“1 თვეა, რაც გავთხოვდი და ჯერ საქორწინო ბეჭედიც არ უყიდიათ – ჩემ ქმარს კიდე გადაყვა ჩემი ოჯახი”

291

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შექმნილ ერთ-ერთ ჯგუფში ახალდაქორწინებული გოგოს ამბავი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გთხოვ დამიდე ჯგუფში ანონიმურად, ძალიან ბევრი ნაცნობია და არ მინდა იცოდნენ რომ მე ვწერ
1 თვეა რაც გავთხოვდი, ჩემი ოჯახი თან გადაგვყვა ჩემს ქმარს უყიდეს ბეჭედი, სამაჯური, ახალი ტანსაცმელი, მეც ყველაფერი საოჯახო ნივთი რაც კი შეიძლებოდა სრულად შემიძინეს. ქმრის ოჯახში მივიტანე ტექნიკა, ახალი საძინელებელი ყველანაირი ჭურჭელი და წვრილმანებს აღარ ჩამოვთვლი…

მე მეუღლე და მისი მშობლები ვცხოვრობთ, ასევე მული. ჩემთვის ჯერ 1 ნივთიც კი არ შეუძენიათ, არაფერი არ მჭირდება მაგრამ საქორწინო ბეჭედი ხომ მაინც უნდა მიყიდონ? ძალიან მერიდება ჩემების, ისე შეწუხდნენ იმდენი რამე შემიძინეს და მრცხვენია თქმა რომ ბეჭედსაც არავინ მყიდულობს”.