ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

859
ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით
ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი… მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.

1. რუტინის გამრავალფეროვნება
სექსოლოგები ერთხმად ამტკიცებენ: მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებისთვის ბევრი წვალება საჭირო არ არის. სცადეთ სექსის „გადატანა“ დილის საათებში. ხოლო თუკი სექსისთვის ლოკაციასაც შეცვლით, მაგალითად, საძინებლიდან სამზარეულოში ან აბაზანაში გადაინაცვლებთ, ეს გარანტირებულად გახდის თქვენს სექსუალურ აქტს უფრო დასამახსოვრებელს.

2. განწყობის ამაღლება მთელი დღის განმავლობაში
დილის სექსი – შესანიშნავი ვარჯიში და მასაჟია შინაგანი ორგანოებისთვის. კვლევების თანახმად, დილის სექსის შემდეგ ნაკლებად შეგაწუხებთ თავის ტკივილი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ენდორფინებს, რაც მთელი დღის განმავლობაში თქვენს სიმშვიდესა და კარგ ხასიათს უზრუნველყოფს.

3. ეს არის კაცის სექსუალური აქტივობის პიკი
უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია დილის ერექცია. ეს მოვლენა იშვიათად უკავშირდება სექსუალურ აღგზნებას, მაგრამ სამაგიეროდ, ამით აშკარა ხდება, რომ კაცის სექსუალური აქტივობის პიკი სწორედ დილაა. ამ დროს კაცების სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმუმს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მისი აღგზნების დონე იქნება ძლიერი, არამედ ერექციაც. მეცნიერების მტკიცებით, დაახლოებით, დილის 8 საათზე კაცისა და ქალის ბიოლოგიური რიტმი მაქსიმალურად ემთხვევა ერთმანეთს. ამ დროს აღიგზნება სხეული და სწორედ ამიტომ გვირჩევენ სექსოლოგები სექსუალური აქტისთვის დილის 8 საათს.

4. მოფერებისადმი მომატებული მგრძნობელობა
გაღვიძების შემდეგ სხეული უფრო მიდრეკილია მოფერებისკენ. თანაც, ამ დროს ორგანიზმი შედარებით მოდუნებულია. ასევე, აღმოჩნდა, რომ დილის სექსი უფრო ინტიმურია, ვიდრე დღე-ღამის სხვა მონაკვეთში.

5. დილის სექსი შეგიძლიათ, შხაპის მიღებას შეუთავსოთ
შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს – ეს ყველაზე მარტივია, რაც შეიძლება დილის სექსს „მოუხერხოთ“. ბევრს აწუხებს ძილში ოფლიანობის ან სუნთქვის პრობლემა. იმისთვის, რომ დილის სიამოვნებაზე უარის თქმა არ მოგიწიოთ, საკმარისია, საძინებლიდან აბაზანაში გადაინაცვლოთ, სადაც ორივე შეძლებთ კბილების გახეხვასა და შხაპის მიღებას. თან გამოფხიზლდებით და თან ორგანიზმს აქტიური ფიზიკური მოქმედებისთვის მოამზადებთ.