13 სერიალი, რომელსაც 2019 წელს განსაკუთრებულად ველოდებით

115

2019 წელს დიდ ეკრანზე უამრავი საინტერესო ფილმი გამოდის, თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნება ეს წელი ტელევიზიისთვისაც.

რა თქმა უნდა, ველოდებით ძველ, ჩვენთვის საყვარელ სერიალებს, ამასთანავე ვიცით, რომ ბევრ შოუსთან მოგვიწევს გამომშვიდობება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი შოუებით არ გაგვანებივრებენ სხვადასხვა კომპანიები.

წარმოგიდგენთ იმ 13 ახალ სერიალს, რომლის პრემიერაც სწორედ 2019 წელს შედგება.

The Act

არხი – Hulu

პრემიერის თარიღი – 20 მარტი

მთავარ როლში – პატრისია არკეტი

სიუჟეტი: სერიალის თითოეული სეზონი განსხვავებულ კრიმინალურ ისტორიას მოგვითხრობს. პირველი სეზონი კი 2015 წელს მისურის შტატში მომხდარ საზარელ ისტორიაზე მოგვითხრობს, როდესაც შვილმა დედა მოკლა.

Black Monday

არხი – Showtime

პრემიერის თარიღი – 20 იანვარი

მთავარ როლებში – რეჯინა ჰოლი, დონ ჩიდლი

სიუჟეტი: სერიალი მოგვითხრობს 1987 წლის 19 ოქტომბერზე, რომელიც ისტორიაში შავი ორშაბათის სახელით შევიდა.

Catch-22

არხი – Hulu

პრემიერის თარიღი – 2019 წლის გაზაფხული

მთავარ როლებში – ჯორჯ კლუნი, ჰიუ ლორი, ჯანკარლო ჯანინი

სიუჟეტი: სერიალის სიუჟეტი ჯოზეფ ჰელერის რომანის Catch-22 ეკრანიზაცია იქნება და ექვს ეპიზოდს გააერთიანებს. სიუჟეტი იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

Central Park 5

არხი – Netflix

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – ფელისიტი ჰოფმენი, ვერა ფერმიგა

სიუჟეტი: Central Park Five გვიყვება რეალურ ამბავს ხუთი ფერადკანიანი თინეიჯერის შესახებ, რომლებსაც გაუპატიურების იმ საქმეს დააბრალებენ, რომლებიც სინამდვილეში მათ ეს არ ჩაუდენიათ. სიუჟტი გვიყვება ამბავს 1989 წლის გაზაფხულიდან, როდესაც თითოეული მათგანი პირველად დაიკითხა ინციდენტის შესახებ, 2014 წლამდე – როდესაც ისინი გაათავისუფლეს.

Fosse/Vernon

არხი – FX

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – მიშელ უილიამსი, სემ როკველი

სიუჟეტი: სერიალი, Fosse, 8 ეპიზოდიანი იქნება და ის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორის, ბობ ფოსისა და ასევე გავლენიანი მსახიობისა და ქორეოგრაფის, გვენ ვერდენის რომანტიკულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

Good Omens

არხი – Amazon

პრემიერის თარიღი – 2019 წლის გაზაფხული (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – დევიდ ტენანტი, მაიკლ შინი, ჯონ ჰემი, ფრენსის მაკდორმანდი

სიუჟეტი: სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, როდესაც კაცობრიობას უდიდესი სამსჯავრო ელის და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. თუმცა ბიბლიური სიუჟეტის განვითარებას ხელს ერთი ანგელოზი და დემონი უშლიან.

Les Miserables

არხი – BBC

პრემიერის თარიღი – 14 აპრილი

მთავარ როლებში – ლილი კოლინზი, დომინიკ ვესტი, ოლივია კოლმანი

სიუჟეტი: სერიალი ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანის, საბრალონისეკრანიზაციაა

The Mandalorian

არხი – Disney Plus

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – პედრო პასკალი, ჯინა კარანო, ნიკ ნოლტი, ვერნერ ჰერცოგი

სიუჟეტი: ვარსკვლავური ომების სპინოფი Mandalorian თავებზე მონადირის ისტორიას მოგვიყვება

Modern Love

არხი – Amazon

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – ეჰ ჰეთეუეი, ტინა ფეი, დევ პატელი, კეტრინ კინერი, ენდი გარსია,

სიუჟეტი: სერიალის სიუჟეტი ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთ სტატიას ეფუძნება. შოუს პირველ სეზონში ათი სერია იქნება, თითოეულის ქრონომეტრაჟი კი 30 წუთია.

Roger Ailes

არხი – Showtime

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – რასელ ქროუ, ნაომი უოთსი

სიუჟეტი: ახალი შოუ Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის გარშემო ვითარდება, რომელის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

Top Of the Morning

არხი – Apple

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, სტივ კარელი

სიუჟეტი: სერიალი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანების შესახებ მოგვითხრობს.

Watchmen

არხი – HBO

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლებში – ჯერემი აირონსი, რეჯინა კინგი, დონ ჯონსონი, ტიმ ბლეიკ ნელსონი, ენდრიუ ჰოვარდი

სიუჟეტი: Watchmen მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიქსების სერიაა. კომიქსისგან განსხვავებით, HBO-ს სერიალში მოქმედება თანამედროვე დროში ხდება.

The Witcher

არხი – Netflix

პრემიერის თარიღი – 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)

მთავარ როლში – ჰენრი კავილი

სიუჟეტი: ისტორიის მთავარი გმირი ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი არაერთი მუტაციის შემდეგ განვითარებული აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები.