10 იდეალური მიმართულება მარტო მოგზაურობისთვის

114

რა ჯობია იმას, როცა დასვენებას დიდიხანი ელი და დაჯავშნილი ტური მალე რეალობადაც იქცევა? თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ აღმოჩნდება რომ საყვარელ ადამიანს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, მეგობარი ავად გახდა და გამყოლი არავინ გყავთ. ნუთუ უნდა გადადოთ გეგმები? არავითარ შემთხვევაში! წარმოგიდგენთ 10 ადგილს, რომელიც სოლო მოგზაურობისთვის საუკეთესოდ გამოდგებათ.



ბარსელონა
ეს ქალაქი არაჩვეულებრივი სატრანსპორტო ხაზით გამოირჩევა: მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი და მატარებლები დადიან როგორც დღისით, ასევე ღამით. გოთიკური ქუჩები, ფართო პროსპექტები და არქიტექტურული სიმდიდრე ფეხით სეირნობას განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის. გაეცანით პლანეტის ღირსშესანიშნაობებს: ბარსელონაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 9 ობიექტია წარმოდგენილი, მათგან 7 ანტონიო გაუდის ეკუთვნის. ექსკურსიით დაღლილი ბარისკენ გაეშურეთ, სადაც გემრიელ სანგრიას და სხვადასხვა მრავალფეროვან კერძს დააგემოვნებთ. შთაგონებისთვის, გამგზავრების წინ „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას“ უყურეთ და ესპანელებთან გაცნობის განწყობა უთუოდ დაგეუფლებათ.



ფუკეტი
ტაილანდს „ღიმილის ქვეყანას“ ტყუილად არ უწოდებენ – ესაა მზიანი სამოთხე დედამიწაზე. აქ ყოველთვის შეხვდებით თავგადასავლების მაძიებლებსა და ეგზოტიკური ტურიზმის მოყვარულებს. ფუკეტის მახლობლად ბევრი კუნძული და რიფია, რომლებსაც ნავით ადვილად დაათვალიერებთ.



კოპენჰაგენი
კოპენჰაგენში სოლო ტურის არჩევას ბევრი სასიამოვნო მიზეზი განაპირობებს: დანიაში არის ზღვა, თეთრი რიფები, ვიკინგების კვალი, სკანდინავიური სამზარეულო და აშ. აქ დაიბადნენ ჰელენა კრისტენსენი და ჰანს კრისტიან ანდერსენი. თავად კოპენჰაგენი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა. აქ ნახავთ სამეფო ოჯახის სასახლეს, შუასაუკუნეების ციხეებს, გოთიკურ ტაძრებს, ქალთევზას ქანდაკებას, ათობით დიზაინერულ მაღაზიას და ათასობით ველომბრბოლელს. აქ ველოსიპედი ქალაქის მთავარი ტრანსპორტია. კოპენჰაგენის გაცნობა სამ დღეშიც შეგიძლიათ, მაგრამ აუცილებლად მოგინდებათ უკან დაბრუნება.



ნიუ-იორკი

არ დაუჯეროთ ჭორებს, რომ ნიუ-იორკის მაცხოვრებლები ყველაზე არამეგობრულები არიან. სინამდვილეში ამერიკელები რთულ სიტუაციაში ყოველთვის დაგეხმარებიან. ხმაურიანი და კოსმოპოლიტური ნიუ-იორკი ნამდვილად ღირს დასათვალიერებლად: უზარმაზარი ცათამბჯენებით, ფანტასტიკური თეატრებით, საკონცერტო დარბაზებით და რესტორნებით. დილით, მოდურ კაფეში არომატული ყავის დაგემოვნებით, ადამიანებს დააკვირდებით, რომლებიც სამსახურებში მიიჩქარიან, შემდეგ ბრუკლინში გასეირნებით გრაფიტის ხელოვნებას შეისწავლით; სიმშვიდე გსურთ? სტეითენ აილენდისკენ გაემგზავრეთ და თავისუფლების ქანდაკების ხედებით დატკბით. გასინჯეთ ადგილობრივი სწრაფი კვება და ივარჯიშეთ ინგლისურ ენაში – აქ სიამოვნებით აღმოაჩენთ ახალ მეგობრებს.



სიდნეი
ავსტრალიელები ავანტიურისტები არიან: გრძნობენ ბუნებასთან კავშირს და სურთ თავგადასავლები. ამასთან, მწვანე კონტინენტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. შეძლებთ გასინჯოთ პლანეტის ყველაზე გემრიელი ყავა, მოინახულოთ კოალა და დაუმეგობრდეთ კენგურუს. ასევე, სიდნეიში ბევრი სერფერია.



პუერტო-ვალიარტა
მექსიკის ეს ქალაქი თავისი ქვიშიანი სანაპიროებით და ცეცხლოვანი წვეულებებით ნამდვილი სამოთხეა. ისეირნეთ ფართო ქუჩებში, დაათვალიერეთ სუვენირები, დატკბით მიმზიდველი პეიზაჟებით და იწექით შეზლონგზე დიდი ხნის მანძილზე. საღამოს კი ადგილობრივ რესტორნებს ესტუმრეთ.



კოსტა-რიკა
აქ მყოფ ტურისტებს მარტოსულობის განცდა არ აწუხებთ, ამიტომ არასდროს იწყენენ. დაათვალიერეთ ვულკანები, იბანავეთ ცხელ წყაროებში, დაკავდით სერფინგით ან უბრალოდ დატკბით მზით. კოსტა-რიკა ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ქვეყანაა – არ ჰყავს არმია, იმიტომ რომ არ სჭირდება.



ლუცერნი
შვეიცარია მარტო მოგზაური გურმანისთვისაა. აქ ყველაფერია: შოკოლადი, ყველი, ღვინო და რა თქმა უნდა, ალპების თვალწარმტაცი პეიზაჟები. ტური ძველი ქალაქით უნდა დაიწყოთ, საიდანაც იტალიური რენესანსის სტილის მშენებლობებზე იშლება ხედი. ლუცერნში თავს სამეფო რომანების გმირებად იგრძნობთ. ქალაქის სანაპირო ბევრი იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ: გაისეირნებთ იალქნიანი გემით, დაგეგმავთ პიკნიკს ტბის პირას ან მოიწყობთ ექსკურსიას თბომავლით.


ბერლინი
ყველასთვის ცნობილია, რომ გერმანიის დედაქალაქი მუზეუმებით, კლუბებით, სასახლეებითა და ტაძრებითაა ცნობილი. ბერლინის მარტო შესწავლა ნამდვილ და დაუვიწყარ თავგადასავლად გექცევათ. მოდის მოყვარულებს მრავალფეროვანი ბრენდების მაღაზიები მოხიბლავთ. მოინახულეთ ტელეანძა, რაიხსტაგი, კაბარეები, ბრანდებურგის კარიბჭე და ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობა.



ირლანდია
ირლანდია სტუმრებს ქალაქის და სოფლის იდეალურ მიქსს სთავაზობს. ძველებური დუბლინი ტაძრების, პარკების და 500-ზე მეტი პაბის შეუცვლელი ობიექტია. ცოცხალი ირლანდიური მუსიკა, ნაციონალური კერძები და იდუმალება – იქირავეთ მანქანა და ესტუმრეთ ირლანდიის სანაპიროებს. გაგაოცებთ საკმაოდ ბიუჯეტური და კომფორტული სასტუმროებიც.