10 კერძი, რომელიც ევროპაში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა გასინჯოთ

158

მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი კერძების გასინჯვაა, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. სწორედ ამიტომ, ხშირად, წინასწარ ვირჩევთ ხოლმე მენიუს, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. სინამდვილეში კი, ძირითადად ყველაზე პოპულარულ კერძებს ვირჩევთ და სხვა, გემრიელი, ტრადიციული და მომაჯადოვებელი კულინარიული შედევრები ყურადღების მიღმა გვრჩება. ვის გააოცებთ იტალიაში დაგემოვნებული პიცით? – სავარაუდოდ, ვერავის. სამაგიეროდ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, შეგიძლიათ გამორჩეული კერძები და დესერტები გასინჯოთ და შთაბეჭდილებები თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ.

1. ბერძნული მუსაკა

ფოტო: Shutterstock

ბერძნული სალათი? გირო? – არა, საბერძნეთში ერთ-ერთ საუკეთესო მუსაკას ამზადებენ და ჩვენი აზრით, სწორედ ის უნდა გასინჯოთ პირველად. მისი ძირითადი ინგრედიენტებია ბეშამელის სოუსი, კარტოფილი, ყველი და ხორცი. მუსაკა საბოლოოდ ღუმელში ცხვება და მისი მთავარი თვისება ისაა, რომ ცხლად თუ მიირთმევთ, სულ სხვაგვარ სიამოვნებას მიიღებთ, ხოლო ცივად თუ გადაწყვეტთ, სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება.

რაც შეეხება საბერძნეთში მოგზაურობას, Wizz Air-ით ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ბილეთები 22.49 ევროდან იწყება.

2. გერმანული კურივურსტი

ფოტო: Shutterstock

რა თქმა უნდა, როცა გერმანიაზე ვსაუბრობთ, ხორცი აუცილებლად იჩენს თავს. კურივურსტი ძეხვეულის ნაირსაოხეობაა და ისეთივე უცნაური გემოვნური თვისებები აქვს, როგორიც მისი სახელია. თუმცა წიგნი მისი ყდით არ უნდა განსაჯო – კურივურსტი გერმანული სწრაფი კვების ობიექტებში უფრო ხშირად იყიდება და მას გრილზე წვავენ. ასე რომ, ჯანსაღ საკვებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ძირითადად მას ცხარე საწებელთან და ფრისთან ერთად მოგართმევენ, რაც კერძს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ერთი შეხედვით იფიქრებთ, ასეთ კერძს სახლშიც მოვამზადებთო, მაგრამ არ შეცდეთ – აქ მთავარი საიდუმლო სწორედ სოსისის მომაჯადოებელ გემოშია.

რაც შეეხება გერმანიაში მოხვედრას, ქუთაისი-ბერლინის ბილეთები 44.99 ევროდან იწყება.

3. ავსტრიული ბლინები

ფოტო: Shutterstock

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის ბლინების კულტურა კარგად ნაცნობია, თუმცა ავსტრიაში ამ დესერტს სრულიად განსაკუთრებულად ეპყრობიან. თუ კულინარიის დიდოსტატებს დავუჯერებთ, ავსტრიელებზე უკეთესს ბლინებს იშვიათად აცხობს ვინმე. კრეპთან შედარებით უფრო ფუმფულა და სქელი ბლინები, როგორც წესი, გარგარის ჯემთან და ნაღების კრემთან ერთად არის სერვირებული, თუმცა დღეს მას ხშირად შოკოლადთან ერთადაც მიირთმევენ.

ასე რომ, ავსტრიაში თუ მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ. გპირდებით, მისი გემო დიდხანს გემახსოვრებათ.

რაც შეეხება ავსტრიაში მოხვედრას, Wizz Air-ით ქუთაისი-ვენის ბილეთები 44.99 ევროდან იწყება.

4. შვეიცარიული ყველის ფონდუ

ფოტო: Shutterstock

ყველს მსოფლიო კულინარიაში ყველაზე დიდი ფანკლუბი ჰყავს, ეს ხომ ყველამ იცის? – თუმცა, ყველისგან შექმნილი სასწაული ბევრს არ გაუსინჯავს. შვეიცარიული ყველის ფონდუ ერთ-ერთი საუკეთესო დესერტია, რაც ევროპაში შეგიძლიათ გასინჯოთ. ტრადიციული შვეიცარული ფონდუ Gruyère-სა და Emmenthal-ისგან მზადდება, რომელსაც პურის საფანელი და თეთრი ღვინის სოუსი ემატება.

5. შოტლანდიური ჰაგისი

ფოტო: Shutterstock

შესაძლოა იფიქროთ, რომ მისი სახელი არც თუ ისე მიმზიდველად ჟღერს, თუმცა ამ სიიდან თუ რომელიმე კერძი ნამდვილად გაგაოცებთ, ეს უეჭველად ჰაგისი იქნება. ჰაგისი არის ტკბილი პუდინგის, ნიორში გაკეთებული ცხვრის ხორცის ფარშისა და შვრიის ღერღილისგან დამზადებული პიურეთი, რომელსაც დამატებული აქვს სუნელები, მარილი და სხვ. ხშირად მას საქონლის ტყავში შეხვეულსაც აცხობენ, თუმცა ამ ფორმით ნაკლებადაა გავრცელებული.

