10 საუკეთესო ფილმი დედაშვილობის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

409
10 საუკეთესო ფილმი დედაშვილობის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
10 საუკეთესო ფილმი დედაშვილობის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
დედებისა და შვილების განსაკუთრებული კავშირის შესახებ ბევრი დაწერილა და არაერთი ფილმი მიუძღვნიათ რეჟისორებს ამ თემისთვის. ვნახოთ გამორჩეული ფილმები, რომლებიც დედაშვილობის განსაკუთრებულ ძალაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ და მათ უემოციოდ ვერ ნახავთ.

1. „დედის დღე“/Mother’s Day – ფილმი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. მისი საშუალებით კიდევ უფრო მეტად დააფასებთ ძვირფას ადამიანებს.

2. „დედინაცვალი“/Stepmom – შეიძლება საკუთარი შვილი არ გყავდეს, მაგრამ იდეალური დედა იყო. ფილმში ჯულია რობერთსისა და სიუზან სარანდონის ტანდემს იხილავთ და დედაშვილობას სხვა კუთხით დაინახავთ.

3. Lady Bird – დედისა და ქალიშვილის ურთიერთობა უდიდესი სიყვარულითაა სავსე, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა წინააღმდეგობებმაც იჩინოს თავი. ფილმი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელსც მშობლიური ქალაქიდან გაქცევა სურს.

4. „მამაცი“/Brave – დედები ყოველთვის ჩვენს დაცვას ცდილობენ და ხანდახან არის ისეთი მომენტიც, როცა თავიანთ შვილებთან საერთო ენის გამონახვა, კომუნიკაცია უჭირთ. ამ ანიმაციაში ბევრ სხვა საინტერესო ნიუანსთან ერთად დედა-შვილის ურთიერთობის შესახებაც ბევრ საინტერესო დეტალს ნახავთ.

5. Mamma Mia! – ეს ფილმი საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. აქ ყველაფერია – სასიყვარულო ურთიერთობა, მეგობრობა, დედაშვილური ურთიერთობა და იდეალური მუსიკა.

6. „გიჟური პარასკევი“/Freaky Friday(2003) – სხვადასხვა თაობის ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე და ამის გამო ხშირად გვიჭირს ერთმანეთის გაგება. ეს ფილმი დედისა და ქალიშვილის, განსხვავებული თაობის ორი ადამიანის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ფილმის ამ ვერსიაში მთავარ როლებს ლინდსი ლოჰანი და ჯემი ლი კურტისი ასრულებს.

7. „გიჟური პარასკევი“/Freaky Friday (1976) – ფილმის ამ ვერსიაში მთავარ როლს ჯოდი ფოსტერი ასრულებს. მისი საშუალებით კიდევ ერთხელ ისიამოვნებთ დედა-შვილური ურთიერთობის შესახებ გადაღებული სურათით.

8. „ცუდი დედები“/Bad Moms – იყო დედა, იყო მარტოხელა დედა და ამასთან ერთად წარმატებული კარიერა გქონდეს, ურთულესი ამოცანაა. ქალებს კი ყველანაირ სირთულესთან გასამკლავებლად საკუთარი მეთოდები აქვთ.

9. „ოთახი“/’Room – ეს ფილმი დედა-შვილობის განსაკუთრებულ ძალაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. დედა არის ის, ვინც სამყაროს გვაჩვენებს. ფილმი დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ.

10. „ჯუნო“/Juno – ხანდახან ხდება ისე, რომ დედა მოულოდნელად ხდებით და ეს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების წინაშე გაყენებთ. ჯუნო თინეიჯერი გოგონაა, რომელიც აღმოაჩენს, რომ ორსულადაა და ყველანაირ სირთულეს უმკლავდება.