ფილმი, რომელსაც “მარტო სახლშის” გმირი უყურებდა, არ არსებობს

256

28 წლის შემდეგ, გაირკვა, რომ ფილმში “მარტო სახლში” ნაჩვენები განგსტერული ფილმი, სახელად “ბინძური სულის ანგელოზები” არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობ სეტ როგენის Twitter-ის პოსტიდან გაირკვა. სეტის პოსტს სხვა სელებრითების პოსტებიც მოჰყვა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ამ ამბით შოკირებულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ “ბინძური სულის ანგელოზები” 1990 წელს სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა და მას ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი, კევინ მაკალისტერი უყურებს.