უმდიდრესი სოციალისტური დასახლება ჩინეთში ყველაზე უცნაური ცხოვრების სტილით

204

სოფელი ჰაქსი ჩინეთში, კერძოდ ძიანსუს პროვინციაში მდებარეობს და მას ხშირად „კომუნისტური უტოპიის“ სახელითაც მოიხსენიებენ. ეს გახლავთ ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი დასახლება, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას მედიასთან საუბარიც კი ეკრძალება. ოდესღაც ტერიტორია ღარიბი ფერმერებით დასახლებული გახლდათ, დღეს კი, როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იუწყებიან, თითოეული მოსახლის საშუალო საბანკო ანგარიში 250 000 $-ია.

ტერიტორია 240 აკრის ფართობზეა გაშლილი და ადგილობრივი მოსახლეობა სულ რაღაც 2000 კაცს შეადგენს, რომელთა სამუშაო დღეები კვირის შვიდივე დღეს მოიცავს და მაშინაც კი, როცა რომელიმე მოსახლე ტოვებს სოფელს, მას არ შეუძლია დაგროვილი ქონების მის გარეთ გამოყენება, რადგან ის სოფლის საკუთრებად მიიჩნევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ადგილობრივისთვის ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის დაზღვევა და მათ უფასო განათლების მიღების საშუალებაც აქვთ.

2011 წელს დასახლებამ 50 წლის იუბილის აღსანიშნავად 328-მეტრიანი ცათამბჯენი აიგო, რომელშიც გამართულ წველებებზეც თითოეული  მოსახლის დაპატიჟება თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა სასტიკად არის აკრძალული ნებისმიერი სახის აზარტული თამაში და ნარკოტიკის მოხმარება.

სოფლის ქუჩებში მუდმივად ისმის ჰიმნი, რომლის ტექსტშიც ხაზგასმული, რომ აქაური ცა კომუნისტურ პარტიას ეკუთვნის და ეს ტერიტორია სოციალიზმის საკუთრებაა, ამ ფრაზას ინგლისური ტექსტიც ერთვის რომელიც ასე ჟღერს – „საერთოდაც, ჩვენ მოგვწონს ამგვარი სოციალიზმი”.

სოფელში განვითარებულია მრავალმხრივი ბიზნესსექტორი და მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი მეტალის ინდუსტრიაა.