10 ქართული საახალწლო ჩვეულება, რომელზეც დროა, უარი ვთქვათ

174

გადამეტებული სმა, პიროტექნიკის გამოყენება, ცოცხალი ნაძვის ხის მოჭრა — ეს იმ საახალწლო ჩვეულებების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ ხშირ შემთხვევაში ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ, საზოგადოებაში მჭიდროდ მოიკიდეს ფეხი.

სწორედ ამიტომ, ჩამოგითვლით საქართველოში 10 ყველაზე გავრცელებულ საახალწლო ჩვეულებებს, რომლებზეც ვფიქრობ, რომ დროა, უარი ვთქვათ.

1. იარაღიდან გასროლა

ახალ წელსა და იარაღს რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ?! მით უმეტეს, რომ ეს ძვირფასი დრო გოზინაყის ან საცივის ჭამას შეგიძლია მოახმარო.

2. გადამეტებული სმა

ახალი წელი ნამდვილად არ არის ის დღე, რომლის მკაფიო გახსენებასაც მეორე დღეს არ ისურვებდი.

3. პიროტექნიკის გამოყენება

ბავშვებს ძალიან უყვართ პიროტექნიკის გამოყენება და ყველაზე დიდი საფრთხეც სწორედ მათ ემუქრებათ.

გირჩევ, რომ სახლში საერთოდ აკრძალოთ ასაფეთქებლების მოტანა და ცნობის მოყვარე პატარები გემრიელი ტკბილეულით დაასაჩუქრო.

4. ბევრი ნიგვზიანი საჭმლის ჭამა

ეს ალბათ იმიტომ, რომ ახალი წლიდან დიეტაზე ხარ, არა?!

5. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა

და იმის იმედად ყოფნა, რომ ახალი წლის ღამეს ქუჩები ცარიელია.

6. დაუპატიჟებლად სტუმრობა და თავის მეკვლედ გამოცხადება

ფოტო: giphy

მართალია, დაუპატიჟებელი სტუმარი სხვა დღეებშიც არასასურველია, თუმცა, ახალ წელს თავის თვითნებურად მეკვლედ გამოცხადება ნამდვილად მეტისმეტია.

7. ცოცხალი ნაძვის ხის მოჭრა

აი, რატომ უნდა მოჭრა ცოცხალი ნაძვი, როდესაც ქალაქში უამრავი ლამაზი და გაცილებით პრაქტიკულად გამოსაყენებელი ხელოვნური ნაძვის ხეები იყიდება?!

8. შეჯიბრი “ვინ გააკეთა უკეთესი საცივი”

ფოტო: giphy

მოდი გამოვიცნობთ: შენ.

9. ნახევარზე მეტი ხელფასის ერთ დღეში გაფლანგვა

ფოტო: giph

დიახ, ახალი წლის სუფრა მრავალფეროვანი და განსაკუთრებული უნდა იყოს, თუმცა, ნამდვილად არ არის აუცილებელი, რომ ნახევარზე მეტი ხელფასი ერთ დღეში დახარჯო და მერე თვის ბოლომდე უფულოდ იყო.

10. ყველაფერი მნიშვნელოვნის ახალი წლისთვის დაგეგმვა

ფოტო: giphy

ჩვენ ყველას გვიყვარს ახალი წელი, რადგან სამართლიანი განცდა გვაქვს, რომ ცხოვრება კიდევ ერთ შანსს გვთავაზობს.

თუმცა, ყველაფერი მნიშვნელოვნის ახალი წლისთვის დაგეგმვას თუ გადაეჩვევი, დიდი შანსია, რომ შემდეგში, ფერად ქაღალდებში გახვეული საჩუქრების გასახსნელად, გაცილებით მეტი დრო დაგრჩეს.