17 ხერხი, რომელიც უფრო საინტერესო პიროვნებად გაქცევთ

441
17 ხერხი, რომელიც უფრო საინტერესო პიროვნებად გაქცევთ
17 ხერხი, რომელიც უფრო საინტერესო პიროვნებად გაქცევთ

იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოთ, სულაც არაა აუცილებელი, იყოთ მილიარდერი, კომპანიის ხელმძღვანელი ან თუნდაც ასტრონავტი. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ. თუმცა ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს. 

სოციალური ონლაინგამოკითხვების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინტერნეტგვერდ Quora-ზე დასმულ შეკითხვაზე: “როგორ გავხდე უფრო საინტერესო პიროვნება?” ასობით ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე საინტერესოებს:

1. შეიძინე ახალი უნარები

ახალი უნარები დაგეხმარებათ გახდეთ საჭირო სხვა ადამიანებისათვის. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის უნარი, ვებდიზაინით დაწყებული, ჭრა-კერვით დასრულებული. ადამიანები უფრო საინტერესოდ აღგიქვამენ, თუ შეგეძლებათ მათ ბევრ რამეში დაეხმაროთ. 

2. იყავით ცნობისმოყვარე

ყოველთვის იყავით ახლის ძიებაში და ეცადეთ, შეიძინოთ ახალი და მრავალმხრივი გამოცდილება. ამ გზით თქვენ შეიძენთ ცოდნას, რომელიც უფრო საინტერესოს გაგხდით სხვებისათვის. 

3. ისწავლეთ, როგორ მოყვეთ ისტორია საინტერესოდ

თქვენ შეიძლება ფლობდეთ საინტერესო ინფორმაციასა და გამოცდილებას, თუმცა, თუ მათ საინტერესოდ ვერ გადმოსცემთ, ამით ხალხი არ დაინტერესდება. გამოცემის მიხედვით, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ კარგად მოყვნენ ისტორიები, ქალებისათვის უფრო მიმზიდველები არიან. 

4. ყოველთვის გქონდეთ მზად 3 კარგი ამბავი, რომელსაც სხვებს გაუზიარებთ

სახალისო და საინტერესო ამბების სპონტანურად მოფიქრების ნიჭი ძალიან სასარგებლოა. თუმცა, თუ ეს არ შეგიძლიათ, სჯობს წინასწარ მოიფიქროთ რამდენიმე საინტერესო ამბავი, რომლებსაც შესაბამის სიტუაციაში მოჰყვებით. 

5. მოუსმინეთ და უთანაგრძნეთ (თუ თანაუგრძნეთ) სხვებს

დეილ კარნეგის ცნობილი ნაშრომის – “როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ხალხზე”, ვკითხულობთ: ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს და ეცადეთ, ჩაწვდეთ მათ მოტივებსა და მოქმედებებს. ეს დაგეხმარებათ მათთან დაახლოებაში და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათზე გავლენას მოიპოვებთ, რადგან ხალხი უახლოვდება მათ, ვინც ყურადღებით უსმენს. 

6. დასვით კარგი შეკითხვები

როდესაც გარკვეული სახის შეხვედრაზე იქნებით, ნუ ეცდებით, ბევრი ისაუბროთ საკუთარ თავზე. ამის ნაცვლად დაუსვით ხალხს კარგი და მარტივი შეკითხვები მათ შესახებ. ამასთანავე, ყურადღებით მოუსმინეთ მათ პასუხებს. საღამოს შემდეგ თქვენ მათში საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ. 

7. ყოველთვის თქვით ის, რასაც ფიქრობთ

ნუ მოგერიდებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საზოგადოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოა. 

8. მიჰყევით თქვენს ინტერესებს

ნუ ეცდებით, ხელოვნურად დაინტერესდეთ ისეთი თემებით, რომლებიც თქვენთვის საინტერესო არაა. პირიქით, ეცადეთ, მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოთ თქვენი ინტერესის სფეროს. 

