ყველაზე მოდური და კრეატიული პირბადეები

255

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, საზოგადოება უამრავი ვირუსის საფრთხის წინაშე დგება, რის გამოც აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება, რომლებიც დაგვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ერთ-ერთი ასეთი პირბადე გახლავთ, რომელმაც საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა და სტანდარტულ თეთრ ან ცისფერ დიზაინს კიდევ ერთი  – შავი ფერიც დაემატა, რომელიც მალევე აიტაცა საზოგადოებამ.

ბელა ჰადიდი

როგორც აღმოჩნდა დამცავმა პირბადემ მოდური აქსესუარის დანიშნულება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მოიპოვა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ამგვარ ვითარებაშიც არ უღალატონ საკუთარ იმიჯს და მოდურად გამოიყურებოდნენ, დიზაინერებმა ჩვეულებრივი პირბადის უამრავი ალტერნატივა შექმნეს, გთავაზობთ ყველაზე კრეატიულ პირბადეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

კრეატიულ ნიღბებზე უარს ვერც ცნობილი ვარსკვლავები ამბობენ, რასაც შემდეგი ფოტოებიც მოწმობს:

ჯასტინ ბიბერი

Nicki Minaj და კეტი პერი

პიტ დევიდსონი

Rihanna

უამრავ ბრენდირებულ ნიღაბთან ერთად კი, არსებობს ისეთიც, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოვირგებდით, მთავარია დემნა გვასალიამ ამის შესახებ გაიგოს…