13 მარტივი ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

377

როცა ლუდი გინდა, მაგრამ ბოთლს ვერ ხსნი, რადგან გასახსნელი არ გაქვს, პროდუქტი გიფუჭდება იმიტომ, რომ მაცივარში ადგილი აღარაა, მეგობრებთან ერთად პიკნიკზე ხარ და ცეცხლის დასანთებად ხმელ ფიჩხს ვერ პოულობ – ნაცნობი სიტუაციებია, არა?!

დიახ, დღეს იმ ყოველდღიურ დაბრკოლებებს გავიხსენებთ, რომლებიც ყველას გვქონია და რომელთა გადალახვა კრეატიული აზროვნების გარეშე არ გამოგვდის.

ნახეთ 12 მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს:

1. თუ ლუდი გინდა და გასახსნელი არ გაქვს, ბოთლის ძველი თავსახური გამოიყენე

ფოტო: reddit.com

2. პატარა საყინულე გაქვს? ფარში ასე შეფუთე და დიდ ადგილს დაზოგავ

3. სარჭი კი დაგეხმარება, რომ მაცივარში მეტი პროდუქტი მოათავსო

4. ძაბრით ალუბლის კურკების გამოცლა უმარტივესია

5. ერთად შეკარი კალმები და ფანქრები, რომლებსაც ხშირად არ ხმარობ, სხვები კი ზემოდან დაადე

6. გადაჭრილი ბოთლი ზეთის ცხელი შხეფებისგან დაგიცავს

7. მანქანაში ზეთის ჩასამატებლად სახრახნისი გამოგადგება

ფოტო: reddit.com

8. ხმელ ფიჩხს ვერ პოულობ? არა უშავს, ხრაშუნა ჩიფსი ცეცხლის დასანთებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

ფოტო: hackable

9. ღილებს ფრჩხილების ლაქი გადაუსვი და არასდროს დაგეკარგება

ფოტო: pinterest

10. თმის სამაგრით შეკრული ყურსასმენი აღარასდროს გაიხლართება

11. ტენისის ბურთი შუაზე გადაჭერი და უნივერსალური ნივთი, რომელსაც გასაღებების, წერილების ან ფანქრის მოსათავსებლად გამოიყენებ, მზად არის

ფოტო: Pinterest

12. ლურსმნის დასაჭედებლად სარჭი გამოიყენე და შენი თითები აღარ დაზიანდება

ფოტო: pinterest

13. თუ ბოსტნეულის დასაჭრელად ადგილი არ გაქვს, გამოაღე უჯრა და დაადე ზედ დაფა