ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი – იპოვე საკუთარი თავი

394
ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი - იპოვე საკუთარი თავი
ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი - იპოვე საკუთარი თავი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი – იპოვე საკუთარი თავი

1. კურო – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ძილი ყველაფერია. მათ შეუძლიათ სამსახურშიც კი დაიძინონ. ძილი კუროს აბედნიერებს, ეხმარება, რომ უფრო პროდუქტიული იყოს. შუადღის ძილზე გიჟდება და ეს მისი ყოველდღიური რუტინაა.

2. მშვილდოსანი – ძილი და მოგზაურობა – ეს მშვილდოსნის ცხოვრების სტილია. იცის, რა მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება იმისთვის, რომ ენერგიული იყოს და ახალი მწვერვალები დაიპყროს, ამიტომაც ხელს ნუ შეუშლით, აცადეთ მშვიდად ძილი.

3. თევზები – თევზები უბრალოდ გიჟდებიან ძილზე, როცა არ სძინავთ, ერთი სული აქვთ, რომ საწოლთან მივიდნენ და დაიძინონ. არ აქვს მნიშვნელობა მოწყენილია, ბედნიერი, თუ უბედური, ყველანაირ სიტუაციაში ძილი სურს.

4. ვერძი – ვერძები აქტიურები არიან და როცა მათ ვუყურებთ ისეთი განცდა გვრჩება, თითქოს არასოდეს სძინავთ, მაგრამ ტყუილად ფიქრობთ ასე. ვერძები გიჟდებიან ძილზე, მათ ენერგიის მოკრება, ძალების აღდგენა სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ თავგადასავალს შეხვდნენ, ახალ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.

5. კირჩხიბი – ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ძალიან უყვარს ძილი. მგრძნობიარე კირჩხიბები, დეპრესიული ადამიანები არიან, ძილი კი მათ დეპრესიის დაძლევაში, პრობლემების დავიწყებაში ეხმარება. ისინი იძინებენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა აქვთ.