ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

371

ნახეთ, რომელი ნიშნებიდან „იძერწება“ საუკეთესო ქმარი…

1. კირჩხიბი
კაცი-კირჩხიბი ბრწყინვალე მეუღლეა. ერთგული, პატიოსანი, არასდროს არიდებს თავს ოჯახურ მოვალეობებს და უკეთ ცხოვრების დიდი სურვილი აქვს. უყვარს მთელი გულით. ბუნებით მგრძნობიარეა და ამიტომაც სიყვარულის ცეცხლი მის გულში მუდამ გიზგიზებს. მასთან ოჯახური კამათის მიზეზი დიდწილად წვრილმანი საკითხებია.

2. სასწორი
სასწორი საუკეთესო პარტნიორია, თუმცა ცოტა გაუბედავი. მისი ერთგულება და სიყვარული შეურყეველია. ურთიერთობებში ბალანსი და ჰარმონია შეაქვს. ამის შემხედვარე სასწორის პარტნიორი უკეთესობისკენ იცვლება. ამას გარდა, სასწორი გასაოცარი მშობელია, ბრძენი და სამართლიანი. მასზე დაყრდნობა ყოველთვის შეგეძლებათ.

3. მორიელი
ეჭვიანობა, ღრმა ემოციურობა და შავი იუმორი მორიელებს კარგ პარტნიორებად აყალიბებს. როგორც კი მორიელი არჩევანს თქვენზე შეაჩერებს, ის სამუდამოდ თქვენი იქნება. ისინი დაგიცავენ, მხარს დაგიჭერენ, თავისუფლებას გაჩუქებენ და თქვენთვის თავსაც გაწირავენ. თქვენ საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები გახდებით.

4. ტყუპი
ტყუპები სიყვარულში არაჩვეულებრივები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ სურვილი აქვთ, ერთდროულად რამდენიმე ადგილას იყვნენ, მათგან მაინც საუკეთესო პარტნიორები გამოდიან. ტყუპებს სხვა ნიშნებზე მეტად ესაჭიროებათ გვერდით ღირსეული ადამიანი, ვინც მის სუსტ მხარეებს თავისი სიძლიერით შეავსებს. და როცა ასეთ ადამიანზე დაქორწინდება, ხმამაღლა ამაყობს თავისი არჩევანით. ტყუპი ყველაზე ვნებიანი, შემოქმედებითი და საიმედო მეუღლეა.

5. თევზები
თუკი თქვენ შემოქმედებითი და ემოციური ადამიანი ხართ, მაშინ თევზები თქვენთვისაა შექმნილი. ისინი არ არიან აგრესიულები, კამათის მიზეზს ყოველთვის ასაბუთებენ. ამას გარდა, შეყვარებული თევზები გონებას კარგავს თავისი პარტნიორისთვის და მთლიანად თქვენზე გადმოერთვება. გულითადი და მოსიყვარულე ქმრები, მზრუნველი მამები და საოჯახო საკითხებში შესანიშნავი მრჩევლები არიან. თუმცა თევზები ყოველთვის თავიანთ პატარა და უცნაურ სამყაროში რჩებიან და ამას უნდა შეურიგდეთ.

6. თხის რქა
თხის რქები დაბადებიდან მეუღლეებად არიან შექმნილები. თხის რქა – ეს ძლიერი მამაკაცია, რომელსაც ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება დაეყრდნოთ. ზოგჯერ ჯიუტები არიან, მაგრამ სამაგიეროდ ყოველთვის მოდიან დიალოგზე და ეს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. ისინი მოგისმენენ იმ საკითხზეც კი, რომელშიც გეწინააღმდეგებიან.

7. ქალწული
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეუღლეა. ის ძლიერ რაციონალური და სისუფთავის მოყვარულია, უყვარს მუშაობა და ოჯახის უზრუნველყოფა. მას მესაკუთრის თვისებები არ გააჩნია, არც ძლიერ ვნებიანია და არც რომანტიკული. ეს მისი კონსერვატორული ბუნების ბრალია. თუმცა ის საიმედო ქმარია, რომელიც არასდროს გიღალატებთ. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანი და ნდობაზე დამყარებული იქნება.

8. ვერძი
ვერძთან ურთიერთობა საუკეთესო იქნება, სანამ ჰორიზონტზე პრობლემები არ ჩანს. მაგრამ როგორც კი სირთულეებს წააწყდება, მაშინვე გამკაცრდება. ისინი თავდაჯერებულები და მბრძანებლობის მოყვარულები არიან. სურთ, რომ მათი აზრი უაპელაციოდ მიიღოთ და ყველაფერში მართალი ჰგონიათ თავი. ვერძები ამ თვისებით არასტაბილურ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებენ ხოლმე. ასე რომ, ვერძები ბუნებით ყველაზე სასიამოვნო და მშვიდი მეუღლეები ნამდვილად არ არიან.

9. ლომი
ქმარი-ლომები ყოველთვის პროგნოზირებადები არ არიან. მათ ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მეტად უყვართ მბრძანებლობა, მაგრამ არც რბილი და მგრძნობიარე მხარის წარმოჩენა ეხამუშებათ. ლომის გვერდით ცხოვრებისას ხშირად მოგიწევთ საკუთარი თავის დაცვა. ცხოვრების 1/3-ს მასთან ბრძოლაში გაატარებთ, არადა ის თავის ნებასა და სურვილებს თავს მოგახვევთ.

10. კურო
კუროები ზოდიაქოს ყველაზე ჯიუტი ნიშანია. მათი სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ მათზე სწორება ხშირად შეუძლებელია. ისინი ძალიან მოსიყვარულე და ერთგულები არიან, მაგრამ მათთან სიახლოვისთვის „სქელი კანი“ უნდა გქონდეთ, რათა მათ გვერდით გაძლოთ.

11. მერწყული
მერწყული ყველაზე ამბიციური პარტნიორია. ამიტომ მასთან ერთად ცხოვრება საკმაო სირთულეებს შეგიქმნით. ის დროის უმეტეს ნაწილს მუშაობაში ატარებს. ძირითადად ისეთ პარტნიორს პოულობს, ვინც მისი ცხოვრების წესსა და ურთიერთობის პრიორიტეტის იზიარებს.

12. მშვილდოსანი
ეს ნიშანი ყველაზე ხშირად ასოცირდება ცოლქმრულ ღალატთან (თუმცა ყველა მშვილდოსანზე ამის თქმა არ შეიძლება). მშვილდოსანი – ეს თავისუფალი სულია. მას თავგადასავლები და კვლევა უყვარს. ის ცუდი ქმარია არა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ამ „საქმისთვის“ არ არის დაბადებული.