თუ შოტლანდიაში მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ. პირობას გაძლევთ, იმედგაცრუებულები ნამდვილად არ დარჩებით.

6. ხორცის ბურთულები (Köttbullar) შვედეთში

ფოტო: Shuttersto

შვედური ხორცის ბურთულები ძალიან ცნობილია და სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ფორმით გვხვდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ისინი მაინც არ არის საკმარისად დაფასებული. შვედური ხორცის ბურთულები ნაღებისა და საფანელის დამატებით კეთდება, რომელიც რძეშია ამოვლებული. ეს არაჩვეულებრივი კერძი საწებელთან, კენკრის ჯემთან და პიურესთან ერთად იჭმევა, რომელსაც ზაფხულის სეზონზე კიტრსაც უმატებენ.

შვედეთში თუ მოხვდებით, ეს კერძი აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

7. სლოვენიური პოტიკა

ფოტო: Shutterstock

დესერტის მოყვარულებისთვის სიურპრიზი გვაქვს. სლოვენიური პოტიკა ამ სიაში ნამდვილად იმსახურებს თავის ადგილს. კექსის ფორმის ტრადიციული თხილის როლი ტკბილი ცომისგან მზადდება, რომელიც ძალიან თხლად არის დახვეული. შიგთავსში შეხვდებით მიწის თხილისგან გაკეთებულ უგემრიელეს პასტილას და თაფლის მსგავს დამატკბობელს. ხშირად მას შოკოლადის შიგთავსსაც უმატებენ, თუმცა ნამდვილი, ტრადიციული პოტიკა მას არ შეიცავს.

როდესაც სლოვენიაში დადგამთ ფეხს, გირჩევთ, პირველივე დესერტად სწორედ პოტიკა აირჩიოთ და გვერწმუნეთ, არ ინანებთ.

8. პოლონური კვერები (Pierogi)

ფოტო: Shutters

კვერები ქართველებისთვის კარგად ნაცნობი კერძია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყანაში მისი არ შეიძლება. პირიქით, პოლონეთში მას საუკეთესოდ ამზადებენ, რადგან განსხვავებული ინგრედიენტებით მზადდება. პოლონური კვერები პელმენის მსგავსია, რომელსაც შიგთავსში ხორცი ან კარტოფილი აქვს.

ის, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, შიგთავსში დამდნარი ყველია, რომელიც საბოლოოდ ცხელ წვნიანში ილბობა. პიეროჯის, როგორც მას პოლონეთში ეძახიან, სერვირებაში დაბრაწული ბეკონიც მოჰყვება, რაც მის არომატს კიდევ უფრო აძლიერებს და სასურველს ხდის.

რაც შეეხება პოლონეთში მოხვედრას, Wizz Air-ით ქუთაისიდან ბილეთები 24.99 ევროდან იწყება.

9. ბელგიური ვაფლი

ფოტო: Shutterstock

ბელგიური ვაფლი არსებობს ორნაირი – ხრაშუნა და რბილი. ორივე ძალიან გემრიელია და საუკეთესო ხასიათზე აყენებს ადამიანს, თუმცა ბელგიაში ამ დესერტს იმდენად კარგად აკეთებენ, რომ ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს. წარმოიდგინეთ, კენკრის, ალუბლის ან შოკოლადის ტოპინგი, ბანანზე და ხრაშუნა ან რბილ ვაფლზე მოსხმული, რომელიც ნაყინთან არის სერვირებული. საოცრად ჟღერს არა? – ჩვენც ასე ვფიქრობთ, ასე რომ, ბელგიაში რომ გადაწყვეტთ მოგზაურობას, არ დაგავიწყდეთ ამ დესერტით ერთი დღის გალამაზება.

10. იტალიური არანჩინი

ფოტო: Shutterstock

სწორად გაგვიგეთ, პიცა და სპაგეტი რომ იტალიაში საუკეთესოა, ყველამ კარგად იცის, ამიტომ ამაზე არ გავჩერდებით. ამჯერად გაგაცნობთ არანჩინს, რომელიც ბრინჯისგან, მოცარელასგან, ხორცისგან, ტომატისა და საფანელის მიქსისგან შედგება. ბურთულების ფორმის კერძი, გვერწმუნეთ, იმედს არ გაგიცრუებთ. იტალიურ სამზარეულოში, განსაკუთრებით კი ოჯახურ მენიუში, ძალიან ხშირად მთავარი კერძის როლსაც კი ირგებს. ამიტომ, გასინჯეთ, კლუნიარია ხომ ერთგვაერი თავგადასავალია.