შობას 6 წლის გოგომ გლაზგოში უსახლკაროებს საჩუქრები დაურიგა

152

ბრიტანეთში მცხოვრებმა 6 წლის გოგომ, პირლი როუზ მაკგოვანმა, თითქმის მთელი შობა გლაზგოს ქუჩებში გაატარა. ის თავის ბიძაშვილთან და ბაბუასთან ერთად უსახლკაროებს ქაღალდის პარკებს ურიგებდა, რომლებშიც წინასწარ გამზადებული სენდვიჩები, სხვა საჭმელი და საჩუქრები იყო.

გოგონამ შობამდე ემილი ბლანტის მონაწილეობით გამოსული ახალი ფილმი მერი პოპინსი ბრუნდება ნახა. კინოთეატრიდან სახლისკენ გზაზე მან უსახლკარო შენიშნა, რომელსაც ქუჩაში სიცივეში ეძინა. გოგონაზე უსახლკაროს მდგომარეობამ საშინლად იმოქმედა.

მომდევნო დღეს, შობა იყო. თავისი საჩუქრების მიღების შემდეგ, მან 57 წლის ბაბუას უსახლკაროებისთვის საჩუქრების გაკეთებაში დახმარება სთხოვა. პირლის ბებიაც დაეხმარა და საბოლოოდ, გოგონა უფროსებთან ერთად ქუჩაში გავიდა.

თითოეულ ქაღალდის პარკში სენდვიჩი, ტკბილეულობა, წინდები და £20 იდო.

პირლის დეიდის თქმით, ერთ-ერთი მიუსაფარისთვის შობის საჩუქარი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ცრემლები ვერ შეიკავა.

ოჯახი გლაზგოში არ ცხოვრობს. იმისთვის, რომ ადამიანებისთვის შობა გაელამაზებინათ, ისინი ქალაქში სტუმრად მეზობელი რაიონიდან ჩამოვიდნენ.