2018 წლის მსოფლიოს 8 ყველაზე გახმაურებული ამბავი, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება

162

2018 წელი სავსე იყო გახმურებული, დასამახსოვრებელი მოვლენებით, აღმოჩენებით. თვალი გადავავლოთ გასული წლის 8 ყველაზე ხმაურიან ამბავს, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება.

1. ნობელის პრემია მედიცინაში – 2018 წელს მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის პრემია ჯეიმს ელისონსა და ტასუკუ ჰონზუს გადასცეს. მათ გამოიგონეს კიბოს თერაპია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ის, თუ რა აძლიერებს ადამიანის ორგანიზმში სიმსივნეს, რამაც მათ ეფექტური თერაპიის შექმნის საშუალება მისცა.

2. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი – ფილმი „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“(Avengers: Infinity War) 2018 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი იყო. ამ დროისთვის ფილმი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის ის მეოთხე ადგილს იკავებს და მხოლოდ „ავატარს“, „ტიტანიკსა“ და „ვარსკვლავურ ომებს“ ჩამორჩება.

3. იანი, თუ ლოურენი? – სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრი კიდევ ერთხელ ორად გაიყო ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ, როცა კაბის ფერზე ვერ შევთანხმდით. ბლოგერმა ქლოე ფელდმანმა „ტვიტერის“ საშუალებით ადამიანებს აუდიოჩანაწერი შესთავაზა და იკითხა, რა ესმოდათ ჩანაწერში – იანი, თუ ლოურენი. ეს ერთგვარი აკუსტიკური ილუზიაა და ადამიანებს წარმოთქმული სიტყვა სხვადასხვაგვარად გვესმის, თუმცა რატომ ხდება ასე, ამას ექსპერტები ახსნას ვერ უძებნიან. ფაქტია, რომ ამ კითხვამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია და მთელი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტუალური იყო.

4. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი – რა თქმა უნდა, 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ერთთვიანი სპორტული დაპირისპირება. ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

5. პირველი ფოტო მარსიდან – 2018 წლის 26 ნოემბერს ნასას მიერ მარსზე გაგზავნილმა სპეციალურმა აპარატმა წარმატებით გამოგზავნა დედამიწაზე მარსზე გადაღებული პირველი ფოტოები, ასევე აუდიო ჩანაწერი, სადაც „მარსის ხმაური“ იყო ჩაწერილი. ჩანაწერში ისმის ქარის ხმა. მარსზე გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე კი ყინულის კრატერია აღბეჭდილი.

6. წამყვანმა მოდის სახლებმა უარი თქვენს ცხოველთა ტყავისა და ბეწვის გამოყენებაზე – მათ შორისაა, „ვერსაჩე“ და „შანელი“.

7. 2018 წლის ქორწილები – 2018 წელს ქორწილების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი და პომპეზური დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ქორწილი იყო. ასევე, 2018 წელს დაქორწინდნენ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი, დაქორწინდა გვინეტ პელტროუ, ჰიუ გრანტი, კვენტინ ტარანტინო, მაილი საირუსი და ლიამ ჰემსუორთი.

8. 2018 წლის ბავშვები – შვილები შეეძინათ ევა ლონგორიას, კირსტენ დანსტს, ჯესიკა ჩესტეინს, რეიჩელ მაკადამსს, ქლოე კარდაშიანს, ქაილი ჯენერს. ასევე, კიდევ ერთი შვილი შეეძინათ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს.