10 საუკეთესო სათხილამურო კურორტი მსოფლიოში

87

სამთო სპორტის გულშემატკივრები და ენთუზიასტები სასურველი მოგზაურობისთვის მუდამ ოპტიმალურ ვარიანტს ეძებენ. წარმოგიდგენთ ადგილებს, სადაც ზამთრით დატკბობას შეძლებთ.



1. Arc 1950, საფრანგეთი
ეს ადგილი საფრანგეთის ძვირადღირებული კურორტების ადეკვატური ალტერნატივაა. ჟენევისა და ლიონის აეროპორტებიდან აქ სხვადასხვა ტრანსპორტის გამოყენებით მარტივად მოხვდებით. ქალაქში მანქანები არ დადიან და ზოგადად, ზედმეტ ტრანსპორტს აქ ადგილი არ აქვს. დამსვენებლები ერთი ადგილიდან მეორემდე ან სეირნობით ან სრიალით მიდიან. Arc 1950 ათი წლის წინ აშენდა და ზღვის დონიდან 3250 მეტრზე მდებარეობს. ბილიკები დაგებულია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისთვის. აქ ვერტმფრენით გასეირნებასაც შეძლებთ და იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთდროულად მოკრავთ თვალს.


კურორტი სავსე ცხოვრებით ცხოვრობს და მუდამ სადღესასწაულო და მაგიურ განწყობას შეგიქმნით. თითქმის ყოველდღე აქ წარმოდგენა, შოუ ან კონცერტი ეწყობა. ამიტომაც, არასდროს მოიწყენთ.



2. შამონი, საფრანგეთი

შამონი უძველესი სათხილამურო კურორტია, ის 200-ზე მეტ წელს ითვლის. ამასთან, ყველაზე მსხვილიცაა, რადგანაც 10 ათას ადგილობრივს იტევს. ამ კურორტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ არამხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც სტუმრობენ. ქალაქი საუკეთესოდ გამოდგება ისეთი აქტივობებისთვის, როგორებიცაა: გოლფი, ჰაიკინგი, ველორბოლა, სეირნობა…


ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიური თამაშები სწორედ აქ ჩატარდა. კურორტი მონბლანის მწვერვალზე მდებარეობს, ევროპის უმაღლეს წერტილში. შამონში ისვენებენ ნებისმიერი ბიუჯეტის ადამიანები: ახალგაზრდები, ექსტრემის მოყვარულები, ოჯახები და რესპექტაბელური პუბლიკა. აქ როგორც მდიდრულ სასტუმროებს, ასევე ეკონომიურ ჰოსტელებს შეხვდებით.



3. მეჟევი, საფრანგეთი
ლეგენდის მიხედვით, მეჟევის არსებობა როტშილდების ოჯახის ძალისხმევის შედეგია. მათ სურდათ დახურული ელიტური კურორტი შეექმნათ. დროთა განმავლობაში, მეჟევმა უდიდეს პოპულარობას მიაღწია და აქ განსათავსებლად უკვე ყველანაირ ვარიანტს აღმოაჩენთ – ძვირადღირებულიდან დემოკრატიულამდე.


გოლფის მოყვარულთათვის კურორტი ნამდვილი სამოთხეა, რადგანაც აქ მსოფლიოში გოლფის საუკეთესო მინდვრები მდებარეობს. მეჟევიც ყველა სეზონისთვისაა განკუთვნილი. აქ ლამაზი ქუჩები, ძველი არქიტექტურა, ისტორიული ტაძრები და უამრავი კაფე-რესტორანიც მოგხიბლავთ. ჟენევის აეროპორტიდან მეჟევში მოხვედრასაც ადვილად შეძლებთ.



4. პას დე ლა კასა, ანდორა
ეს კურორტი საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს და უკვე 60 წელი უსრულდება. პას დე ლა კასა რამდენიმე ჯადოსნური მთაა მრავალფეროვანი ტრასებითა და იდეალური ფერდობებით. მაშინაც კი, თუ თერმომეტრი +10 გრადუსს აჩვენებს, თოვლი მშრალი და მოლიპული რჩება.


