ქართველი გოგონას გასაოცარი ამბავი ინსტაგრამიდან, რომელიც საბერძნეთში ქალაქ ათენში მოხდა

3085

ქართველი გოგონას გასაოცარი ამბავი ინსტაგრამიდან, რომელიც საბერძნეთში ქალაქ ათენში მოხდა.

3 დღის წინ, სამსახურში ძალიან მაგვიანდებოდა. ხელფასი ახალი აღებული მქონდა და ვიფიქრე ტაქსით უფრო მალე მივალ თქო. ჩემს ნერვიულობას უარესი დაემატა-საცობი. ნუ მოკლედ როგორც იქნა მივუახლოვდი და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან. . რას ხედავს ჩემი თვალები. მოხუცი ქალი კუთხეში ზის და გაყინულ ხელებს მალავს, აღარც იმის ძალა აქვს ,,დამეხმარეთ” ხმამაღლა თქვას. თხელი ჟაკეტი ეცვა და ფეხზე ჩუსტები. ერთ ადგილას გავჩერდი და სულ აღარ მახსოვდა რომ სამსახურში მაგვიანდებოდა. 
მივუახლოვდი, დავიხარე და ფრთხილად გადავუსვი ხელი თავზე. შეეშინდა, თავი ასწია და თვალებში შემომხედა. 
– ბოდიში, არ მინდოდა თქვენი შეშინება
ვუთხარი მას ბერძნულად და დაველოდე მის პასუხს. 
– არაუშავს შვილო. 
რა გაიგონა ჩემმა ყურებმა. ჩემი მშობლიური ენა. 
– ქართველი ხართ?
ახლა ქართულად ვკითხე და გაოცებულმა მიპასუხა
-დიახ, მე ქართველი ვარ
და აი ამ სიტყვების გაგონებისას მეგონა რომ ვიღაცამ დანა ჩამარტყა გულში. ქართველი მოხუცი, რომელიც თავჩაღუნული სიცივეში, უცხო ქვეყანაში ქუჩის კუთხეში ზის, საკუთარ ცრემლებს ითვლის და ვინ იცის რა დიდ ტკივილს დაატარებს. არ ვიცოდი რა მეთქვა! განა ამ მომენტში 
რამეზეღა იფიქრებ ადამიანი? ჩემმა გულმაც გაიზიარა უდიდესი სევდა. 
– ასეა შვილო, როცა შენს ოჯახს არ უნდიხარ სხვა გზა არ გაქვს. ძალა აღარ მაქვს რომ ვიმუშავო. ან ვის გამო უნდა ვიმუშავო?! წლებია აქ ვარ ჩემს ოჯახზე ვზრუნავ და რით გიფასებენ? საქართველოში ვიყავი რომ საკუთარმა შვილმა მითხრა წადი აქ რას მიზიხარ იმუშავე ხომ ხედავ ფული გამოგველიაო. ჩემმა 28 წლის ბიჭმა. მეც წამოვედი, ვიფიქრე ვიმუშავებ თქო მაგრამ მუდამ ის სიტყვები მიტრიალებს. არ ვიცოდი რა მეთქვა. განა ამ მომენტში რამეს მოუძებნი? იტყვი? 
– ასეა ცხოვრება
თქვა და კვლავ ატირდა
-არ ვიცი როგორ მოგმართოთ. არც ის ვიცი რა გითხრათ. ერთი ეს ვიცი. აი გამომართვით. ეს ვთქვი და ჩემი აღებული ხელფასი- 600 ევრო გავუწოდე. 
– არა შვილო ვერ გამოგართმევ
მითხრა მან და ცრემლი მოიწმინდა…
ვინ იცის რამდენი იშრომე რომ ეს ფული აგეღო. აქ ხომ ყველა ასე ვშრომობთ. 
– დამიჯერეთ. ახლა ჩემს 600 ევროს არანაირი ფასი არ აქვს ჩემთვის. უფრო მნიშვნელოვანი ისაა თქვენ იჯდეთ მშვიდად სახლში და არ გციოდეთ
– სახლიც არ მაქვს შვილო. მეათე დღეა ასე ვათენებ ღამეებს და ის სიტყვები მიკლავს გულს
– ახლა სადაა თქვენი შვილი
– 7 დღის წინ მომიკითხა ბოლოს ფულს როდის გზავნიო
– არაადამიანი.. ქალბატონო რა გქვიათ? 
– ლია შვილო
– ქალბატონო ლია, წამობრძანდით ჩემთან. ერთი პატარა სახლი მაქვს ნაქირავები, ჩემთან იყავით მანამ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ . ოღონდ აქ არა ამ სიცივეში გთხოვთ
– არა შვილო. არა
– ძალიან გთხოვთ. ასე უსამართლობაა. ერთად ვიპოვნით გამოსავალს ოღონდ წამობრძანდით. 
ბევრი ხვეწნის შემდეგ მე ის დავითანხმე. რა უსამართლოა ცხოვრება! სამწუხაროდ რამდენი მსგავსი შემთხვევა ხდება დღეს! როგორ მესმის თქვენი! როგორ არ მინდა ეს ყველაფერი ხდებოდეს. ჩემი საქართველოდან მიდის ხალხი! არ უნდა ტოვებდნენ ოჯახებს და არ უნდა მიდიოდნენ უცხო ქვეყანაში. 
პ.ს მინდა ორიოდე სიტყვა ვუთხრა მის შვილს. გრცხვენოდეს შენ! გრცხვენოდეს იმიტომ რომ დედაშენი წვიმასა თუ ქარში ზის და ელის ვინმე თუ დაეხმარება მას. და შენნაირ ადამიანებს, რომლებიც სხედან და ელიან ფულს როდის გამოგზავნიან. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ეს რა ფასად ღირს! აქ ვარ და ვხედავ იმ ყველაფერს, რასაც დღეს ქართველი ხალხი უძლებს! უფალმა დაგლოცოთ ყველა თქვენთაგანი და გაძლება მოგცეთ!