ინდოეთი ტურისტებისთვის გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა, რომელიც თავისი მრავაფლეროვნებითა და სილამაზით, უძველესი კულტურით აღგვაფრთოვანებს და მოგზაურების უმეტესობას ის აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიაში შეჰყავს.

ვნახოთ ინდოეთის ის 10 მთავარი ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.

1. აგრა – აგრაში მდებარეობს ინდოეთის სავიზიტო ბარათი, ლეგენდარული ტაჯ მაჰალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა და მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახლავთ.ეს უნაკალური, თვალწარმტაცი და უძველესი შენობაა, რომელიც დღემდე იწვევს გაკვირვებასა და აღფრთოვანებას. აგრა ინდოეთის დედაქალაქიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და თუ ინდოეთში მოგზაურობას გეგმავთ, ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ინდოეთი


2. კოჩი – კოჩი ინდოეთში ტურისტული თვალსაზრისით პოპულარული ადგილია. ტურისტულად განსაკუთრებით აგვისტოდან-თებერვლამდე პერიოდია დატვირთული. აქ იმართება უამრავი ფერადი ფესტივალი. ამ ქალაქს დღესასწაულებისა და ზეიმის ქალაქსაც კი უწოდებენ.


3. ჰაიადარაბადი – ეს უძველესი ქალაქია, სადაც ძველ დროში ბრილიანტებითა და მარგალიტებით ვაჭრობის ცენტრი ყოფილა. ქალაქი ახლა ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის ცენტრია. აქ განთავსებულია ისტორიული ძეგლები. ქალაქი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით და ყოველივეს გათვალისწინებით, ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის.


4. ჯაიპური – კიდევ ერთი უნიკალური ადგილი ინდოეთში, რომელსაც ვარდისფერ ქალაქსაც უწოდებენ. ის რაჯასტანის რეგიონში მდებარეობს და თუ ინდოეთში მოგზაურობას გეგმავთ, პირველ რიგში, სწორედ ჯაიპურს ესტუმრეთ. აქ ნახავთ ულამაზეს და უნიკალური არქიტექტურის მქონე ქალაქის სასახლეს. დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს, რომელიც შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს და ნამდვილი ინდოეთის გემოს შეგაგრძნობინებთ.


5. ჩენალი – საუკეთესო პერიოდი ვიზიტისთვის ნოემბრიდან თებერვლამდეა. ნახავთ ისტორიულ, თვალწარმტაც ადგილებს, დატკბებით ულამაზეს სანაპიროზე სეირნობით და გაეცნობით ინდოეთის კულტურას. წარსულისა და თანამედროვე კულტურის შერწყმა ამ ქალაქში ყველაზე მეტად იგრძნობა, რაც ტურისტებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია.


6. ბანგალორი – ეს ბაღებისა და პარკების ქალაქია. ის ცნობილია სასწავლებლებითა და კვლევითი ინსტიტუტებით. ინდოეთში ის ყველაზე უფრო თანამედროვე ქალაქია – მეტროთი, თანამედროვე რესტორნებით, კაფეებით და ამ ყველაფერთან იდეალურადაა შერწყმული წარსული. აქ ნახავთ ძველ ტაძრებსა და სასახლეებს. ინდოეთი


7. მუმბაი – ადამიანებს შორის კლასობრივი, სოციალური განსხვავება ამ ქალაქში ყველაზე მძაფრად იგრძნობა. აქ ცხოვრებენ ყველაზე ღარიბი და ყველაზე მდიდარი ინდოელები. ის ქაოსურ შთაბეჭდილებას ტოვებს. უამრავ საინტერესო და უჩვეულო ადამიანს შეგახვედრებთ და დაუვიწყარ გამოცდილებას მიგაღებინებთ.


8. დელი – ინდოეთის შთამბეჭდავი დედაქალი, რომელიც ტურისტებისთვის, სამწუხაროდ, არც ისე უსაფრთხოა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ყველაზე უფრო მეტად მიმზიდველია. აქ სუნთქვისშემკვრელად ლამაზი ხედების, შენობების ნახვა გელოდებათ. უძველესი კულტურა, ინდოეთის სასახლეები, უნიკალური ტაძრები – ეს ის ქალაქია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.


9. გოა – თეთრი ქვიშა, ულამაზესი, მაღალი პალმის ხეები, სუფთა წყალი და სანაპირო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სამოთხეა დედამიწაზე. თუ საუკეთესო ადგილს ეძებთ იდეალური დასვენებისა და განტვირთვისთვის, გოას უნდა მიაშუროთ.


10. დარჯილინგი – დედამიწის ნამდვილ სილამაზეს სწორედ ამ ადგილას შეიგრძნობთ. ნახავთ თვალწარმტაც ბუნებას, უნიკალურ ხედებს. არსად არაა მზის ჩასვლა ისეთი განსაკუთრებული სანახაობა, როგორც ინდოეთის ამ ნაწილში. ასე რომ, მოინიშნეთ დარჯილინგი აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში.