უკანასკნელი ათწლეულის 10 საუკეთესო მინისერიალი

73
უკანასკნელი ათწლეულის 10 საუკეთესო მინისერიალი
უკანასკნელი ათწლეულის 10 საუკეთესო მინისერიალი

ეს სერიალები დასტურია იმისა, რომ გრძელი სიტყვის მოკლედ თქმას დიდი ნიჭი სჭირდება.

1. „ცარიელი გვირგვინი“
The Hollow Crown (2012)

ვისაც ინგლისური დრამატურგია და ამ ქვეყნის ისტორია უყვარს, ღირს ამ მინისერიალის ყურება. ის ორი სეზონია, მაგრამ სულ შვიდი სერიაა.

სერიალს საფუძვლად უდევს შექსპირის პიესები და მოგვითხრობს სამი მეფის – რიჩარდ მეორის, რიჩარდ მესამისა და ჰენრი მეხუთის აღმასვლებსა და დაცემებზე. მსახიობთა ანსამბლიც შთამბეჭდავია. აქ ყველა ცნობილი ბრიტანელია თავმოყრილი – ბენედიქტ კემბერბეტჩი, ენდრიუ სკოტი, ჰიუ ბონევილი, ტომ ჰიდლსტონი და სხვები.

2. „რა იცის ოლივიამ“
Olive Kitteridge (2014)

ამ მინისერიალში მთავარი როლი ოსკაროსანმა მსახიობმა ფრენსის მაკდორმანდმა ითამაშა. ის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და სულ ოთხი სერიაა. თითოეული სერია მოგითხრობთ ოლივია კეტერიჯისა და მისი ოჯახის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ისტორიის ცენტრშია პატარა ქალაქში მათემატიკის მასწავლებლის არც ისე მარტივი ცხოვრება და მისი ურთიერთობა ქმართან და შვილთან. ერთი შეხედვით უბრალო ისტორია რეალურ ცხოვრებას მოგვაგონებს.

3. „დაკარგული ოთახი“
The Lost Room (2006)

მინისერიალი მოგვითხრობს საიდუმლო ამბებზე, რომლებიც მიტოვებული სასტუმროს მეათე ნომერში ხდება. მთავარ გმირს მოუწევს, ამ საიდუმლოებებში ჩაიძიროს, რათა თავის ახლობელ ადამიანს დაეხმაროს და ამოხსნას ის უცნაურობა, რომელმაც მრავალი წლის წინათ დაიდო ბინა ამ სასტუმროში.

ეს მინისერიალი სულ 6 სერიაა და და დრამისა და თრილერის ზღვარზე გადის, ამყოფებს რა მაყურებელს მუდმივად დაძაბულს პირველიდან ბოლო სერიის ჩათვლით.

4. „მილენიუმი“
Millennium (2010)

შვედი მწერლის სტიგ ლარსონის ეს პოპულარული ტრილოგია არაერთხელაა ეკრანიზებული. დრაკონის ტატუიანი ჰაკერის ლისბერტ სალანდერის ამბის მოსათხრობად სამი ფილმი საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომაც კიდევ ერთი მინისერიალი გადაიღეს.

სერიალმა უკეთესად გახსნა ყველა პერსონაჟი და ჟურნალისტ მიკაელა ბლუმკვისტისა და ლისბეტის ურთიერთობის მთელი ისტორია მოჰყვა. ვისაც ფილმის ყურებისას რაღაც დაგაკლდათ, გირჩევთ ეს მინისერიალი ნახოთ.

5. „ერთხელ ღამით“
The Night Of (2016)

ეს 8-სერიიანი მინისერიალი HBO-სა და BBC-ს თანამშრომლობით შეიქმნა. ეს თავსატეხი მაყურებელს აიძულებს, მკვლელობაში გაერკვეს.

ახალგაზრდა კაცმა ვნებიანი ღამე გაატარა უცნობ ქალთან, დილას კი ქალის სისხლიანი და უსიცოცხლო სხეული აღმოაჩინა. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი, მის გარდა? მაყურებელს მოუწევს ჩაერთოს ციხის რეალურ ცხოვრებაში, რეალურ მართლმსაჯულებაში, უბრალო ადამიანების ცხოვრებაში და იპოვოს ნამდვილი მკვლელი.

