ყველაზე სახიფათო ზოდიაქოს ნიშნები

429

ამჯერად გთავაზობთ რეალურ სტატისტიკას – ტოპ 12-ს ზოდიაქოს ნიშნებში დამნაშავე-ფსიქოპათიური გადახრების შესახებ, რომელსაც პრაქტიკაში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო ითვალისწინებს!

12. ტყუპები

იმ დროს, როცა ადამიანთა უმეტესობა ტყუპებს უარყოფითად უყურებს, ისინი ყველაზე ნაკლებად საშიშები არიან. ტყუპებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ ფიზიკური ზიანის მიყენება.


11. მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან ადარდებს სამართლიანობა. ის უაღრესად ეგოცენტრულია და მისი გამოწვევა ნაკლებად შესაძლებელია. ისინი საკმაოდ ჭკვიანები არიან და ამიტომ დანაშაულის ადგილას მათი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. უფრო მეტიც, დანაშაულის ადგილას ისინი ყველაზე ნაკლებ სამხილებს ტოვებენ.


10. ლომი
კატების მსგავსად, ლომებიც ერიდებიან უსიამოვნებებს. სტატისტიკით, როცა ლომი მკვლელობას სჩადის, მას ყურადღების მიქცევის მეტი შანსი აქვს. ეს ფანტასტიკაა!


9. სასწორი
სასწორი ზოდიაქოს სამართლიან და კეთილ ნიშნად მიიჩნევა. არადა ბევრი მკვლელობაა მათ მიერ ჩადენილი, გაცილებით მეტი, ვიდრე ლომებისა და მერწყულების მიერ. სასწორი განსაკუთრებით აგრესიული ხდება, როცა მისი კეთილგანზრახვით მანიპულირებას ცდილობენ.


8. ქალწული
ქალწულებს შორის ბევრი მკვლელია. ამის მიუხედავად ქალწულები თაღლითობასა და ქურდობას მკვლელობაზე უფრო ხშირად სჩადიან.


7. თევზები
თუკი ფიქრობთ, რომ თევზები სასიამოვნო ადამიანები არიან, ძალიანაც ცდებით. თევზებში ბევრი სერიული მკვლელი შეგხვდებათ: რიჩარდ რამირესი, ჯონუეინ გეისი (მკვლელი-კლოუნი) და ეილინ უორნოსი. ყველაფერთან ერთად, მათ ნარკომანიის მიდრეკილება აქვთ და უფრო დახვეწილ მკვლელობებს სჩადიან.


6. თხის რქა
მართალია, კანონსა და წესებს ისინი პატივს სცემენ, მაგრამ გაბრაზებისას უმართავები ხდებიან. ისინი მკვლელობებს იშვიათად სჩადიან, მაგრამ სერიულ მკვლელებს შორის თხის რქები სჭარბობენ.


5. ვერძი
ვერძების წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ადვილია. სწორედ ამიტომ არიან ისინი რეიტინგში მეხუთე ადგილზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვერძებს გარკვეული დრო სჭირდებათ, სიბრაზემ რომ გადაუაროთ და პრობლემა დავიწყებას მისცენ.


4. კურო
გაცოფებისას კურო ინტენსიურად გამოხატავს გაბრაზებასა და სიძულვილს. მაგრამ მათ მკვლელობაზე უფრო მეტად, თაღლითობისკენ აქვთ მიდრეკილება.


3. მორიელი
მორიელს ჩვენს სიაში მესამე ადგილი უკავია. ეს ადამიანები უფრო დიდ დანაშაულზე არიან ორიენტირებულები და მასობრივ მკვლელობებს ეტანებიან. შემდეგ კი თავს ლიდერებად აცხადებენ.


2. მშვილდოსანი
ესენი მეორე ადგილზე გასული ოფიციალური ფსიხები არიან. სერიული მკვლელების უმრავლესობა ნოემბერშია დაბადებული. ისინი სადისტური მანერით კლავენ.


1. კირჩხიბი
საოცარია, მაგრამ პირველ ადგილზე კირჩხიბები არიან. მათთვის ჩვეული ამბავია მკაცრი შურისძიება და ხასიათის ხშირი ცვლილება.
სრული ვერსიის ნახვა funtime.ge