10 ტიპის Facebook სტატუსი ტაქსის მძღოლებზე, რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა

192

როდესაც გვეჩქარება, ან უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძალიან გვეზარება, ტაქსი საუკეთესო, თუმცა საკმაოდ ძვირი გამოსავალია.

ასე თუ ისე, ტაქსით გადაადგილება და ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, ისევე, როგორც ტაქსით მგზავრობის პროცესის ფეისბუქზე დეტალურად აღწერა. უკმაყოფილო თუ კმაყოფილი მგზავრები მეგობრების გასამხიარულებლად ნამდვილ ან ნახევრად ნამდვილ, სახუმარო ისტორიებს პოსტავენ.

დღეს ტაქსის მძღოლებზე იმ 10 ტიპის ფეისბუქ სტატუსს წარმოგიდგენთ, რომელიც სინამდვილეში ყველას ყელში ამოგვივიდა:

1. მთელი გზა რუსულ სიმღერებს რომ უსმენდა

ფოტო: giphy

და მგზავრმა პროტესტის ნიშნად ყურსასმენები გაიკეთა, ტაქსის მძღოლის კითხვა “აქ შევუხვიო?” ვეღარ გაიგო და მძღოლმაც იარა და მერე მგზავრობის საფასური დაამატებინა. ჭირი იქა, ლხინი აქა.

2. მანქანის სალონში რომ “ჰაერი გააფუჭა”

ფოტო: giphy

ან უკვე გაფუჭებული ჰქონდა და დამნაშავის სახით იჯდა.

3. ხურდა რომ არ ჰქონდა

ფოტო: giphy

და მთელი უბნის მაღაზიები 50-ლარიანის დასაშლელად მოატარა.

4. ჯერ ჩაისვა და მერე აღმოჩნდა, რომ მისამართი არ იცოდა

ფოტო: giphy

როგორც წესი, მსგავს ფაქტებს მანქანიდან გადმოსვლა, ლანძღვა, ფშვნა და მტვრევა მოჰყვება ხოლმე.

5. კარგი მუსიკალური გემოვნება აღმოაჩნდა (ლედ ზეპელინი ჰქონდა ჩართული)

ფოტო: giphy

და მგზავრს მანქანიდან გადმოსვლა აღარ უნდოდა (ერთად ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად).

6. ყვებოდა, რომ ტურისტები გაასულელა და ბევრი ფული წაღლიტა

ფოტო: giphy

ნუ, მსგავსი ისტორიების მოსმენა ობიექტურად იწვევს შეშფოთებას.

7. გზების აზრზე არ იყო და სულ საცობებში ატარა

ფოტო: giphy

ჯობია გაგებით მოვეკიდოთ ხოლმე, ხომ იცით, თბილისი საცობებით სავსე ქალაქია.

8. სასიამოვნო საუბრის შემდეგ ფული არ გამოართვა

ფოტო: giphy

და შესთავაზა — თუ მალე ბრუნდები აქ დაგელოდები და უკან წაგიყვანო.

9. წითელზე არ აჩერებდა და დანიშნულების ადგილზე 3 წუთში ფრენით მივიდა

ფოტო: Tenor

ასეთ შემთხვევებში ხალხური სიბრძნე “მოჩქარეს მოუგვიანდესო” ეჭვქვეშ დგება ხოლმე.

10. ნორმალური ტაქსისტი აღმოჩნდა და მგზავრობისას არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

ფოტო: giphy

გასაგებია, რომ ეს იუმორის განსაკუთრებული მიმდინარეობაა, თუმცა უკვე იმდენჯერ დაიწერა, რომ მომავალში რამე უფრო ორიგინალურის მოფიქრება გვმართებს