აქ ყველა სტუმარი აღმოაჩენს თავისთვის განკუთვნილ ბილიკს. კომფორტულად ისრიალებენ დამწყებებიც და ვირტუოზებიც. განათებული გარემოს წყალობით, პას დე ლა კასაში ღამით სრიალიც დაშვებულია. აქ არც ბავშვები მოიწყენენ, მათთვის უამრავი თავშესაქცევია.



5. სოლდენი, ავსტრია
სოლდენი სიმაღლის რეკორდებს არ ხსნის, თუმცა აქვს ის, რითიც ამაყობს. პირველ რიგში ევროპის ცენტრში უდიდესი პოპულარობაა აქვს მოხვეჭილი, მას „სნოუბორდისტების მექასაც“ კი უწოდებენ. მეორე რიგში, მსოფლიო თასის შეჯიბრებები სწორედ აქ მიმდინარეობს. ტრასები კომფორტულად, გააზრებულად და გამართულადაა მოწყობილი. სეზონი აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს, მაგრამ დასვენებას და კატაობას მთელი წელი შეძლებთ.



6. სიერა-ნევადა, ესპანეთი
კურორტი ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ამინდი მუდამ შესაშურად ბრწყინვალეა. აქედან ხედები იშლება ხმელთაშუა ზღვასა და მაროკოს მთებზე. სიერა-ნევადა ზომით პატარაა, მაგრამ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ნამდვილად გაჩუქებთ. აქ ბევრი სპორტული მაღაზია და კაფეა და ნებისმიერი ინტერესის ადამიანს დააკმაყოფილებს.



7. მადონა დი კამპილიო, იტალია
აქ არამხოლოდ სასრიალოდ, არამედ დროის გემოვნებით გატარებისთვის ჩამოდიან. კურორტი დილიდან ღამემდე გაგართობთ. ტრასა ნებისმიერი დონის მოთხილამურეს დააკმაყოფილებს. 150 კილომეტრი სიგრძის ბილიკი მხოლოდ დამწყებებისთვისაა მოწყობილი.


8. ზაკოპანე, პოლონეთი
ქვეყნის ზამთრის დედაქალაქი პოლონეთის სამხრეთ ნაწილშია განთავსებული. ტრასების სიგრძე 30 კილომეტრს აღწევს. სტუმრებს არამხოლოდ მთები, არამედ ფანტასტიკური ადგილობრივი ნაციონალური კოლორიტიც მოხიბლავთ. ცნობილი ფუნიკულიორიდან ქალაქის დათვალიერებასაც შეძლებთ.



9. ჩიმბულაკი, ყაზახეთი
ჩიმბულაკი უნივერსალური კურორტია, სადაც დამწყებებიც და პროფესიონალებიც ერთნაირი სიამოვნებით ისრიალებენ. ამავე დროს, კურორტი სპორტსმენების სავარჯიშო ბაზაა. აქ სერტიფიცირებული და „არაფორმალური“ ტრასებია ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობებისთვის – მარტივი მარშრუტებიდან ძალიან რთულამდე. ერთ-ერთი ტრასა მსოფლიოს ათ ყველაზე რთულ ტრასაშიც კი იკავებს ადგილს.



10. Špindlerův Mlýn, ჩეხეთი
ნამდვილი სამოთხე მოთხილამურეებისათვის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა განთავსებული. თოვლის საფარი აპრილამდე ნარჩუნდება. აქ 7 ტრასაა შემოთავაზებული, მათ შორის ბავშვებისთვის. სრიალის გარდა, კურორტი უამრავ რესტორანს გთავაზობთ, უგემრიელესი კერძებით, ასევე, ღამის კლუბებს, კინოთეატრებს, მაღაზიებს… შეგიძლიათ დაკავდეთ ჩოგბურთით და ცურაობით.