12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

324

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შესანიშნავი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. მერკურის მფარველობა თქვენს ფინანსურ მდგომარეობას რამდენადმე გააუმჯობესებს. გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც დღევანდელი გეგმების შესრულებას შეაფერხებს.

კურო
შენდობის, მიტევებისა და შეცდომების აღიარების დღეა. ახლობლებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებთ. გახსოვდეთ, კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ გულახდილი საუბრით არის შესაძლებელი. მოსალოდნელია მომგებიანი წინადადება, მაგრამ სანამ დასთანხმდებით, ყველანაირი რისკი უნდა გამორიცხოთ. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს და დახმარების იმედი ნუ გექნებათ.

ტყუპები
კრიტიკული დღეა, რომელიც გარემოცვის ტრანსფორმაციასა და ცდუნების დაძლევას უკავშირდება. კომერციული ოპერაციის დაწყებამდე ეცადეთ, რისკისგან თავი დაიზღვიოთ. ამ დღეს როგორც არასდროს, ისე გმართებთ თავშეკავება და მოთმინება. ერთი შეხედვით მომგებიანი წინადადება შემოსავალს არ მოგიტანთ. პირიქით, შეიძლება ყველაფერი ერთად დაკარგოთ.

კირჩხიბი
დაძაბული დღეა. ეძებეთ საკუთარი პოზიციების გამყარების საშუალება, გამოიჩინეთ ინიციატივა და პრინციპულობა. ხელსაყრელი დღეა სახლის მოწესრიგებისთვის.

ლომი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და მგზავრობისგან და მთელი დღე ოჯახს, სახლსა და დასვენებას მიუძღვენით. თავი შეიკავეთ სახლისა და აგარაკის რემონტისგან, რადგან მოსალოდნელია შეცდომები და ტრავმები. ამ დღის მოვლენა თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად გააანალიზოთ ისინი.

ქალწული
შენდობის, პატიებისა და შეცდომების აღიარების დღეა. სანამ გარიგებას დასთანხმდებით, ეცადეთ, ყოველგვარი რისკი გამორიცხოთ და საკუთარი მოქმედებები სწორად შეაფასოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ. მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარი მოვალეობების შესრულებას. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

სასწორი
კრიტიკული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ნუ ენდობით ცრუ დაპირებებს და თავი შეიკავეთ არაფრისმომცემი საუბრებისგან. გირჩევთ უფროსთან საუბრისას მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი პოზიციები ბოლომდე დაიცვათ.

მორიელი
გრძელვადიანი გეგმებისა და მსოფლმხედველობის კორექტირების დღეა. გადახედეთ პარტნიორებთან და უფროსთან ურთიერთობას. შესაძლოა, ყველაფრის რადიკალურად შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ – დაწყებული გარეგნობიდან, დამთავრებული საკუთარი შინაგანი სამყაროთი.

მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა, რომელიც გარემოცვის ტრანსფორმაციასა და ცდუნების დაძლევას უკავშირდება. დღეს, როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ თავშეკავება და გამძლეობა – დიდი რისკია, რომ ყველაფერი დაკარგოთ.

თხის რქა
ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარი მოვალეობების შესრულებას. სასიყვარულო პაემანმა შეიძლება იმედგაცრუებული დაგტოვოთ. მოსალოდნელ კონფლიქტს მხოლოდ გულახდილი საუბრით მოაგვარებთ.

მერწყული
ცვლილებების დღეა, რომელიც დაგანახებთ, რამდენად შეიცვალა თქვენი მდგომარეობა ცხოვრების ყველა სფეროში. ნუ დაკარგავთ საკუთარი გეგმების რეალიზაციის თუნდაც უმცირეს შანსს. ნუ ელით დახმარებას და მხოლოდ საკუთარი ცოდნის, ინტუიციისა და გათვლების იმედი გქონდეთ.

თევზები
ამ დღეს ენერგიის მოჭარბებას გრძნობთ. თქვენი მიზანსწრაფულობა პოზიტიურად აისახება მუშაობის შედეგებზე, რაც სანუკვარი ოცნების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ, საკუთარი მომხიბვლელობა კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად გამოიყენოთ. შვილების წარმატება და მიღწევები გაგახარებთ.