ქორწინება, რიკი მარტინმა პირობა დადო, რომ ხმაურიან წვეულებას თავის სამშობლოში – პუერტო-რიკოში მოაწყობდა.