10 შეცდომა, რომელსაც ახალ წელს ყველაზე ხშირად ვუშვებთ

153

თუ გეხალისებათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე სხვები ახალ წელს აღნიშნავენ, სადღეგრძელოებს ამბობენ, ან საცივს ჭამენ და თქვენ ისევ ფქვილში გაქვთ ხელები, თქვენი ნებაა.

2. თონის პურის რიგში საათობით დგომა

გასაგებია, რომ თონის პური ძალიან გემრიელია და საახალწლო სუფრასაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს, თუმცა მაშინ, როდესაც უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, პურის რიგში საათობით დგომას, ჯობია, რომ რომელიმე მაღაზიაში შეიაროთ და უბრალოდ ქარხნული პურით დაკმაყოფილდეთ.

3. ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების ონლაინ გამოწერა

ფოტო: giph

ონლაინ შოპინგი საკმაოდ გამართლებულია, თუმცა არა ახალ წელს, როდესაც დიდი რისკია, რომ თქვენმა ამანათმა უბრალოდ დააგვიანოს, ან საერთოდ არ ჩამოვიდეს. მერე თავის მართლება, რომ გემი ფილიპინების წყლებში გაიჭედა და ძველით ახალ წელს ყველა საჩუქარი აქ იქნება – არ გამოგადგებათ.

4. ყველა მნშვნელოვანი საქმის ახალი წლის შემდგომი პერიოდისთვის გადადება

ფოტო: giphy

გასაგებია, რომ ახალი წელი დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება, თუმცა, ყველა მნიშვნელოვანი საქმის ახალი წლის შემდგომი პერიოდისთვის გადადების შემთხვევაში, მალევე მიხვდებით, რომ ეს ძალიან მცდარი გადაწყვეტილება იყო.

5. მშობლებისთვის პირობის მიცემა, რომ ნათესავებთან წავყვებით

ფოტო: giphy

სანამ მსგავს დაპირებებს გასცემთ, კარგად დაფიქრდით, თუ როგორ გარემოში, ვისთან ერთად გინდათ ახალი წლის გატარება, რადგან უკეთესი ვარიანტის გამოჩენის შემთვევაში, დიდი შანსია, რომ პირობის დარღვევა და მშობლების განაწყენებაც კი მოგიწიოთ.

6. ბევრი, ბეეევრი ოლივიეს გაკეთება

ფოტო: giphy

უკვე წლებია, რაც სალათი ოლივიე ახალ წელთან ასოცირდება. თუმცა, დრო გადის და ქართულ სუფრაზეც სხვა, გაცილებით გემრიელი კერძები ჩნდება და ერთ დროს ძალიან პოპულარულ სალათის ჭამაზეც დროს და მადას აღარავინ ხარჯავს.

7. ახალი წლის დღეებში უამრავი ფულის დახარჯვა

ფოტო: giphy

დიახ, ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და თითქმის ყველა ოჯახში ცდილობენ, რომ მას ღირსეულად შეეგებონ. თუმცა, თუ არ გვინდა, რომ მთელი იანვარი ნასესხებ 50 ლარზე გადავიაროთ, ზომიერების შეგრძნება არც ამ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ.

8. თავის გამოდება, თითქოს შამპანურის გახსნა ვიცით

ფოტო: giphy

ჰო, ერთი ეგ ვიცით და მეორე პიროტექნიკის სწორად გამოყენება.

აქვე გეტყვით, რომ ზედმეტი რხევა შამპანურის “აფეთქების” რისკს ზრდის. ზედმეტი არეულობის თავიდან ასარიდებლად კი უმჯობესია, რომ მისი გახსნა ამ კუთხით ჩვენზე გამოცდილ ადამიანს მივანდოთ.

9. სუფრაზე გოზინაყის მთელი მარაგის გამოტანა

ფოტო: Kuchenne Wariacje

თქვენი ხელგაშლილობა დასაფასებელია, თუმცა ისეთი გემრიელობები, როგორიც არის გოზინაყი და ჩურჩხელა სუფრაზე ბოლოს უნდა დადოთ, რომ მაძღარმა სტუმრებმა ნაკლები ჭამონ და თქვენ მეტი დაგრჩეთ.

10. მეკვლედ იგივე ადამიანის ყოლა, ვისი მეკვლეობის წელსაც სამსახური დავკარგეთ და შეყვარებულს დავშორდით

ფოტო: giphy

შეიძლება დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდეთ, თუ ვინ იქნება წელს თქვენი მეკვლე, თუმცა თუ გასული წელი იმდენად წარუმატებელი გქონდათ, რომ სამსახური დაკარგეთ ან შეყვარებულს დაშორდით, ყოველი შემთხვევისთვის აჯობებს, რომ ახალი ცხოვრების დაწყებამდე მეკვლე მაინც შეცვალოთ.

ნახეთ თიბისი დაზღვევის საახალწო რეკლამა, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მიუხედავად ჩვენი დაშვებული დიდი თუ პატარა შეცდომებისა დადებითი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ამასობაში ახალი წელიც მოსულა: