შთამბეჭდავი გინესის საახალწლო რეკორდები

101

გთავაზობთ ყველაზე შთამბეჭდავ, გინესის საახალწლო რეკორდებს:

1). საოცრად წარმოუდგენელი, მრავალფუნქციური ილუმინაციებით შექმნილი საახალწლო შენობა, რომელიც გინესის რეკორდებში შევიდა, ეკუთვნის ავსტრალიელ წყვილს ქალაქ ფორესტიდან. დევიდ და ჯანინ რიჩარდსებმა ამ საოცარი სანახაობის დეკორისთვის გამოიყენეს 331, 038 ცალი საახალწლო ნათურა და სანახაობის შექმნას კი მოანდომეს 4 წელი.

image

2). წარმოშობით ამერიკელმა გოგონამ- ერინ ლავუამ კი მოიპოვა გინესების რეკორდების წიგნში მოხვედრის უფლება 2 წუთში 27 “ნაძვის ხის” მოჭრით და ეს სანახაობა მან 2008 წელს გამართა გინესის რეკორდების ჩემპიონატზე.

image

3). საახალწლო ნაძვის ხის ყველაზე ძვირფასი აქსესუარები დაფიქსირდა 2002 წლის 7 დეკემბერს ტოკიოში. იაპონურმა გამომცემლობა Piaget-მა მორთო ნაძვის ხე 83 საიუველირო ნივთით, რომლის საერთო ღირებულებამ 16 მილიონი $ შეადგინა.

image

4). ყველაზე დიდი, მოტივტივე (მოცურავე) საახალწლო “ნაძვის ხე” შექმნეს 2007 წელს რიო-დე-ჟანეიროში, რომლის სიმაღლემ 85 მეტრი შეადგინა. რეკორდის სპონსორი გახლდათ ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანია Bradesco Seguros e Previdencia.

image

5). ყველაზე დიდი საახალწლო ნაძვის ხის ვარსკვლავი დამონტაჟდა ინდოეთის ქალაქ კოჩში 2009 წლის 31 დეკემბერს. ვარსკვლავის სიმაღლე იყო 31, 59 მეტრი. პროექტს რეალიზება გაუწია უძრავი ქონების კომპანიამ Apple A Day Properties.

image

6). ყველაზე დიდი, საახალწლო კალენდარი განათავსეს 2007 წელს ლონდონის ვაგზლის სადგურზე St Pancras. კალენდრის სიმაღლე იყო 71, ხოლო სიგანე კი 23 მეტრი.

image

7). წარმოშობით კანადელი, ვინმე ჟან-გი ლაკერი ითვლება ახალი წლის სიმბოლური ნივთების კოლექციონერად. მან ნივთების შეგროვება დაიწყო 1988 წლიდან და 2010 წლის მონაცემებით 25104 ცალს ფლობდა.

image

8). ყველაზე ძველი საახალწლო ნაძვის ხის სიგრძე მხოლოდ 30 სანტიმეტრია, რომელიც ბრიტანელმა ქალბატონმა ჯანეტ პარკერმა ის 1886 წელს შეიძინა.

image

9). ყველაზე მეტი რაოდენობის თოვლის ბაბუა ერთად დაფიქსირდა ჩრდილო ირლანდიაში 2007 წელს. მათ რიცხვმა 13 000 კაცი შეადგინა.

image

10). ყველაზე გაყიდვადი საახალწლო სინგლი იყო ბინგ კროსბის “White Cristmas”, რომელმაც პირველად გაიჟღერა 1942 წელს და არსებობამდე გაიყიდა 100 მილიონი “პლასტინკა” (ფირფიტა).

image