10 ფილმი, რომელსაც საახალწლო არდადეგებზე უნდა უყუროთ

257

ახალი წლის მოახლოებისას განცდილ ბედნიერებას, ბევრ დადებით მხარესთან ერთად აქვს ისიც, რომ ამ სადღესასწაულო დღეებში ყველა საქმე შეგვიძლია გადავდოთ და უბრალოდ დავისვენოთ.

ამისთვის კი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმ ფილმების ყურებაა, რომლებიც განტვირთვასთან ერთად, იმაშიც გვეხმარება, რომ განწყობა ავიმაღლოთ.

საახალწლო ფილმები ძირითადად ამ დღესთან დაკავშირებულ ზღაპრულ ამბებზე მოგვითხრობს, რაც გვაძლევს იმედს, რომ 31 დეკემბრის ღამეს, როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, რაღაც შეიცვლება, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყება და ვინ იცის, იქნებ ეს ეტაპი ფილმის სიუჟეტივით ჯადოსნური იყოს.

სწორედ ამ განწყობის ასამაღლებლად, გთავაზობთ ათ საუკეთესო ფილმს, რომელიც დასვენების დღეებში აუცილებლად უნდა ნახოთ.

აქვე გეტყვით, რომ ამ სიაში არ არის ბევრი საკულტო ფილმი, მათ შორის მარტო სახლში, გრინჩი, შვებულება და რეალური სიყვარული, რადგან ამ ფილმებს ისედაც აუცილებლად ნახავთ.

1. Sleepless in Seattle

უძილობა სიეტლში იმ რომანტიკულ კომედიებს შორის არის, რომელსაც საახალწლოდ აუცილებლად უნდა უყუროთ. ეს არის ამბავი დიდი და თავბრუდამხვევი სიყვარულის შესახებ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

2. The Apartment

რას უნდა ვუყუროთ საახალწლოდ, თუ არა ბილი უაილდერის კლასიკად აღიარებულ ბინას. სურათში, რომელშიც მთავარ როლებს ჯეკ ლემონი და შირლი მაკლეინი ასრულებენ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა.

3. Some Like It Hot

შეუძლებელია ახალი წელი ბილი უაილდერის კიდევ ერთი კინოშედევრის გარეშე. მერილინ მონრო, ჯეკ ლემონი და ტონი კურტისი შეუდარებელ ისტორიას გვთავაზობენ. რა თქმა უნდა ეს ფილმი ბევრ თქვენგანს უკვე ასჯერ მაინც ექნება ნანახი, თუმცა, არაფერი უდგას იმას წინ, რომ ამ არდადეგებზეც ჩაუჯდეთ და საკულტო კომედიას კიდევ ერთხელ უყუროთ.

4. Stepmom

შეიძლება ბევრისთვის საახალწლოდ ამ სევდიანი ფილმის ყურება გამართლებული არ იყოს, თუმცა, აბა წარმოიდგინეთ ვის ფილმს შეიძლება ვუყუროთ წინასაახალწლოდ, თუ არა ჯულია რობერტსისა და სიუზენ სარანდონის?!

5. It’s a Wonderful Life

ფილმის გამოსვლიდან 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ის დღემდე რჩება ყველა დროის ყველაზე საახალწლო ფილმად. მეტიც, ამერიკაში ვერ იპოვით ოჯახს, რომელიც სადღესასწაულო დღეებში ამ დიდებულ ფილმს არ უყურებს. ასე რომ, თუ ეს სურათი ჯერ კიდევ არ გინახავთ, წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელით.

6. HOLIDAY INN

ცეკვა, სიმღერა და ბევრი სიცილი – რა უნდა ვინატოთ საახალწლოდ მეტი? თანაც, თუ ეს ყველაფერი ისე კარგად არის გაკეთებული, რომ ამ ფილმის რომელიმე პერსონაჟად ყოფნა, საახალწლო სურვილად გექცეთ.

7. THE FAMILY STONE

სტოუნების ოჯახის საშობაო თავგადასავალი ნამდვილად არის ის, რაც საახალწლოდ კარგ გუნებაზე დაგაყენებთ. ბევრ საინტერესო პერსონაჟთან ერთად, აქ უამრავი საინტერესო თემაა წამოჭრილი. ფილმი გვახსენებს, რომ შესაძლოა ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა, ეს დიდ სიყვარულში ხელს ნამდვილად ვერ შეგვიშლის.

8. THE SOUND OF MUSIC

მუსიკის ჰანგები იმ ფილმების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა უყუროთ. არ აქვს მნიშვნელობა ახალი წელი იქნება, აღდგომა თუ შუა საზაფხულო არდადეგები. მარიასა და ფონ ტრაპების ოჯახის თავგადასავალი ამ არდადეგებზე აუცილებლად უნდა ნახოთ.

9. NOTTING HILL

მართალია, ამ ფილმს ახალ წელთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს იმაზე ჯადოსნური, ვიდრე დიდი კინოვარსკვლავისა და წიგნის მაღაზიის გამყიდველის სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორიაა?

10. A Christmas Story

თუ გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა მშობლები შვილს საახალწლო საჩუქარზე უარს ეუბნებიან, მაშინ, აუცილებლად ნახეთ საშობაო ისტორია.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, საუკეთესო არდადეგები გისურვოთ.