უცნაური ლურჯი ნათება ნიუ-იორკის ცაზე თურმე უცხოპლანეტელების შემოსევა არ ყოფილა

185

რას იფიქრებ, როცა ღამით შენი ქალაქის ცაზე უეცრად დიდი, მრგვალი, ლურჯი ნათება გამოჩნდება?

ალბათ იმას, რომ მარველისა და DC-ის კომიქსები არ ცდებოდნენ და დედამიწა მართლაც სუპერძალებით იმართება. ან ვინ იცის, ნოემბერში ცაზე შემჩნეული უცნაური ობიექტი ნამდვილი მფრინავი თეფში იყო? იქნებ ჯობდა უცხოპლანეტელებზე ინტერნეტში ბოროტად არ გეხუმრა? როგორ მოვემზადოთ აპოკალიფსის?

დაახლოებით ასეთი აზრები ტრიალებდა ნიუ-იორკელების თავში და ტვიტერზე 28 დეკემბრის ღამეს, როცა ქალაქის თავზე ცისფერი ნათება გამოჩნდა.

“უცხოპლანეტელები ემპაირ სტეიტ ბილდინგს ესხმიან თავს თუ ქუინში რამე აფეთქდა?”

“სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმები არ ტყუოდნენ, უცხოპლანეტელები პირველად ნიუ-იორკს ესხმიან თავს!”

“ასტორიაში უცხოპლანეტელები დაეშვნენ? თუ რატომაა ცა ლურჯი?”

მოგვიანებით, ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ლურჯი ცის მიზეზი ქუინში მდებარე ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქება იყო და არა “უცხოპლანეტელების ვიზიტი”. შემთხვევის დროს, არავინ დაშავებულა.