12 პროდუქტი, რომელიც არ უნდა მიირთვათ საუზმეზე

127
12 პროდუქტი, რომელიც არ უნდა მიირთვათ საუზმეზე
12 პროდუქტი, რომელიც არ უნდა მიირთვათ საუზმეზე
ამ ჩამონათვალში ნივრისა და ჩიფსების აღმოჩენა, ალბათ, არ გაგიკვირდებათ. თუმცა, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ყავაზე, რომლის გარეშე ადამიანების უმეტესობა დილას, უბრალოდ, ვერ ფხიზლდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ზოგიერთი კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ზოგიერთი ტუტე ბალანსს არღვევს, ზოგი კი ისეთი დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიცაა დიაბეტი და გასტრიტი. გაიგეთ, რომელია ასეთი პროდუქტები და მოერიდეთ მათ მიღებას უზმოზე.

1. ციტრუსი

თუკი უზმოზე ფორთოხალს, მანდარინსა და ლიმონს მიირთმევთ, შესაძლოა, ორგანიზმში ალერგიისა და გასტრიტის პროვოცირება მოახდინოთ. ამიტომ, სანამ ჭიქა ციტრუსის ფრეშს მიიღებს, სასურველია, შვრიის ფაფა მოიმზადოთ.

2. ბანანი

ამ სიაში ბანანი მხოლოდ იმ მიზეზით მოხვდა, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ამ ხილის უკონტროლოდ მიღება მშირე კუჭზე კალცისა და მაგნიუმის ბალანსის დარღვევას იწვევს.

3. უმი ბოზტნეული

უმი ბოსტნეული შეიცავს მჟავებს, რომლებიც ძალიან სწრაფად აღიზიანებს კუჭის გარსის ლორწოს. ამირომ, დილიდან მიღებული პამიდორი, კიტრი ან კომბოსტო რთული მოსანელებელია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებს.

4. იოგურტი

შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ ამ ჩამონათვალში იოგურტის აღმოჩენამ, მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ უზმოზე ორგანიზმს არაფერში სჭირდება იოგურტის ბაქტერიების მიღება. ამიტომ, უზმოზე მიღებული იოგურტიდან მიღებული სარგებელი ნულის ტოლია. სასურველია, ეს პროდუქტი მიიღოთ საუზმიდან ორი-სამი საათის შემდეგ ან ვახშმის დროს. ზოგადად, რძის პროდუქტის დილიდან მიღება რეკომენდებული არ არის.

5. ტკბილი კარტოფილი

უზმოზე მიღებული ჩიფსები იწვევს კუჭის სიმძიმეს და შებერილობას. ზუსტად იმ სიმპტომებს, რომლებზეც ფერმენტული პრეპარატების რეკლამებშია საუბარი.

6. ცივი სასმელები

უზმოზე ცივი წყლის მიღება სასარგებლოა – გვარწმუნებენ სპეციალისტები, მაგრამ ბუნებრივია, არ იგულისმხება ყინულიანი ან მაცივრიდან გამოღებული წყალი, რადგან ამგვარად დილიდან შევუშლით ხელს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებას. უმჯობესია ცივი სასმელები თბილი, ოთახის ტემპერატურის წყლით ჩაანაცვლოთ. დილას მიღებული წყლის პროცესი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორად მუშაობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უზმოზე ცივი სასმელების მიღება ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევის პროვოცირებასაც იწვევს.

7. ტკბილეული

ტკბილეულის მავნებლობის შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა, ამ პროდუქტის უზმოზე მიღება ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საზიანოა. სხეულის გაღვიძებისთანავე პანკრეასი ვერ გამოყოფს საჭირო რაოდენობის ინსულინს, რაც შემდეგ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას. შედეგად კი ვითარდება შაქრის დიაბეტი და ხშირ შემთხვევაში, თვალების ტკივილი.

8. ყავა

ბევრს (ისევე, როგორც მე) ვერ წარმოუდგენია დილა ყავის გარეშე, თუმცა, თუკი საკუთარი ჯანმრთელობა გაღელვებთ, მოგიწევთ უარი თქვათ ამ ჩვევაზე, რადგან დილი ყავა აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის გარსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და იწვევს გასტრიტს.

9. ხორცი

ეს საკმაოდ მძიმე პროდუქტია, განსაკუთრებით დილიდან, როდესაც ორგანიზმს, ენერგიის მომარაგებამდე არ შეუძლია გაუმკლავდეს ცილების ასეთ რაოდენობას. ამიტომ, რთული ცხოველური ცილების მიღება სასურველია სადილზე.

10. სწრაფი საუზმე

სწრაფად მოსამზადებელი ხლოპები შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, რაც სისხლში შაქრის დონეს წარმოუდგენელი სისწრაფით ამაღლებს. შედეგად, სადილის დროს იქნებით „მგელივით“ მშიერი და დანაყრებას ვერ იგრძნობთ. ეს კი დროთა განმავლობაში გამოიწვევს წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასე რომ ნუ ენდობით რეკლამებს და მიიღებთ მხოლოდ ჯანსაღი და სასარგებლო საკვები.

11. ძეხვიანი ბუტერბროდი

ძეხვეულისა და ლორის შემადგენლობაში უამრავი მავნე კომპონენტია, ზოგიერთი მათგანი კი კანცეროგენული ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სიმსივნური უჯრედების განვითარებას. განსაკუთრებით მავნებელია ამგვარი პუტერბროდების მიღება უზმოზე, როდესაც ცარიელი კუჭი უბრალოდ, მზად არ არის ამგვარი ქიმიური შეტევისთვის.

12. ნიორი

უმჯობესია არ ისაუზმოთ ნივრიანი კერძებით. ნიორი შეიცავს ნივთიერება ალიცინს, რომელიც აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსა და კუჭს. შედეგად კი ირთვევა ამ ორგანოების აქტივობა და არ გამოირიცხება გასტროსპაზმიც.