6. „11.22.63“
(2016)

ეს მინისერიალი ადაპტაციაა სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანისა. სიუჟეტის მიხედვით, ერთ ჩვეულებრივ მასწავლებელს (მსახიობი ჯეიმს ფრანკო) შანსი მიეცემა, წარსულში დაბრუნდეს და ისტორია შეცვალოს.

ის მიდის 1960-იან წლებში და იმედოვნებს, რომ ჯონ კენედის მკვლელობას აღკვეთს. ოღონდ ეგაა, თავად დრო უწევს წინააღმდეგობას ამა თუ იმ ცვლილებას. ნებისმიერმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ხომ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.

7. „ჰუდინი“
Houdini (2014)

ტელეარხმა History-მ 2014 წელს შექმნა მინიისტორია ლეგენდარული ილუზიონისტის ჰარი ჰუდინის შესახებ. სერიალი დაგანახვებთ ერიკ ვოისის (არტისტის ნამდვილი სახელი) ცხოვრების უცნობ მხარეებს. მან თავი დააღწია სიღატაკეს და წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია.

ჰუდინიმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, იცნობდა იმ ეპოქის გამოჩენილ ადამიანებს და საერთაშორისო შპიონაჟსაც კი უკავშირდებოდა მისი სახელი. ის მეგობრობდა თეოდორ რუზველტთან და არტურ კონან დოილთან. იცნობდა გრიგორი რასპუტინს. კიდევ რა საიდუმლოს ინახავდა ჰუდინი შეგიძლიათ, ამ სერიალიდან გაიგოთ.

8. „ტრაგედია უეიკოში“
Waco (2018

6-სერიიანი ეს მინისერიალი გადაღებულია რეალური ამბების მიხედვით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1933 წელს ტეხასის შტატში. „მაუნთ კარმელის“ რანჩოზე აღმოაჩინეს საბრძოლო იარაღის უკანონო საწყობი. პოლიციელებსა და ადგილობრივი სექტის წევრებს შორის შეტაკება მოხდა, რომელიც ბოლოს ალყაში გადაიზარდა.

51-დღიანი წინააღმდეგობის განმავლობაში სექტის 82 წევრი და 4 პოლიციელი დაიღუპა. სერიალი ბარიკადების ორივე მხარეს განვითარებულ მოვლენებზე მოგითხრობთ და დაგანახვებთ, ვინ არის დამნაშავე ამდენი ადამიანის სიკვდილში.

9. „განახლებული ნახშირბადი“
Altered Carbon (2018)

სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის კარგი სერიალი არც ისე ბევრია. 2018 წლის ზაფხულში გამოსულმა ამ სერიალმა მაშინვე აკრიფა რეიტინგი და საკუთარი მაყურებელიც იპოვა.

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ვითარდება 27-ე საუკუნეში. ტექნოლოგიები ძალიან შორსაა წასული. ადამიანები თავიანთი ცნობიერის კოპირებას აკეთებენ, სხეულს კი უბრალოდ ჭურჭლად იყენებენ. სერიალი მეორე სეზონამდე გაგრძელდა.

10. „და აღარავინ დარჩა“
And Then There Were None (2015)

ეს არის თანამედროვე ადაპტაცია აგათა კრისტის „ათი პატარა ნიგერიელისა“, ოღონდ პოლიტკორექტულობის გამო, ნიგერიელები ჯარისკაცებით შეცვალეს. კუნძულზე ჩადის 10 სტუმარი, მაგრამ მათ მასპინძელი არ ხვდებათ.

სადილის დროს ისინი ისმენენ ჩანაწერს, სადაც თითოეულ მათგანს საშინელი ბრალი წარედგინება. თითქოს არაფერი, მაგრამ მალე ერთ-ერთი სტუმარი იღუპება, ამას კი სხვა საიდუმლო მკვლელობებიც მოჰყვება. გადაურჩება კი ვინმე კუნძულზე ამ სასაკლაოს?