ჯულია რობერტსმა თავისი საკულტო სტილი 30 წლის შემდეგ თავიდან მოირგო

450

ჯულია რობერტსის პირველი გამოჩენა ოქროს გლობუსზე მთავარი თემა გახდა. ახლად დაბადებულმა ვარსკვლავმა იმ დროისთვის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და წითელ ხალიჩაზე კაცის კოსტიუმი ჩაიცვა.

იგივე გამეორდა მომდევნო წელსაც და მსახიობი თითქმის ანალოგიური სტილით გამოცხადდა დაჯილდოების ცერემონიაზე.

სწორედ ამიტომ, მოდის კრიტიკოსებმა ამ თითქმის არაფრით გამორჩეულ სტილს ჯულია რობერტსის სტილი უწოდეს.

სწორედ ჯულიას კოსტიუმები გახდა ჟივანშის მოდის სახლის შთაგონების წყარო, როდესაც 2014 წელს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ქმნიდა. კოლექციის სახედ კი ოსკარის მფლობელი მსახიობი მიიწვიეს.

აღმოჩნდა, რომ რობერტსი კოსტიუმებზე კვლავ შეყვარებულია და გუშინ, შონ პენის მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, რობერტსმა 30 წლის წინანდელი სტილი კვლავ გააცოცხლა და წვეულებაზე კოსტიუმით გამოჩნდა.