9. იკითხეთ ბევრი

თუ თქვენ გაქვთ საკმარისი დრო და ფული, რომ იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო და შეიძინოთ მრავალმხრივი გამოცდილება, ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გირჩევთ, ბევრი იკითხოთ და ამ გზით შეიცნოთ უცხო კულტურა თუ ისტორიული პერიოდები. 

10. იყავით უფრო პოზიტიურები

ეცადეთ, სამყაროს უფრო პოზიტიურად უყუროთ და ხშირად იხუმროთ. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც პოზიტიურები არიან, ქალებისათვის უფრო მიმზიდველები და საინტერესოები არიან. 

11. გაატარეთ დრო საინტერესო ხალხთან

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის აზრით, თუ თქვენს კომპანიაში დასაქმებულთა უმეტესობა მოსაწყენი ადამიანია, დროთა განმავლობაში თქვენც მათი მსგავსი გახდებით, რადგან გარშემომყოფთა ემოციური ფონი თქვენს განწყობაზეც აისახება. იგივე ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ გარშემო ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანი გეყოლებათ. 

12. საფუძვლიანად ჩაუღრმავდით კონკრეტულ სფეროს

შეიძლება თქვენ ბევრი სხვადასხვა რამ გაინტერესებდეთ და ყველაფრის შეცნობა გინდოდეთ, თუმცა სჯობს, მთელი თქვენი არჩევანი ერთ კონკრეტულ სფეროზე შეაჩეროთ და მთელი ძალისხმევა მას დაუთმოთ. ამგვარად თქვენ გახდებით რომელიმე დარგის სპეციალისტი და საზოგადოების ყურადღებას დაიმსახურებთ. 

13. მიმართეთ იმპროვიზაციას

საუბრის დროს მიმართეთ იმპროვიზაციას, რამაც შესაძლოა დახვეწოს თქვენი საკომუნიკაციო უნარები. რაც უფრო ხშირად შეიცვლით ინტონაციას და დახვეწთ მანერებს, ხალხი უფრო ყურადღებით მოგისმენთ და საუბრის შემდგომ დაამახსოვრდებით. 

14. იყავით განსაკუთრებული

ეცადეთ, ყოველთვის იყოთ განსაკუთრებული და უჩვეულო. მართალია, ყველას არ შეუძლია დაამყაროს გინესის რეკორდი ან გამოიგონოს რაიმე, თუმცა, ეცადეთ, გაიხსენოთ უჩვეულო და საინტერესო ამბები, მაგალითად, თუ გიცხოვრიათ უცხო ქვეყანაში, გაქვთ უჩვეული ჰობი და სხვა. 

15. ხაზი გაუსვით თქვენს ინდივიდუალიზმს

ეცადეთ, გამოირჩეოდეთ სხვებისგან რაიმე მახასიათებელი ნიშნით, იქნება ეს ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა თუ სხვა. აღსანიშნავია, რომ ადამიანებიც არ განირჩევიან სხვებისგან, მოსაწყენები არიან. 

16. იყავით ღია და გახსნილი

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ მის ქმარს ყველა მოსაწყენად და უღიმღამოდ აღიქვამდა, თუმცა სინამდვილეში ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, საინტერესო მისწრაფებებით. მისი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არ საუბრობდა საკუთარ თავზე სხვებთან. ასე რომ, თუ თქვენ თავად არ ისაუბრებთ საკუთარ თავზე, ვერავინ მიხვდება, რამდენად საინტერესო ადამიანი ხართ. 

17. გქონდეთ ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში მყოფ განსხვავებულ ადამიანებთან

თუ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები საინტერესოდ არ აღგიქვამენ, სჯობს, სცადოთ, იპოვოთ ისეთი გარემო, სადაც თქვენით დაინტერესდებიან. შეხვდით ახალ ხალხს, გაიჩინეთ ახალი მეგობრები სრულიად სხვა სფეროდან და შეიძინეთ ახალი გამოცდილება. საბოლოოდ კი, მერწმუნეთ, იპოვით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გაფასებენ და მათთვის საინტერესო ხართ.