ქალის სხეულის 30 საიდუმლო, ანუ ბევრმა არ იცის, რომ…

249
თუ თქვენი ნაცნობებიდან ვინმე ტრაბახობს, რომ ყველაფერი იცის ქალის შესახებ, ჰკითხეთ მას რამე ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან. დიდი ალბათობით, „გამოკითხული“ ამ 30 პუნქტიდან ერთს ან ორს თუ გასცემს პასუხს.



ზოგადად კი, თუ გსურთ, გაუგოთ ქალებს, აუცილებლად უნდა გაეცნოთ შემოთავაზებულ მეცნიერულ ფაქტებს მათი სხეულის შესახებ და ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სუსტი სქესის ბუნების ამოცნობაში.

მაშ ასე:

ქალები მამაკაცების წინააღმდეგ

  • ქალის თმის დიამეტრი ორჯერ ნაკლებია მამაკაცის თმის დიამეტრზე;
  • ქალის გული უფრო სწრაფად სცემს, ვიდრე მამაკაცისა;
  • ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ახამხამებენ თვალებს;
  • ქალის ლტოლვა უფრო ძლიერია მამაკაცისადმი, ვიდრე პირიქით. ამიტომაც, როგორც წესი, ქალი მეტად ისწრაფვის ოჯახის შექმნისკენ. ეს ოქსიტოცინის მაღალი დონით აიხსნება და აგრეთვე იმითაც, რომ ქალს უკეთ აქვს განვითარებული ტვინის ის ნაწილები, რომლებშიც ხანგრძლივი ლტოლვა კონცენტრირდება;
  • ქალები ცხიმებს მამაკაცებზე ნელა წვავენ — დაახლოებით დღეში 50 კალორიით ნაკლებს;
  • ქალებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ;
  • ქალის ტვინის კოჟრიანი სხეული (corpus callosum), რომელი ტვინის ნახევარსფეროებს აერთებს, უფრო სქელია, ვიდრე მამაკაცისა და მასში 30%-ით მეტი შემაერთებელია. სწორედ ამიტომ ქალები ბევრად უკეთ ართმევენ თავს ერთდროულად რამდენიმე ამოცანას;
  • ქალის ენაზე მეტი გემოვნური რეცეპტორია;
  • ქალის ორგანიზმში მეტი ტკივილის რეცეპტორებია, მაგრამ ესტროგენის გამო, რომელიც ანთებით პროცესებს ბლოკავს, ქალები უკეთ იტანენ ტკივილებს;
  • ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს;
  • ქალის კანი 10-ჯერ მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცისა;
  • ქალის მკერდი არ შეიცავს კუნთოვან ქსოვილებს;
  • ქალის კუნთებსა და მყესებში მეტი ელასტინია, ვიდრე კოლაგენი. ამიტომ ქალები უფრო მოქნილები არიან;
  • ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ მაღალი სიხშირის ბგერებს;
  • ქალის ტვინის ელექტრული აქტივობა ძილისას მხოლოდ 10%-ით იკლებს, ამიტომ ქალებს უფრო ფხიზელი ძილი აქვთ;
  • ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ტკბილის “შეფერილობებს”;
  • ქალებს სივრცეში მამაკაცებზე ცუდი ორიენტაცია აქვთ. პარალელური პარკირება მამაკაცების 82%-ს გამოსდის, აქედან 71%-ს — პირველივე ცდით; ქალებში ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს, აქედან 2/3-ს რამდენიმე ცდა სჭირდება;
  • ქალი დღეში დაახლოებით 8 ათასამდე სიტყვას წარმოთქვამს, იყენებს 3 000-მდე ბგერასა და 10 000-მდე არავერნალურ სიგნალს. მამაკაცებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია;
  • ქალებს ყნოსვა დაბადებიდან უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს;
  • ქალების 80%-ს მარცხენა მკერდი უფრო დიდი აქვთ;
  • ქალებს პერიფერიული მხედველობა აქვთ მეტად განვითარებული, მამაკაცებს — გვირაბული;
  • ქალის მკერდი რეაგირებს ტემპერატურაზე. სითბოზე ის უფრო რბილი ხდება;
  • ქალს ორგაზმის მისაღწევად 10-20 წუთი სჭირდება, მამაკაცს – დაახლოებით 4 წუთი;
  • ქალის კისერი მეტად მოძრავია, ამიტომ დაძახებაზე ის მხოლოდ თავს აბრუნებს, აი მამაკაცები კი მთელი ტანით ტრიალდებიან;
  • მამაკაცები თმის ცვენისადმი მიდრეკილებას დედისგან იღებენ მემკვიდრეობით;
  • ქალებს მამაკაცებზე ნაკლებად ემართებათ ქრონიკული დაავადებები;
  • ქალები წელიწადში საშუალოდ 30-64-ჯერ ტირიან, მამაკაცები კი სულ 6-17-ჯერ;
  • ქალების 30%-ს ორსულობისას ისეთი რაღაცეების ჭამა უნდება, რაც არ იჭმება;
  • ოვულიაციის დროს ქალს შფოთვა და საფრთხის გრძნობა უძლიერდება, ამიტომ საფრთხეებს ინტიუიციით ქალი მამაკაცზე უკეთ გრძნობს;
  • ქალის მიერ მომატებული თითო კილოგრამი მკერდს 20 გრამით ზრდის, და პირიქით.